YouVersion Logo
Search Icon

იოელ. 1

1
შემოსევა აოხრებს ქვეყანას
1უფლის სიტყვა, რომელიც იყო იოელ ფეთუელის ძის მიმართ:
2ისმინეთ ეს, უხუცესებო! ყური დაუგდეთ ყველამ, ქვეყნის მკვიდრნო! თუ მომხდარა ეს თქვენს დროს ან თქვენი მამების დროს?
3უამბეთ თქვენს შვილებს, თქვენმა შვილებმა – თავიანთ შვილებს, მათმა შვილებმა კი – სხვა თაობას:
4მუხლუხოს გადარჩენილი კალიამ შეჭამა, კალიას გადარჩენილი კუტკალიამ შეჭამა, კუტკალიას გადარჩენილი ბოცომკალმა შეჭამა.
5გაიღვიძეთ, ლოთებო! იტირეთ და ივალალეთ, ღვინის მსმელნო, ყურძნის წვენის გამო, ბაგეს რომ მოგწყვიტეს!
6რადგან მოადგა ჩემს ქვეყანას ძლიერი და ურიცხვი ხალხი. კბილები მისი ლომის კბილებია, ყბები ძუ ლომისა აქვს.
7გააჩანაგა ჩემი ვენახი და გაახმო ჩემი ლეღვი, ქერქი გააძრო და მიაგდო; გაუთეთრდა ტოტები.
8იტირე ძაძით მოსილი ყმაწვილქალივით, თავისი სიქალწულის ქმარს რომ დასტირის!
9შეწყდა შესაწირავი და საღვრელი უფლის სახლში; გოდებენ მღვდლები, უფლის მსახურნი.
10გაჩანაგდა ყანები, გოდებს მიწა, რადგან გაოხრდა ხორბალი, გაშრა წვენი, გახმა ზეთისხილი.
11გაწბილდნენ მხვნელები, მოთქვამენ მიწის მუშაკები პურზე და ქერზე, რადგან დაიღუპა სამკალი.
12გადახმა ვაზი და დაჭკნა ლეღვი, გახმა მინდორში ბროწეული, ფინიკი და ვაშლი და მთელი ხეხილი: ამიტომაც გაუშრა სიხარული ადამის ძეს.
13შემოირტყით ჯვალო და იგლოვეთ, მღვდლებო! ივალალეთ, სამსხვერპლოს მსახურნო! წადით, ჯვალოში გაათიეთ ღამე, ჩემი ღვთის მსახურნო! რადგან შეწყდა თქვენი ღვთის სახლში შესაწირავი და შეწყდა საღვრელი.
14დათქვით მარხვა, გამოაცხადეთ ჯარობა. შეყარეთ უხუცესნი, ქვეყნის ყოველი მკვიდრი, უფლის, თქვენი ღვთის, სახლთან და უფალს შეღაღადეთ.
ქვეყნის აოხრება
15ვაი, ჩვენს დღეს! რადგან ახლოვდება უფლის დღე და დაქცევასავით მოდის უზენაესისაგან.
16განა ჩვენს თვალწინ არ შეწყდა საზრდო, და უფლის სახლში – სიხარული და ლხინი?
17ჩალპა მარცვალი კოლბოხების ქვეშ, დაცარიელდა კალოები, დაინგრა ბეღლები, რადგან გადახმა პურები.
18როგორ კვნესის პირუტყვი! როგორ ბღავის ნახირი! რადგან აღარა აქვთ საძოვარი; ცხვრის ფარაც შეშფოთებულია.
19შენ შემოგღაღადებ, უფალო, რადგან ცეცხლმა გადაჭამა უდაბნოს საძოვრები, ალმა გადაბუგა მინდვრის ხეები.
20ველის მხეცებიც შენ შემოგყურებენ, რადგან დაიშრიტა წყლის სათავეები და ცეცხლმა გადაჭამა უდაბნოს საძოვრები.

Currently Selected:

იოელ. 1: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy