YouVersion Logo
Search Icon

იობ. 20

20
ცოფარის მეორე სიტყვა
1მიუგო ცოფარ ნაყამათელმა და თქვა:
2„ამიტომ მაიძულებენ ჩემი ფიქრები პასუხს, და ამის გამოა, რომ ვიჩქარი;
3რადგან ჩემს შეურაცხმყოფელ შენიშვნას ვისმენ, და ჩემი გონების სული მათქმევინებს პასუხს.
4ხომ იცი ეს ძველთაგან, მას აქეთ, რაც ადამიანი დამკვიდრდა მიწაზე,
5ურჯულოთა ლხენა ხანმოკლეა, და უღვთოს სიხარული – წამიერი.
6თუნდაც ცად ამაღლდეს მისი დიდება და მისი თავი ღრუბლებს მისწვდეს,
7თავისი განავალივით გაქრება სამუდამოდ, და მისი მნახველნი იკითხავენ: ‘სადაა იგი?’
8სიზმარივით გაფრინდება და ვერავინ იპოვნის, ღამეულ ჩვენებასავით გაუჩინარდება.
9თვალი, მისი მნახველი, ვეღარ იხილავს მას, და მეტად ვეღარც მისი ადგილი იხილავს მას.
10და მისი ძენი ღარიბ-ღატაკთა მომადლიერებას ეცდებიან, და თავისი ხელით დაუბრუნებენ დოვლათს.
11მისი ძვლები სავსეა სიჭაბუკით, მაგრამ მასთან ერთად მიიქცევიან მიწა-მტვრად.
12თუმცა ბოროტება ეტკბილება პირში და ენის ქვეშ ინახავს,
13თუმცა ზოგავს მას და არ გამოაგდებს და პირში იჩერებს,
14და მაინც გადაექცევა საჭმელი სიმწარედ მუცელში, ასპიტთა შხამად მის ნაწლავებში.
15იგი ყლაპავს დოვლათს, მაგრამ ამოარწყევს, ღმერთი გამოუდევნის მას მუცლიდან.
16ასპიტთა შხამსა სწოვს იგი, უნასის ენა მოჰკლავს მას.
17ვერ იხილავს ნაკადულებს, მდინარეებს, თაფლისა და ერბოს ნიაღვრებს.
18დააბრუნებს ნაოფლარს და ვერ ჩაყლაპავს. დოვლათის მიხედვით ექნება ნავაჭრი, მაგრამ
19რადგან ჩაგრავდა და ივიწყებდა ღარიბ-ღატაკებს, სახლს ანგრევდა და არ აშენებდა.
20ვინაიდან არ ასვენებდა მუცელი, თავის სასურველს ვერაფერს გადაარჩენს.
21არაფერი მორჩენია შეუსანსლავი, ამისთვის ვერ გასტანს მისი კეთილდღეობა.
22თავისი სისავსის სიუხვეში ვიწროდ იქნება, ყოველი გატანჯული ხელი მისწვდება მას.
23მუცელს რომ ამოიყორავს, ღმერთი მოუვლენს მას თავისი რისხვის ცეცხლს და საჭმელად აწვიმებს მასზე.
24გაექცევა რკინის იარაღს, – განგმირავს მას სპილენძის მშვილდი.
25გამოიძრობს და გამოვა მისი სხეულიდან ისარი, და ელვა გამოვა მისი ნაღველადან, თავზარი დაეცემა მას.
26მთელი წყვდიადი მის საგანძურად შეინახება. შეჭამს მას დაუნთებელი ცეცხლი, და ეწევა სიავე მისი კარვის ნატამალს.
27გააცხადებს ზეცა მის დანაშაულს და მიწა აღდგება მის წინააღმდეგ.
28და მისი სახლის დოვლათი და წაილეკება მისი რისხვის დღეს.
29ეს არის ხვედრი ურჯულო კაცისა და ხვედრი, ღვთის მიერ ნაბრძანები.“

Currently Selected:

იობ. 20: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy