YouVersion Logo
Search Icon

ეს. 9

9
ისრაელის ერთობლივი სასოება ყრმაზე
1რადგან აღარ არის ბნელი მისთვის, ვინც შევიწროებულია. როგორც წინა დროებამ დაამცირა ზებულუნის ქვეყანა და ნაფთალის ქვეყანა, ისე უკანასკნელმა განადიდა ზღვის გზა იორდანეს გაღმა, წარმართთა გალილეა.
2ბნელში მოარულმა ხალხმა იხილა დიდი ნათელი; სიკვდილის აჩრდილის ქვეყნის მცხოვრებლებზე გაბრწყინდა იგი.
3შენ გაამრავლე ერი, გაუძლიერე მას მხიარულება, ისინი მხიარულებდნენ შენს წინაშე, როგორც მხირულობენ მოსავლის აღებისას, როგორც ილხენენ ნადავლის გაყოფისას.
4რადგან უღელი მისი ტანჯვისა, არგანი მისი მხრებისა და შოლტი მისი მჩაგვრელისა შენ შემუსრე, როგორც მიდიანის დღეს.
5რადგან ყოველი ხმაურის გამომწვევი ფეხსაცმელი მეომრისა და სისხლში ამოსვრილი სამოსელი დასაწვავად იქნება გადაცემული, ცეცხლის შესაჭმელად.
6რადგან ვაჟი შეგვეძინა ჩვენ, ძე მოგვეცა; და იქნება მთავრობა მის მხრებზე; და უწოდებენ მას სახელად: საკვირველს, მრჩეველს, ძლიერ ღმერთს, საუკუნო მამას, მთავარს მშვიდობისა.
7რათა იზარდოს მთავრობამ და მშვიდობამ დაუსრულებლად, დავითის ტახტზე და მის სამეფოზე, რათა გაამყაროს და დააფუძნოს სამართლითა და სიმართლით ამიერიდან და უკუნისამდე. უფალ ცაბაოთის შური იქმს ამას.
რისხვა უფლისა
8სიტყვა გაგზავნა უფალმა იაკობთან და ისრაელში ჩავარდა!
9და გაიგებს მთელი ხალხი, ეფრემი და სამარიის მცხოვრები, სიამაყითა და დიდგულობით რომ ამბობენ:
10„აგურები დაცვივდა, მაგრამ გათლილი ქვით ავაშენებთ. ნეკერჩხალი აიჩეხა და კედრებით შევცვლით მათ“.
11და გააძლიერებს უფალი მის წინააღმდეგ და მის მტრებს წააქეზებს:
12არამელთ აღმოსავლეთიდან და ფილისტიმელთ დასავლეთიდან, და შეჭამენ ისინი ისრაელს სიხარბით, მაგრამ მაინც არ შებრუნდება მისი რისხვა, და მისი ხელი კვლავ მოღერებულია.
13ხალხი არ შებრუნდა მისი მცემელისაკენ, და უფალი ცაბაოთი არ მოიძია.
14წააცლის უფალი ერთ დღეს ისრაელს თავსა და კუდს, პალმის ფოთოლსა და ლელქაშს.
15უხუცესი და ღირსეული თავია და წინასწარმეტყველი, ცრუ მოძღვარი – კუდი.
16წინამძღოლნი ამ ხალხისა მაცთუნებელნი იქნებიან, და მათგან წაძღოლილნი დაიღუპებიან.
17ამის გამო მის ჭაბუკებზე არ გაიხარებს უფალი, და მის ობლებსა და მის ქვრივებს არ შეიწყალებს; რადგან ყველა პირფერი და ბოროტმოქმედია, და ყოველი ბაგე უწმაწურად მოლაპარაკეა; მაგრამ მაინც არ შებრუნდება მისი რისხვა, და მისი ხელი კვლავ მოღერებულია.
18რადგან ცეცხლივით გიზგიზებს ბიწიერება, ნარ-ეკალს, კვრინჩხსა და მჩხვლეტავ ბუჩქნარსა ჭამს იგი, და ცეცხლს უკიდებს უღრან ტყეს და ამოდის კვამლის სვეტები.
19უფალ ცაბაოთის წყრომისაგან დაბნელდა ქვეყანა და ხალხი ცეცხლის შესაჭმელად იქცა. ადამიანები არ დაინდობენ ერთმანეთს.
20და მოჭრის მარჯვნივ და მშიერი იქნება, შეჭამს მარცხნივ და ვერ გაძღება. ყოველი თავის მკლავის ხორცს შეჭამს –
21მენაშე ეფრემს და ეფრემი მენაშეს, ორივე ერთად – იუდას წინააღმდეგ. მაგრამ მაინც არ შებრუნდება მისი რისხვა და მისი ხელი კვლავ მოღერებულია.

Currently Selected:

ეს. 9: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy