YouVersion Logo
Search Icon

ეს. 61

61
მომავალი მესია
1უფალი ღმერთის სულია ჩემზე, რადგან მცხო უფალმა, რომ ვახარო შეჭირვებულთ, წარმომგზავნა მე გულგატეხილთა შესახვევად, რომ გამოვუცხადო ტყვეებს თავისუფლება და პატიმართ – ბორკილების ახსნა;
2გამოვაცხადო უფლის სასურველი წელი და ჩვენი ღმერთის შურისგების დღე, რათა ვანუგეშო ყველა მგლოვიარე.
3დავადგენ, რათა სიონის მგლოვიარეთ მიეცეს გვირგვინი ნაცრის ნაცვლად, მხიარულება – გლოვის ნაცვლად, ქება-დიდების სამოსელი – სასოწარკვეთის ნაცვლად. და უწოდებენ მათ მუხებს, უფლის დარგულთ, მის სადიდებლად.
4და ააშენებენ ისინი ძველთაძველ ნანგრევებს, წინანდელ ნაოხარს აღადგენენ. და განაახლებენ დანგრეულ ქალაქებს, ძველ თაობათა უკაცრიელ ადგილებს.
5დადგებიან უცხონი და დამწყემსავენ თქვენს ცხვარს. და იქნებიან თქვენი მიწათმოქმედნი და თქვენი მევენახენი.
6და უფლის მღვდლებად იწოდებით, ჩვენი ღვთის მსახურნი არიანო, ითქმება თქვენზე. ხალხების დოვლათს შეჭამთ და მათი დიდებით დაიტრაბახებთ.
7თქვენი სირცხვილის წილ ორმაგად მოგეზღვებათ, და ნაცვლად კდემისა ილხენენ წილზე, თავიანთ მიწაზე დაიმკვიდრებენ ორმაგ წილს, და საუკუნო სიხარული ექნებათ.
8რადგან მე, უფალს, მიყვარს სამართალი, მძაგს ყაჩაღობა სრულადდასაწველის მორთმევისას, მე მივცემ მათ საზღაურს ჭეშმარიტებით და საუკუნო აღთქმას დავუდებ.
9და ცნობილი იქნება ხალხებში მათი თესლი და მათი შვილთაშვილნი – ერთა შორის, ყველა მათი მნახველი გამოიცნობს მათ, რადგან უფლის ნაკურთხი თესლია ისინი.
10სიხარულით ვიხარებ უფალში, მოილხენს ჩემი სული ჩემს ღმერთში, რადგან მან ჩამაცვა მე ხსნის ტანსაცმელი, სიმართლის სამოსლით შემმოსა მე, როგორც ნეფე იდგამს ჯიღას და როგორც სასძლო ირთვება თავისი სამკაულებით.
11რადგან როგორც მიწა აღმოაცენებს მცენარეს და როგორც ბაღი ზრდის თავის ნათესს, ისე უფალი ღმერთი ამოზრდის სამართალს და ქება-დიდებას ყოველი ხალხის წინაშე.

Currently Selected:

ეს. 61: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy