YouVersion Logo
Search Icon

ებრ. 12

12
შევხედოთ იესოს
1ამიტომ ჩვენც, როცა ირგვლივ მოწმეთა ღრუბელი გვაქვს, ჩამოვიცილოთ ყოველგვარი ტვირთი და დამაბრკოლებელი ცოდვა, და მოთმინებით გავირბინოთ ჩვენს წინ მდებარე სარბიელი.
2შევხედოთ რწმენის მიზეზსა და სრულმყოფელს – იესოს, რომელმაც მისთვის შეთავაზებული სიხარულის ნაცვლად დაითმინა ჯვარი, უგულებელყო სირცხვილი და ღვთის ტახტის მარჯვნივ დაჯდა.
3იფიქრეთ იმაზე, ვინც მოითმინა ესოდენი სიძულვილი ცოდვილთაგან, რათა თქვენ არ გატეხილიყავით სულდაძაბუნებულნი.
უფლისაგან წვრთნას ნუ უგულებელყოფ
4ჯერ კიდევ სისხლამდე არ მდგარხართ ცოდვის წინააღმდეგ საბრძოლველად
5და დაივიწყეთ შეგონების სიტყვა, თქვენდამი მომართული, როგორც შვილებისადმი: „შვილო, უფლისგან წვრთნას ნუ უგულებელყოფ და მის მხილებებს ნუ წაუყრუებ,
6რადგან ვინც უყვარს, იმას წვრთნის უფალი; სცემს ყოველ შვილს, ვისაც ღებულობს“.
7თუ თქვენ ითმენთ წვრთნას, ღმერთი გექცევათ, როგორც შვილებს. ვინაიდან განა არის ისეთი შვილი, რომელსაც მამა არ წვრთნიდეს?
8ხოლო თუ დარჩებით წვრთნის გარეშე, რაც ყველასთვის საზიაროა, მაშინ თქვენ ნაბუშრები ყოფილხართ და არა შვილები.
9და კიდევ: თუ ჩვენი ხორციელი მამები გვწვრთნიდნენ და გვეშინოდა მათი, განა უფრო მეტად არ უნდა დავემორჩილოთ სულთა მამას, რათა ვიცოცხლოთ?
10ისინი გვწვრთნიდნენ თვითნებურად მცირე დღეებისათვის, ეს კი – ჩვენი სარგებლობისათვის, რათა წილი გვქონდეს მის სიწმიდეში.
11ყოველი წვრთნა ამჟამად სიხარულად კი არ გვეჩვენება, არამედ მწუხარებად. მაგრამ შემდგომ სიმართლის მშვიდობიან ნაყოფს აძლევს მას, ვინც მის მიერ განისწავლა.
12აბა, გამართეთ დაშვებული ხელები და მოკვეთილი მუხლები.
13მოასწორეთ გზები თქვენს ფერხთათვის, რათა კოჭლმა არ გადაუხვიოს, არამედ უფრო განიკურნოს.
14ეცადეთ იქონიოთ ყველასთან მშვიდობა და სიწმიდე, ურომლისოდაც ვერავინ იხილავს უფალს.
15გაფრთხილდით, რომ რომელიმე თქვენგანს არ მოაკლდეს ღვთის მადლი, რათა რომელიმე მწარე ფესვმა აღმოცენებისას ზიანი არ მოიტანოს და ამით ბევრი არ შეიბილწოს.
16რათა არ იყოს თქვენს შორის გარყვნილი ან უწმიდური, როგორც ესავი, რომელმაც ერთი შეჭამადისთვის უარი თქვა პირმშოობაზე.
17თქვენ ხომ იცით, რომ ამის შემდეგ იგი უკუგდებული იყო, როცა მოისურვა, მემკვიდრეობით მიეღო კურთხევა. ვერ მონახა მონანიების ადგილი, თუმცა ცრემლებით კი ითხოვდა ამას.
18თქვენ არ მიახლოვებულხართ მთას, ხელშესახებსა და ცეცხლით აღგზნებულს, არც ბნელსა და წყვდიადს ან ქარიშხალს,
19არც საყვირის ხმას და არც სიტყვათა ხმას, რომლის გამგონენიც ითხოვდნენ, რომ მათთვის აღარ გაგრძელებულიყო სიტყვა,
20ვინაიდან აღარ შეეძლოთ იმ ნაბრძანების ატანა: „ცხოველიც რომ შეეხოს მთას, ჩაიქოლოს.“
21იმდენად საშინელი იყო ეს სანახაობა, რომ მოსემაც თქვა: „შეძრწუნებული ვარ და ვკანკალებ“.
22მაგრამ თქვენ მიეახლეთ სიონის მთას და ცოცხალი ღვთის ქალაქს – ზეციურ იერუსალიმს – და აურაცხელ ანგელოზებს,
23კრებულს და პირმშოთა ეკლესიას, ცაში რომ არიან ჩაწერილნი, და ყველას განმკითხველ ღმერთს და განსრულებულ მართალთა სულებს,
24და ახალი აღთქმის შუამდგომელ იესოს და საპკურებელ სისხლს, რომელიც აბელის სისხლზე უკეთ მეტყველებს.
25ფრთხილად! ნუ უარყოფ მოლაპარაკეს, რადგან, თუკი ისინი ვერ გადარჩნენ, რომელთაც უარყვეს ქვეყნად მაუწყებელი, მით უფრო ჩვენ, თუ ზურგს ვაქცევთ ზეციდან მაუწყებელს,
26რომლის ხმამ მაშინ შეძრა მიწა და რომელმაც ახლა მოგვცა ასეთი აღთქმა: „კიდევ ერთხელ შევძრავ არა მარტო მიწას, არამედ ცასაც“.
27ეს „კიდევ ერთხელ“ ნიშნავს შეძრულთა შეცვლას, როგორც შექმნილისას, რათა დარჩეს, რაც შეუძრავია.
28ამიტომ ჩვენ, შეუძრავ სასუფეველს რომ ვღებულობთ, ვიქონიოთ მადლი, რომლითაც სათნოდ ვემსახურებით ღმერთს, მოწიწებითა და მოშიშებით.
29რადგან ჩვენი ღმერთი შემჭმელი ცეცხლია.

Currently Selected:

ებრ. 12: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy