Bible App logo
Search Icon

აბაკ. 1

1
ლოცვა აბაკუმისა
1განაჩენი, რომელიც იხილა აბაკუმ წინასწარმეტყველმა:
2როდემდის უნდა ვითხოვდე შველას, უფალო, და არ ისმენდე? შემოგჩიოდე ძალადობის გამო და არ მშველოდე?
3რისთვის მაყურებინებ სიცრუეს და მახილვინებ სიავეს? ძარცვა-გლეჯა და ძალადობაა ჩემს წინაშე, მტრობა და შუღლია ჩამოვარდნილი.
4ამიტომაც გაცუდდა რჯული და აღარ ჭრის სამართალი. რადგან უსამართლო ჯაბნის მართალს, ამიტომაც გამოდის უკუღმართი მსჯავრი.
უფლის ხმა გაფანტულობაში მყოფი ხალხისადმი
5„შეხედეთ ხალხებს, დააკვირდით და განცვიფრდით, რადგან ისეთ რამეს მოვიმოქმედებ თქვენს დროში, ამბად გაგონილსაც არ დაიჯერებდით.
6რადგან, აჰა, აღვძრავ ქალდეველებს, – ხალხს სასტიკსა და ფიცხელს, და მოივლიან მთელს დედამიწას, რომ დაეპატრონონ საცხოვრებლებს,
7საშიშია და შემზარავი, მისგან გამოდის მსჯავრი და სასჯელი.
8ჯიქზე უსწრაფესია მისი ცხენები, ბინდის მგლებივით მზერამახვილნი. დაჯირითობენ მისი მხედრები, მოგრიალდებიან მხედრები შორიდან, მოფრინდებიან მსხვერპლს დაღირებული არწივებივით.
9ერთიანად მოდის დასარბევად, აღმოსავლეთისკენ პირმიქცეული, და ქვიშასავით მიხვეტავს ტყვეებს.
10ამასხრებს მეფეებს და მთავრებს სასაცილოდ იგდებს. დასცინის ყოველ ციხე-სიმაგრეს, მიწაყრილებს ახვავებს მათ ასაღებად.
11მაშინ მოიცემს გულს, საზღვარს გადავა და შესცოდავს. მისი ძალა მის ღმერთშია!“
წინასწარმეტყველი აქებს უფალს
12განა უკუნისიდან არა ხარ, უფალო, ჩემო ღმერთო, ჩემო წმიდავ? არ დავიხოცებით! უფალო, სამსჯავროდა გყავს დადგენილი იგი! საფარველო, სამხილებლად გყავს განწესებული!
13სუფთაა სახედველნი ბოროტების საყურებლად და არ ძალგიძს სიავის ჭვრეტა. რატომ უცქერ მუხანათებს და დუმხარ, როცა უკეთური ყლაპავს მართალს?
14ზღვის თევზებივით გაგიხდია ადამიანები, უპატრონო ქვეწარმავლებივით.
15ყველანი ანკესით ჰყავს ამოყვანილი, თავისი სათხევლით ამოთრეული და თავის ბადეში გამომწყვდეული. ამიტომ ხარობს და ზეიმობს.
16ამიტომ სწირავს მსხვერპლს თავის სათხეველს და უკმევს თავის ბადეს, რადგან მათგან აქვს მსუყე კერძი და ნოყიერი საჭმელი.
17ნუთუ ამისთვის უნდა ისროდეს თავის სათხეველს და უწყალოდ ხოცავდეს ხალხებს გამუდმებით?

Currently Selected:

აბაკ. 1: GEO02

Highlight

Copy

Compare

Share

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

Video for აბაკ. 1