გამ. 38
38
სამსხვერპლო სრულადდასაწველისათვის
1და გააკეთა სამსხვერპლო სრულადდასაწველისა აკაციის ხეთაგან: ხუთი წყრთა სიგრძე და ხუთი წყრთა სიგანე, ოთხკუთხედი; და სამი წყრთა სიმაღლე;
2და გაუკეთა რქები მას ოთხ კუთხეზე, მისგანვე იყო მისი რქები და მოჭედა იგი სპილენძით.
3და გააკეთა ყოველი ჭურჭელი სამსხვერპლოსი: ქოთნები და აქანდაზები, და სასხურებლები, ჩანგლები და საცეცხლურები. ყველა მისი ჭურჭელი სპილენძისაგან გააკეთა.
4და გააკეთა სამსხვერპლოსათვის ცხაური, ბადისებრი ნახელავი, სპილენძისაგან, მის კიდეზე, ქვემოდან მის ნახევრამდე.
5და ჩამოასხა ოთხი რგოლი სპილენძის ცხაურის ოთხი კუთხისათვის კეტების გასაყრელად.
6და გააკეთა კეტები აკაციის ხეთაგან და მოჭედა ისინი სპილენძით.
7და გაუყარა კეტები რგოლებში სამსხვერპლოს ფერდებზე, რათა ეტარებინათ იგი მათი მეშვეობით. ღრუ გააკეთა იგი ფიცრებისგან.
8და გააკეთა საბანელი სპილენძისა და მისი კვარცხლბეკიც სპილენძისა ქალების სარკეებით, რომლებიც მსახურებას ეწეოდნენ საკრებულო კარვის შესასვლელთან.
9და გააკეთა ეზო ნეგების, სამხრეთის, მიმართულებით. ეზოს ფარდა გრეხილი ბისონისაგან იყო, ასი წყრთა,
10მათი ოცი სვეტი და მათი სპილენძის ოცი კვარცხლბეკი; დუგმები სვეტებისა და მათი სალტეები – ვერცხლისა.
11და ჩრდილოეთის მხრიდან [ფარდები] – ასი წყრთა. მათთვის გაკეთდა ოცი სვეტი და მათი ოცი კვარცხლბეკი სპილენძისა. დუგმები სვეტებისა და მათი სალტეები ვერცხლისა.
12და დასავლეთის მხრიდან – ფარდები ორმოცდაათი წყრთა. მათთვის ათი სვეტი და ათი კვარცხლბეკი. სვეტთა დუგმები და მათი სალტეები ვერცხლისა.
13და წინა მხრიდან აღმოსავლეთისაკენ – [ფარდები] ორმოცდაათი წყრთა.
14ფარდები თხუთმეტი წყრთისა ეზოს ერთი მხრისათვის. მათთვის სამი სვეტი და სამი კვარცხლბეკი.
15და მეორე მხრისათვის ეზოს კარიბჭის აქეთ-იქიდან თხუთმეტი წყრთა ფარდა. სამი სვეტი და სამი კვარცხლბეკი.
16ეზოს ირგვლივ ყველა ფარდა გრეხილი ბისონისა იყო.
17სვეტების კვარცხლბეკები სპილენძისა იყო, სვეტების დუგმები და მათი რკალები – ვერცხლისა, და მათი თხემთა ჭედურობაც ვერცხლისა. და ვერცხლის სალტეებით იყო შეერთებული ეზოს ყოველი სვეტი.
18და ეზოს კარიბჭის ფარდა იყო მქარგავის ნაკეთობა, ცისფერი, ძოწეული, ჭიაფერი და გრეხილი ბისონისაგან. ოცი წყრთა სიგრძით, ხუთი წყრთა სიმაღლით მთელ მანძილზე, ეზოს ფარდების მსგავსად.
19მათი ოთხი სვეტი და მათი ოთხი კვარცხლბეკი სპილენძისა იყო. და მათი დუგმები – ვერცხლისა და მათ თხემთა ჭედურობაც და რკალებიც – ვერცხლისა.
20და ყოველი პალო კარვისა და ეზოს ირგვლივ სპილენძისა იყო.
21ეს არის აღრიცხვა სავანისა, მოწმობის სავანისა, რომელიც დაანგარიშებულ იქნა მოსეს ბრძანებით, ლევიანთა შრომით, ითამარ მღვდლის – აარონის ძის, ზედამხედველობით.
22და ბეცალელმა, ძემ ურისა, ძისა ხურისა, იუდას ტომიდან, გააკეთა ყოველივე, რაც უბრძანა უფალმა მოსეს.
23და მასთან იყო აჰოლიაბიც, ძე ახისამაქისა, დანის ტომიდან, მეჩუქურთმე და ოსტატი მქსოველი და მქარგავი ცისფერ, ძოწეულ, ჭიაფერსა და ბისონზე.
24მთელი ოქრო, რაც დაიხარჯა საწმიდრის ყოველ საქმეზე, იყო ოქრო შემოწირული: ოცდაცხრა ტალანტი და შვიდას ოცდაათი შეკელი, საწმიდრის შეკელით.
25ხოლო თემის აღრიცხულ პირთაგან ვერცხლი – ასი ტალანტი და ათას შვიდას სამოცდათხუთმეტი შეკელი – საწმიდრის შეკელით.
26სულზე თითო ბეკაყი, ანუ ნახევარი შეკელი, საწმიდრის შეკელით, ყველასგან, ვინც გაიარა აღრიცხვა, ოცი წლიდან და ზევით, სულ ექვსას სამი ათას ხუთას ორმოცდაათი.
27და იყო ასი ტალანტი ვერცხლი საწმიდრის კვარცხლბეკთა ჩამოსასხმელად და ფარდის კვარცხლბეკთათვის. ასი კვარცხლბეკი ასი ტალანტიდან, თითო ტალანტი კვარცხლბეკისათვის.
28და ათას შვიდას სამოცდათხუთმეტი შეკელიდან მან გააკეთა დუგმები სვეტებისათვის და მოავარაყა მათი თხემები და შეაერთა ისინი სალტეებით.
29და სპილენძი შერხევის შესაწირავისა – სამოცდაათი ტალანტი და ორი ათას ოთხასი შეკელი.
30და გააკეთა მისგან საკრებულო კარვის შესასვლელის კვარცხლბეკები და სპილენძის სამსხვერპლო, და სპილენძის ცხაური მისთვის, და ყოველი ჭურჭელი სამსხვერპლოსი.
31და კვარცხლბეკები ეზოს ირგვლივ, და კვარცხლბეკები ეზოს კარიბჭისათვის, და ყოველი პალო სავანისა და ყოველი პალო ეზოს ირგვლივ.
Currently Selected:
გამ. 38: GEO02
Highlight
Copy
Compare
Share
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002

: