ეკლ. 4
4
ცხოვრება სასტიკი და უსამართლოა
1და კიდევ მე ვიხილე ყოველი ჩაგვრა, რომელიც ხდება მზის ქვეშ. ვნახე ცრემლნი ჩაგრულთა და ნუგეშისმცემელი არ ჰყავდათ მათ. და ძალა მათ მჩაგვრელთა ხელთ იყო, მათ კი არ ჰყავდათ ნუგეშისმცემელი.
2და მშურდა მე მკვდართა, რომელნიც უკვე დაიხოცნენ, ცოცხლებზე მეტად, რომელნიც აქამდე ცოცხლობდნენ.
3და მათზე, ორივეზე ბედნიერია ის, რომელიც ჯერ არ ყოფილა, რომელსაც არ უნახავს ეს ავი საქმენი, მზის ქვეშ რომ ხდება.
4და ვიხილე მე, რომ ყოველგვარი შრომა და ყოველგვარი წარმატება საქმეში კაცის ქიშპობაა მისი მოყვასის მიმართ. ესეც ამაოება და ქარის დევნაა.
5ბრიყვს დაკრეფილი აქვს ხელები და ჭამს თავის ხორცს.
6სჯობს სიმშვიდით სავსე ერთი მუჭა ტანჯვით სავსე პეშვებს და ქარის დევნას.
7და კვლავ ვიხილე მე ამაოება მზის ქვეშ.
8იყო მარტოხელა კაცი: არც ძე, ჰყავდა, არც ძმა, ბოლო კი არა ჰქონდა მთელ მის შრომას, არც მისი თვალები გამძღარა სიმდიდრით. „და ვისთვის ვშრომობ მე და ვაკლებ ჩემს სულს სიკეთეს?“ ესეც ამაოება და ავი საქმეა!
9ორნი სჯობიან ერთს, რადგან კარგი გასამრჯელო აქვთ თავიანთ შრომაში.
10რადგან თუ დაეცემიან, ერთი წამოაყენებს თავის მეგობარს, ხოლო მარტოხელა რომ დაეცეს, მეორე არაა, რომ წამოაყენოს იგი.
11დაწვებიან ორნი და თბილად იქნებიან. ერთი კი როგორ გათბება?
12და ერთს თუ დაამარცხებს ვინმე, ორნი დადგებიან მის წინააღმდეგ. სამმაგი ძაფი მალე არ გაწყდება.
13სჯობს საწყალი და ბრძენი ბავშვი მოხუც და ბრიყვ მეფეს, რომელსაც აღარ ესმის გაფრთხილება.
14რადგან ის საპატიმროდან გამოვა გასამეფებლად, თავის სამეფოში ღატაკადაც რომ დაიბადოს.
15ვიხილე, რომ ყოველი მცხოვრები დადის მზის ქვეშ ამ მეორე ყრმასთან, რომელიც მის ნაცვლად დადგება.
16ბოლო არა აქვს მთელ იმ ხალხს, რომელიც მის წინ იყო, მაგრამ არც შემდგომნი გაიხარებენ მისით, რადგან ესეც ამაოება და ქარის დევნაა.
Currently Selected:
ეკლ. 4: GEO02
Highlight
Share
Copy

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002