YouVersion Logo
Search Icon

საქმე. 3

3
განკურნება ტაძრის კართან
1პეტრე და იოანე ადიოდნენ ტაძარში ლოცვის მეცხრე საათზე.
2იყო კაცი ვინმე, დედის მუცლიდანვე საპყარი. ყოველდღე მოჰყავდათ იგი და სვამდნენ ტაძრის კართან, რომელსაც მშვენიერი ეწოდებოდა, რათა ტაძარში შემომსვლელთაგან მოწყალება ეთხოვა.
3როცა დაინახა ტაძარში შემავალი პეტრე, და იოანე, სთხოვა მათ მოწყალება.
4პეტრე იოანესთან ერთად დააკვირდა მას და უთხრა: „შემოგვხედე ჩვენ.“
5იგი დაჟინებით უყურებდა მათ იმ იმედით, რომ რაიმეს გამორჩებოდა.
6უთხრა პეტრემ: „ვერცხლი და ოქრო არა მაქვს, ხოლო რაც მაქვს, იმას გაძლევ: იესო ქრისტე ნაზარეველის სახელით, გაიარე!“
7მარჯვენაზე მოჰკიდა ხელი და წამოაყენა, და მას უცბად გაუმაგრდა ფეხები და კოჭები.
8წამოხტა, დადგა და სიარული დაიწყო, მათთან ერთად შევიდა ტაძარში. დადიოდა, ხტოდა და აქებდა ღმერთს.
9და ხედავდა მთელი ხალხი მას, მოარულსა და ღვთის მაქებარს.
10იცნეს იგი, რომ ეს იყო ტაძრის მშვენიერ კარიბჭესთან მოწყალების სათხოვრად მჯდომი. ისინი შიშით აღვსილნი და გაოგნებულნი იყვნენ იმის გამო, რაც მას შეემთხვა.
11და რაკი იგი ჩაბღაუჭებული იყო პეტრესა და იოანეს, მთელი ხალხი განცვიფრებული მიაწყდა მათ სოლომონის სტოაში, როგორც იწოდება.
პეტრე მოუწოდებს ხალხს მონანიებისკენ
12დაინახა პეტრემ და უპასუხა ხალხს: „კაცნო ისრაელიანნო, რად გიკვირთ ეს? ანდა რატომ გვიყურებთ ასე? განა ჩვენი საკუთარი ძალით და სიწმიდით დავაწყებინეთ მას სიარული?
13აბრაამის, ისაკისა და იაკობის ღმერთმა, ჩვენი მამების ღმერთმა, განადიდა თავისი მსახური იესო, რომელიც თქვენ გაეცით და უარყავით პილატეს წინაშე, როცა იგი აპირებდა მის გათავისუფლებას.
14თქვენ უარყავით წმიდა და მართალი და მოითხოვეთ, რომ კაცისმკვლელი ეჩუქებინა თქვენთვის.
15სიცოცხლის წინამძღვარი მოჰკალით, რომელიც ღმერთმა აღადგინა მკვდრეთით, რისი მოწმენიც ჩვენ ვართ.
16მისი სახელის რწმენით, მისმა სახელმა გაამაგრა ეს კაცი, რომელსაც თქვენ ხედავთ და იცნობთ, და მისმა რწმენამ მისცა მას ეს სიმრთელე ყოველი თქვენგანის თვალწინ.
17ახლა ვიცი, ძმებო, რომ თქვენ, როგორც თქვენმა მთავრებმა, უმეცრებით ჩაიდინეთ ეს.
18ხოლო ღმერთმა, როგორც წინდაწინ გვამცნო ყველა თავისი წინასწარმეტყველის პირით, რომ ქრისტე უნდა წამებულიყო, ასევე აღასრულა კიდეც.
19აბა, მოინანიეთ და მოიქეცით, რომ აღიხოცოს თქვენი ცოდვები.
20რათა დადგეს განახლების დღეები უფლის პირისაგან და მოგივლინოთ მან თქვენთვის წინასწარ განწესებული ქრისტე იესო,
21რომელიც ზეცამ უნდა მიიღოს, ვიდრე ყველაფერი აღდგებოდეს, რასაც ღმერთი დასაბამიდან ამბობდა თავის წმიდა წინასწარმეტყველთა პირით.
22ვინაიდან მოსემ თქვა: ‘წინასწარმეტყველს, როგორიც მე ვარ, აღგიდგენთ თქვენი უფალი ღმერთი თქვენს ძმათაგან. გაუგონეთ მას ყველაფერი, რასაც გეტყვით.
23და მოხდება, რომ ყოველი სული, ვინც არ გაუგონებს იმ წინასწარმეტყველს, მოიკვეთება ხალხიდან.’
24ყველა წინასწარმეტყველნი, სამუელიდან და მას აქეთ, რამდენს ლაპარაკობდნენ და ასევე წინასწარ იუწყებოდნენ ამ დღეებზე.
25თქვენ ხართ ძენი წინასწარმეტყველთა და იმ აღთქმისა, რომელიც აღუთქვა ღმერთმა თქვენს მამებს, როცა უთხრა აბრაამს: ‘შენს თესლში იკურთხება მიწის ყოველი ტომი!’
26ღმერთმა, აღადგინა რა თავისი მსახური, პირველად თქვენ მოგივლინათ თქვენს საკურთხებლად, რათა მოგაქციოთ ყოველი თქვენი ბოროტი საქმიდან.“

Currently Selected:

საქმე. 3: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy