YouVersion Logo
Search Icon

2თეს. 3

3
თხოვნა ლოცვაზე
1აბა, ძმებო, ილოცეთ ჩვენთვის, რათა უფლის სიტყვა გავრცელდეს და განდიდდეს, როგორც თქვენს შორის არის,
2რათა განვერიდოთ უწესო და ბოროტ ადამიანებს, ვინაიდან ყველაში როდია რწმენა.
3მაგრამ სარწმუნოა უფალი, რომელიც განგამტკიცებთ თქვენ და დაგიცავთ ბოროტისაგან.
4ჩვენ კი გვჯერა თქვენს გამო უფალში, რომ ასრულებთ და კვლავაც შეასრულებთ, რასაც გამცნებთ.
5უფალმა წარმართოს თქვენი გულები ღვთის სიყვარულში და ქრისტეს მოთმინებაში.
მოერიდონ უწესოებს
6ჩვენ კი გამცნებთ, ძმებო, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით, რომ ჩამოშორდეთ ყოველ ძმას, რომელიც უწესოდ იქცევა და არა იმ გადმოცემისამებრ, ჩვენგან რომ მიიღეთ.
7რადგან თქვენ თვითონ იცით, როგორ უნდა გვბაძავდეთ ჩვენ, ვინაიდან უწესონი არ ვყოფილვართ თქვენს შორის.
8მუქთად არავისი პური გვიჭამია, არამედ დღედაღამ შრომა-გარჯაში ვიყავით, რომ რომელიმე თქვენგანს ტვირთად არ დავწოლოდით.
9არა იმიტომ, რომ ძალაუფლება არ გაგვაჩნია, არამედ რათა ჩვენი თავი მისაბაძ მაგალითად მოგვეცა.
10ვინაიდან, როცა თქვენთან ვიმყოფებოდით, ამას გამცნებდით: „ვისაც შრომა არ სურს, ის ნუღარც ჭამს,“
11რადგან გვესმის, რომ ზოგიერთი თქვენს შორის უწესოდ იქცევა, არაფერს აკეთებს, არამედ ფუჭად ფაციფუცობს.
12ასეთებს ვამცნებთ და შევაგონებთ ჩვენს უფალ იესო ქრისტეში, რათა მათ მშვიდი შრომით ჭამონ თავიანთი პური.
არ შეწყვიტოთ კეთილის კეთება
13თქვენ კი, ძმებო, ნუ მოიწყენთ კეთილი საქმეების კეთებას.
14ხოლო თუ ვინმე არ შეისმენს ჩვენს სიტყვას ამ წერილით, შენიშნული გყავდეთ იგი და ნუ გექნებათ მასთან ურთიერთობა, რათა შერცხვეს.
15ოღონდ მტრად ნუ მიიჩნევთ, არამედ ძმასავით დაარიგეთ.
16თავად მშვიდობის უფალმა მოგცეთ თქვენ მშვიდობა ყოველთვის და ყველგან. უფალი იყოს ყველა თქვენგანთან.
17მოკითხვა ჩემი, პავლეს, ხელით, რაც ნიშანია ყოველ ჩემს წერილში. მე ასე ვწერ.
18ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი იყოს ყველასთან თქვენთან. ამინ.

Currently Selected:

2თეს. 3: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy