YouVersion Logo
Search Icon

4მეფ. 3

3
იორამის გამეფება ისრაელზე
1და იორამ ახაბის ძე გამეფდა ისრაელზე სამარიაში იუდას მეფის, იოშაფატის, მეთვრამეტე წელს და იმეფა თორმეტი წელი.
2ბოროტს სჩადიოდა უფლის თვალში, ოღონდ არა მამამისივით და დედამისივით. მან გადააგდო ბაყალის სვეტი, მამამისმა რომ აღმართა.
3მაგრამ მიწებებული იყო და არ განრიდებია ცოდვებს იერობყამისა, ნაბატის ძისა, რომელმაც აცთუნა ისრაელი.
4და მეშაყი, მოაბის მეფე, ცხვრის პატრონი იყო და უგზავნიდა ისრაელის მეფეს ასი ათას ცხვარს და ასი ათას გაუპარსავ კრავს.
5მხოლოდ ახაბის სიკვდილის შემდეგ განუდგა მოაბის მეფე ისრაელის მეფეს.
6და გამოვიდა მეფე იორამი იმხანად სამარიიდან და აღრიცხა მთელი ისრაელი.
7და წავიდა და შეუთვალა იოშაფატს, იუდას მეფეს: „განმიდგა მოაბის მეფე. ხომ არ წამოხვალ ჩემთან ერთად მოაბის წინააღმდეგ?“ და თქვა: „წამოვალ. რამ გაგვყო მე და შენ, რამ გაყო ჩემი ხალხი და შენი ხალხი, ჩემი ცხენები და შენი ცხენები?“
8და თქვა: „რომელი გზით წავიდეთ?“ და თქვა: „ედომის უდაბნოს გზით.“
9და წავიდნენ ისრაელის მეფე, იუდას მეფე და ედომის მეფე. და იტრიალეს შვიდი დღე და ვერ ნახეს წყალი ლაშქრისთვის და პირუტყვისთვის, უკან რომ მოჰყვებოდათ.
10და თქვა ისრაელის მეფემ: „აჰა, შეჰყარა უფალმა ეს სამი მეფე, მოაბს რომ ჩაუგდოს ხელში.“
11და თქვა იოშაფატმა: „ხომ არ არის აქ სადმე უფლის წინასწარმეტყველი, რომ უფლისთვის ვაკითხვინოთ?“ და მიუგო ისრაელის მეფის ერთ-ერთმა მსახურმა და თქვა: „არის აქ ელისე შაფატის ძე, რომელიც ელიას უსხამდა წყალს ხელის დასაბანად.“
12და თქვა იოშაფატმა: „უფლის სიტყვაა მასთან.“ და ჩააკითხეს მას ისრაელის მეფემ, და იოშაფატმა და ედომის მეფემ.
13და უთხრა ელისემ ისრაელის მეფეს: „რა გინდა ჩემგან? წადი მამაშენის წინასწარმეტყველებთან და დედაშენის წინასწარმეტყველებთან.“ და თქვა ისრაელის მეფემ: „არა, იმისთვის შეყარა უფალმა ეს სამი მეფე, რომ მოაბს ჩაუგდოს ხელში.“
14და თქვა ელისემ: „ცაბაოთ უფალს გეფიცები, რომლის წინაშეც მე ვდგავარ, რომ ზედაც არ შეგხედავდი, პატივს რომ არ ვცემდე იოშაფატს, იუდას მეფეს.
15ახლა, მომიყვანეთ მეჩანგე.“ და როცა უკრავდა მეჩანგე, უფლის ხელი იყო ელისეზე.
ელისე წინასწარმეტყველებს გამარჯვებას
16და თქვა: „ასე ამბობს უფალი: ‘თხრილები დათხარეთ ამ ხევში.’
17რადგან ასე ამბობს უფალი: ‘ვერ დაინახავთ ქარს და ვერ დაინახავთ წვიმას, მაგრამ წყლით აივსება ეს ხევი, თქვენც სვით, თქვენმა ჯოგმაც და თქვენმა პირუტყვმაც.
18ამას არ აკმარებს უფალი: მოაბსაც ჩაგაგდებინებთ ხელში.
19და შემუსრავთ ყველა გამაგრებულ ქალაქს, ყველა რჩეულ ქალაქს, და ყველა საუკეთესო ხეს აჩეხავთ, ყველა წყაროსთვალს ამოყორავთ, და საუკეთესო ყანებს ქვით აავსებთ.’“
20და იყო დილით, პურეულის ძღვენის მიტანისას, წამოვიდა წყალი ედომის გზაზე და წყლით აივსო მიწა.
21და გაიგო მთელმა მოაბმა, რომ დაიძრნენ მეფეები მათთან საომრად. და ყველამ თავი მოიყარა, სარტყლის მატარებელმა და უხნესებმაც, და დადგნენ საზღვართან.
22და გაიღვიძეს დილაადრიან და, როცა მზე წყალზე გაბრწყინდა, მოაბელებს შორიდან წყალი სისხლივით წითელი მოეჩვენათ.
23და თქვეს: „ეს სისხლია, დატაკებიან მეფეები და ერთმანეთი დაუხოცავთ. აბა, შენია ნადავლი, მოაბო!“
24და მიადგნენ ისრაელის ბანაკს. და შეუტია ისრაელმა და დასცხო მოაბს და უკუაქცია. და მიეწივნენ და დახოცეს მოაბელები.
25ქალაქები დაანგრიეს. საუკეთესო ყანებში თითოეულმა თითო ქვა ისროლა და ქვით აავსეს. და ყველა წყაროსთვალი ამოყორეს, ყველა საუკეთესო ხე აჩეხეს. ქვა ქვაზე არ დაუტოვებიათ კირ-ხარასეთში, შემოადგნენ მეშურდულენი და დააქციეს.
26და დაინახა მოაბის მეფემ, რომ იძლია ბრძოლაში, და გაიყოლა შვიდასი კაცი, მახვილის ამომწვდელი, და შეეცადა, ედომის მეფისკენ გაეღწია, მაგრამ ვერ შეძლეს.
27და მოჰკიდა ხელი თავის პირმშოს, მის ნაცვლად რომ უნდა გამეფებულიყო, და სრულადდასაწველად შესწირა გალავანზე. და იყო დიდი გულისწყრომა ისრაელზე, და მოსცილდნენ მოაბს და თავის ქვეყანაში დაბრუნდნენ.

Currently Selected:

4მეფ. 3: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy