YouVersion Logo
Search Icon

2კორ. 4

4
პავლეს გულწრფელი ხარება
1ამიტომ, რაკი ასეთი მსახურება გვაქვს, როგორიც გვეწყალობა, არ ვცხრებით,
2არამედ უარვყავით სასირცხვილოს დაფარვა და არა ცბიერი ქცევით და ღვთის სიტყვის დამახინჯებით, არამედ ჭეშმარიტების გამოჩენით წარვადგენთ ჩვენს თავს ყველა ადამიანის სინდისის მიმართ ღვთის წინაშე.
3და თუ ჩვენი სახარება დაფარულია, დაღუპულთათვის არის დაფარული,
4ურწმუნოთათვის, ვისაც ამ საუკუნის ღმერთმა დაუბრმავა გონება, რათა მათთვის არ ებრწყინა სახარებისეულ ნათელს ქრისტეს დიდებისა, რომელიც უხილავი ღვთის ხატია.
5ვინაიდან ჩვენს თავს კი არ ვქადაგებთ, არამედ ქრისტე იესოს, უფალს. ხოლო ჩვენ თქვენი მონები ვართ იესოსთვის.
6ვინაიდან ღმერთმა, რომელმაც ბრძანა, რომ ნათელი ბნელიდან გამობრწყინებულიყო, მანვე გაანათა ჩვენს გულებში, რათა გაგვინათოს ღვთის დიდების ცოდნით იესო ქრისტეს სახეში.
საუნჯე თიხის ჭურჭლებში
7მაგრამ ეს განძი ჩვენ გვაქვს თიხის ჭურჭლებში, რათა გადამეტებული ძლიერება ღვთისგან იყოს და არა ჩვენგან.
8ყველაფერში შევიწროებულნი ვართ, მაგრამ არა ვართ დათრგუნულნი. შეწუხებულნი ვართ, მაგრამ არა სასოწარკვეთილნი.
9დევნილნი ვართ, მაგრამ არა მიტოვებულნი. გადაყრილნი ვართ, მაგრამ არა დაღუპულნი.
10და მუდამ სხეულში ვატარებთ უფალ იესოს სიკვდილს, რათა იესოს სიცოცხლეც ჩვენს სხეულში გამოჩნდეს.
11ვინაიდან ჩვენ, ცოცხლები, მუდამ ვეძლევით სიკვდილს იესოსათვის, რათა იესოს სიცოცხლეც ჩვენს მოკვდავ ხორცში გამოჩნდეს.
12ამიტომ ჩვენში სიკვდილი მოქმედებს, ხოლო თქვენში – სიცოცხლე.
13და რაკი რწმენის იგივე სული გვაქვს, როგორც სწერია: „მწამდა და ამიტომ ვლაპარაკობდი,“ ჩვენც გვწამს და ამიტომ ვლაპარაკობთ.
14რაკი ვიცით, რომ, ვინც აღადგინა უფალი იესო, ჩვენც აღგვადგენს იესოსთან ერთად და წარგვადგენს თქვენთან ერთად.
15ვინაიდან ყოველივე თქვენთვის არის, რათა მრავლის მიერ მადლის გამრავლებით გავრცელდეს მადლიერება ღვთის სადიდებლად.
ვუყურებთ არა ხილულს
16ამიტომ არ ვცხრებით, მაგრამ თუ გარეგანი კაცი იხრწნება, ჩვენი შინაგანი მაინც განახლდება დღითი დღე.
17ვინაიდან ჩვენი მსუბუქი და ხანმოკლე ტანჯვა დიდ და მომეტებულ საუკუნო დიდებას ქმნის ჩვენთვის,
18როცა ვუყურებთ არა ხილულს, არამედ უხილავს, ვინაიდან ხილული დროებითია, ხოლო უხილავი – საუკუნო.

Currently Selected:

2კორ. 4: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy