YouVersion Logo
Search Icon

2კორ. 2

2
პავლეს ნაღვლიანი წერილი
1მაგრამ ჩემთვის ასე გადავწყვიტე, აღარ მოვიდე თქვენთან დასამწუხრებლად.
2ვინაიდან თუ მე გამწუხრებთ, მაშ ვინღა გამახარებს, თუ არა ის, ვინც დამწუხრებულია ჩემგან.
3სწორედ ეს მოგწერეთ თქვენ, რათა ჩემი მოსვლისას არ მქონდეს წუხილი მათგან, ვისითაც უნდა გამეხარა. ხოლო ყველა თქვენგანში დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი სიხარული ყველა თქვენგანის სიხარულიცაა.
4ვინაიდან დიდი გულისტკივილითა და ნაღველით გწერდით და უამრავი ცრემლით, და არა იმიტომ, რომ დამემწუხრებინეთ, არამედ გეგრძნოთ ის უზომო სიყვარული, რომელიც თქვენდამი მაქვს.
მონანულს აღმოეჩინოს წყალობა
5და თუ ვინმემ დამამწუხრა, მე კი არ დამამწუხრა, არამედ, რამდენადმე გადაჭარბებულად რომ არ ვთქვა, თქვენ ყველანი.
6ასეთისათვის საკმარისია ეს სასჯელი მრავალთაგან.
7ასე რომ, პირიქით, აპატიეთ და ნუგეში ეცით, რათა მეტისმეტმა ნაღველმა არ შთანთქას იგი.
8ამიტომ შეგაგონებთ, სიყვარული გამოიჩინოთ მის მიმართ.
9ვინაიდან იმისთვისაც დავწერე, რომ გამომეცადეთ, ყველაფერში მორჩილნი ხართ თუ არა.
10და ვისაც თქვენ აპატიებთ რამეს, მეც, ვინაიდან მე თუ ვინმეს რაიმე ვაპატიე, თქვენი გულისათვის ვაპატიე ქრისტეს სახის წინაშე.
11რათა ზიანი არ მოგვაყენოს სატანამ, ვინაიდან ჩვენთვის უცნობი არ არის მისი ზრახვები.
პავლეს სიხარული
სახარების გავრცელების გამო
12ხოლო მე, როცა ტროადაში მოვედი ქრისტეს სახარების გულისათვის, კარი ღია იყო ჩემთვის უფალში,
13მაგრამ არ მქონდა სულის სიმშვიდე, რადგან ვერ ვპოვე იქ ჩემი ძმა ტიტე. გამოვემშვიდობე მათ და გავემართე მაკედონიისაკენ.
14მაგრამ მადლობა ღმერთს, რომელიც ყოველთვის ძლევას გვანიჭებს ქრისტეში და ჩვენი ხელით ავრცელებს თავისი ცოდნის კეთილსურნელებას ყოველ ადგილას,
15ვინაიდან ქრისტეს კეთილსურნელება ვართ ღვთისათვის დახსნილთა შორისაც და დაღუპულთა შორისაც.
16ზოგისთვის სიკვდილის სურნელია სასიკვდილოდ და ზოგისთვის სიცოცხლის სურნელია სასიცოცხლოდ. ვინაა ღირსი ამისათვის?
17ვინაიდან ჩვენ არ ვმეწვრილმანეობთ, როგორც მრავალნი, ღვთის სიტყვით, არამედ წრფელად, როგორც ღვთისაგან, ღვთის წინაშე ვქადაგებთ ქრისტეში.

Currently Selected:

2კორ. 2: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy