1
გამოცხ. 11:15
ბიბლია
GEO02
მეშვიდე ანგელოზმა დააყვირა საყვირს და გაისმა ცაში დიდი ხმები, რომლებიც ამბობდნენ: „სოფლის სამეფო გახდა ჩვენი უფლისა და მისი ქრისტესი, და იმეფებს იგი უკუნითი უკუნისამდე“.
Compare
Explore გამოცხ. 11:15
2
გამოცხ. 11:18
გამძვინვარდნენ წარმართები და მოვიდა შენი რისხვა და ჟამი, რათა მკვდრები განკითხულ იქნენ და საზღაური მიეცეთ შენს მსახურთ – წინასწარმეტყველებს და წმიდებს და მათ, რომელთაც შენი სახელის ეშინიათ – დიდებს და პატარებს, და მოსპო მიწის მომსპობნი“.
Explore გამოცხ. 11:18
3
გამოცხ. 11:3
მივცემ ჩემს ორ მოწამეს და ისინი იწინასწარმეტყველებენ ათას ორას სამოც დღეს ძაძებით მოსილნი.“
Explore გამოცხ. 11:3
4
გამოცხ. 11:11
სამნახევარი დღის შემდეგ კი შევიდა მათში სიცოცხლის სული ღვთისაგან და ფეხზე დადგნენ. დიდი შიში დაეცა ყველას, ვინც მათ უყურებდა.
Explore გამოცხ. 11:11
5
გამოცხ. 11:6
მათ აქვთ ხელმწიფება დაგმანონ ცა, რათა არ მოვიდეს წვიმა მათი წინასწარმეტყველების დღეებში. აქვთ ხელმწიფება წყლებზე, რომ აქციონ ისინი სისხლად და შემუსრონ მიწა ყოველგვარი წყლულით, როცა კი მოისურვებენ.
Explore გამოცხ. 11:6
6
გამოცხ. 11:4-5
ესენია ზეთისხილის ხე და ორი სასანთლე, რომლებიც მიწის უფლის წინაშე დგას. თუ ვინმე მოინდომებს ავნოს მათ, ცეცხლი გამოვა მათი პირიდან და შთანთქავს მათ მტრებს. და თუ ვინმე მოინდომებს ავნოს მათ, ის უნდა მოიკლას.
Explore გამოცხ. 11:4-5