და ადგნენ კორახი, ძე იცჰარისა, კეჰათის ძისა, ლევიანი, და დათანი და აბირამი, ძენი ელიაბისა, და ონი, ძე ფელეთისა, რეუბენიანები.
და წარდგნენ მოსეს წინაშე და მათთან ერთად ორას ორმოცდაათი კაცი ისრაელის ძეთაგან, მთავარნი თემისა, მიწვეულნი საკრებულოში, კაცნი სახელოვანნი.