1
გამ. 2:24-25
ბიბლია
და ისმინა ღმერთმა მათი კვნესა, და გაიხსენა ღმერთმა თავისი აღთქმა აბრაამის, ისაკისა და იაკობის მიმართ. და დაინახა ღმერთმა ისრაელის ძენი, და მოხედა მათ ღმერთმა.
Compare
Explore გამ. 2:24-25
2
გამ. 2:23
გავიდა კარგა ხანი და მოკვდა მეფე ეგვიპტისა, და კვნესოდნენ ისრაელის შვილები მძიმე შრომისგან და გოდებდნენ. და მისწვდა მათი ღაღადი ღმერთს.
Explore გამ. 2:23
3
გამ. 2:10
და გაიზარდა ყრმა, და მიუყვანა იგი ფარაონის ასულს, რომელმაც იშვილა იგი და უწოდა მას სახელად მოსე, და თქვა: „რადგან წყლიდან ამოვიყვანე იგი.“
Explore გამ. 2:10
4
გამ. 2:9
და უთხრა მას ფარაონის ასულმა: „წაიყვანე ეს ყრმა და გამოკვებე და მოგცემ გასამრჯელოს.“ და აიყვანა ქალმა ყრმა და კვებავდა მას.
Explore გამ. 2:9
5
გამ. 2:5
და ჩავიდა ფარაონის ასული საბანაოდ მდინარეზე. ხოლო მისი მოახლენი მიმოდიოდნენ მდინარის პირას. და დაინახა კალათა ლერწმიანში, და გაგზავნა თავისი მოახლე და მან აიღო იგი.
Explore გამ. 2:5
6
გამ. 2:11-12
და მოხდა ეს იმ დღეებში, როცა გაიზარდა მოსე და გამოვიდა თავის ძმებთან, და იხილა მათი მძიმე შრომა. და დაინახა, რომ ეგვიპტელი სცემდა ებრაელს, მის ძმათაგანს. მიიხედ-მოიხედა და, როცა დაინახა, რომ არავინ იყო, მოკლა ის ეგვიპტელი და ჩაფლა ქვიშაში.
Explore გამ. 2:11-12
YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy
Home
Bible
Plans
Videos