1
4მეფ. 5:1
ბიბლია
GEO02
ნაყამანი, არამის მეფის სარდალი, დიდად მიღებული და პატივდებული კაცი იყო თავისი ბატონის წინაშე, რადგან მისი წყალობით გაამარჯვებინა უფალმა არამელებს. მამაცი კაცი იყო, მაგრამ კეთროვანი.
Compare
Explore 4მეფ. 5:1
2
4მეფ. 5:10
და გაუგზავნა ელისემ მსახური და შეუთვალა: „წადი, შვიდგზის იბანე იორდანეში და გაგიახლდება ხორცი, და გაწმედილი იქნები.“
Explore 4მეფ. 5:10
3
4მეფ. 5:14
და ჩავიდა, და შვიდგზის ჩაყვინთა იორდანეში ღვთისკაცის სიტყვისამებრ და ჩვილი ბავშვივით განუახლდა ხორცი და განიწმიდა.
Explore 4მეფ. 5:14
4
4მეფ. 5:11
და გაბრაზდა ნაყამანი, წავიდა და თქვა: „აჰა, ვიფიქრე, გარეთ გამოვა, დადგება და უფლის, თავისი ღვთის, სახელს ახსენებს, ადგილზე დამადებს ხელს და კეთრისგან განმკურნავს-მეთქი.
Explore 4მეფ. 5:11
5
4მეფ. 5:13
და მიეახლნენ მისი მსახურნი, ელაპარაკნენ და ასე უთხრეს: „ჩემო მამავ! საძნელო რამე რომ მოეთხოვა შენგან მაგ წინასწარმეტყველს, ხომ შეასრულებდი? მით უფრო, როცა გეუბნება: ‘იბანე და განიწმიდები.’“
Explore 4მეფ. 5:13
6
4მეფ. 5:3
და უთხრა თავის ქალბატონს: „ნეტავ მისულიყო ჩემი ბატონი წინასწარმეტყველთან სამარიაში, ხომ განკურნავდა კეთრისაგან.“
Explore 4მეფ. 5:3