1
4მეფ. 18:5
ბიბლია
GEO02
უფალს, ისრაელის ღმერთს, ესავდა იგი. და არც მანამდე ყოფილა მისი მსგავსი იუდას მეფეთა შორის და არც მის მერე იქნება.
Compare
Explore 4მეფ. 18:5
2
4მეფ. 18:6
და მიეწება იგი უფალს, და არ განდგომია მას, და იცავდა მის მცნებას, მოსეს რომ ამცნო უფალმა.
Explore 4მეფ. 18:6
3
4მეფ. 18:7
და უფალი იყო მასთან და, სადაც კი წავიდოდა, ყველგან გონივრულად იქცეოდა. და განუდგა იგი აშურის მეფეს, აღარ დაემორჩილა.
Explore 4მეფ. 18:7