1
1იოან. 2:15-16
ბიბლია
ნუ შეიყვარებთ სოფელს, ნურც იმას, რაც სოფელშია. ვისაც სოფელი უყვარს, მასში არ არის მამის სიყვარული. ვინაიდან ყოველივე, რაც სოფელშია: ხორციელი გულისთქმა, თვალთა გულისთქმა და სიამაყე ცხოვრებისა, მამისგან კი არა, სოფლისაგან არის.
Compare
Explore 1იოან. 2:15-16
2
1იოან. 2:17
გადადის სოფელი და მისი გულისთქმაც, ღვთის ნების აღმსრულებელი კი რჩება უკუნისამდე.
Explore 1იოან. 2:17
3
1იოან. 2:6
ვინც ამბობს, რომ მასში რჩება, ისევე უნდა მოიქცეს, როგორც ის იქცეოდა.
Explore 1იოან. 2:6
4
1იოან. 2:1
შვილნო ჩემნო, ამას გწერთ იმისათვის, რომ არ შესცოდოთ. ხოლო თუ ვინმე შესცოდავს, გვყავს შუამდგომელი მამის წინაშე მართალი იესო ქრისტე.
Explore 1იოან. 2:1
5
1იოან. 2:4
ვინც ამბობს: შევიცანიო იგი და მის მცნებებს არ იცავს, ცრუა და არ არის მასში ჭეშმარიტება.
Explore 1იოან. 2:4
6
1იოან. 2:3
იმით გავიგებთ, რომ შევიცანით იგი, თუ დავიცავთ მის მცნებებს.
Explore 1იოან. 2:3
7
1იოან. 2:9
ვინც ამბობს, რომ ნათელშია, თავისი ძმა კი სძულს, იგი კვლავ ბნელში იმყოფება.
Explore 1იოან. 2:9
8
1იოან. 2:22
ვინ არის ცრუ, თუ არა იგი, ვინც უარყოფს, რომ იესო არის ქრისტე? იგი ანტიქრისტეა, მამისა და ძის უარმყოფელი.
Explore 1იოან. 2:22
9
1იოან. 2:23
ყოველი, ვინც ძეს უარყოფს, არც მამა ჰყავს. ხოლო ვინც აღიარებს ძეს, მამაც ჰყავს.
Explore 1იოან. 2:23
YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy
Home
Bible
Plans
Videos