დაბ. 46
46
იაკობის ჩასვლა ეგვიპტეში
1და აიყარა ისრაელი, და თან წაიღო მთელი თავისი მონაგები, და მივიდა ბეერ-შებაყში, და შესწირა მსხვერპლი თავისი მამის, ისაკის, ღმერთს.
2და უთხრა ღმერთმა ისრაელს ღამის ხილვაში: „იაკობ! იაკობ!“ და თქვა: „აქა ვარ!“
3და უთხრა მან: „მე ვარ ღმერთი, ღმერთი მამაშენისა; ნუ გეშინია ეგვიპტეში ჩასვლის, რადგან იქ გაქცევ დიდ ხალხად.
4მე წამოვალ შენთან ერთად ეგვიპტეში, და მევე გამოგიყვან უკან. და იოსები დაგიხუჭავს თვალებს თავისი ხელით.“
5და გაემართა იაკობი ბეერ-შებაყიდან. და წაიყვანეს ისრაელის ძეებმა იაკობი, თავისი მამა, და თავიანთი ნორჩები და თავიანთი ცოლები ეტლებით, რომლებიც გამოგზავნა ფარაონმა მათ წასაყვანად.
6და წამოასხეს თავიანთი საქონელი, წამოიღეს თავიანთი ქონება, რომელიც მოიხვეჭეს ქანაანის ქვეყანაში, და ჩავიდნენ ეგვიპტის ქვეყანაში იაკობი და მთელი მისი შთამომავლობა მასთან ერთად.
7თავისი ძენი და თავის ძეთა ძენი, თავისი ასულნი და თავის ძეთა ასულნი, და მთელი თავისი შთამომავლობა მიიყვანა თავისთან ერთად ეგვიპტეში.
8და ესენია სახელები ეგვიპტეში მისულ ისრაელის ძეთა: იაკობი და მისი ძენი: პირმშო იაკობისა რეუბენი.
9და ძენი რეუბენისა: ხანოქი, ფალუ, ხეცრონი და ქარმი.
10და ძენი სიმონისა: იემუელი, იამინი, ოჰადი, იაქინი, ცოხარი და შაული, ძე ქანაანელი ქალისა.
11და ძენი ლევისა: გერშონი, კეჰათი და მერარი.
12და იუდას ძენი: ყერი, ონანი, შელა, ფერეცი და ზერახი; ყერი და ონანი დაიხოცნენ ქანაანის ქვეყანაში. და იყვნენ ძენი ფერეცისა: ხეცრონი და ხამული.
13და ძენი ისაქარისა: თოლაყი, ფუვა, იობი და შიმრონი.
14და ძენი ზებულუნისა: სერედი, ელონი და იახლელი.
15და ესენი იყვნენ ძენი ლეასი, რომელმაც უშვა იაკობს ფადან-არამში, და დინა, მისი ასული. მისი ძენი და ასულნი სულ იყვნენ ოცდაცამეტი სული.
16და ძენი გადისა: ციფიონი, ხაგი, შუნი, ეცბონი, ყერი, აროდი და არელი.
17და ძენი აშერისა: იმნა, იშვა, იშვი და ბერიყა, და სერახი მათი და; და ძენი ბერიყასი: ხებერი და მალქიელი.
18და ესენი იყვნენ ძენი ზილფასი, რომელიც ლაბანმა მისცა ლეას, თავის ასულს. და უშვა მან იაკობს თექვსმეტი სული.
19და ძენი რახელისა, იაკობის ცოლისა: იოსები და ბენიამინი.
20და შეეძინა იოსებს ეგვიპტის ქვეყანაში მენაშე და ეფრემი, რომელნიც უშვა მას ასენათმა, ონის ქურუმის, ფოტიფერაყის ასულმა.
21და ძენი ბენიამინისა: ბელაყი, ბექერი, აშბელი, გერა, ნაყამანი, ეხი, როში, მუფიმი, ხუფიმი და არდი.
22ესენი იყვნენ რახელის ძენი, რომელნიც შეეძინენ იაკობს, სულ თოთხმეტი სული.
23და ძე დანისა – ხუშიმი.
24და ძენი ნაფთალისა: იახცეელი, გუნი, იეცერი და შილემი.
25ესენია ძენი ბილჰასი, რომელიც ლაბანმა გაატანა რახელს, თავის ასულს. და უშვა მან იაკობს სულ შვიდი სული.
26ეგვიპტეში იაკობთან ერთად ჩასული ყოველი სული, მისი საზარდულიდან გამოსულნი, გარდა იაკობის ძეთა ცოლებისა, სულ იყო სამოცდაექვსი სული.
27და იოსების ძენი, რომელნიც მას შეეძინა ეგვიპტეში, ორნი იყვნენ. და ყველა სული იაკობის სახლისა, მასთან ერთად ეგვიპტეში რომ მივიდნენ, სამოცდაათი იყო.
28და იუდა გაუშვა თავის წინ იოსებთან, რომ ესწავლებინა გოშენის გზა. და მივიდნენ გოშენის ქვეყანაში.
29და შეკაზმა იოსებმა თავისი ეტლი და წავიდა გოშენში ისრაელთან, თავის მამასთან, შესახვედრად. და როცა იხილა იგი, ყელზე მოეხვია, და დიდხანს ტიროდა მის ყელზე.
30და უთხრა ისრაელმა იოსებს: „ახლა თუნდაც მოვკვდე, რაკი ვიხილე შენი სახე, რადგან ისევ ცოცხალი ხარ!“
31და უთხრა იოსებმა თავის ძმებს და თავის მამის სახლს: „მე ავალ და მოვუთხრობ ფარაონს, და ვეტყვი მას: ‘ჩემი ძმები და მამაჩემის სახლი, რომელნიც ცხოვრობდნენ ქანაანის ქვეყანაში, მოვიდნენ ჩემთან;
32ეს კაცები, ცხვრის მწყემსები არიან, რადგან მეჯოგე ხალხია ისინი. და წვრილფეხა და მსხვილფეხა საქონელი, და მთელი მათი მონაგები, მოიყვანეს.’
33და თუ მოგიხმობთ ფარაონი და გეტყვით: ‘რა არის თქვენი საქმიანობა?’
34ეტყვით: ‘მეჯოგე ხალხი იყვნენ შენი მსახურნი, სიყრმიდან ასე იყვნენ დღემდე, ჩვენც, ასევე – ჩვენი მამებიც;’ რათა დამკვიდრდეთ გოშენის ქვეყანაში, რადგან სისაძაგლეა ეგვიპტელთათვის ყოველი ცხვრის მწყემსი.
Iliyochaguliwa sasa
დაბ. 46: GEO02
Kuonyesha
Shirikisha
Nakili

Je, ungependa vivutio vyako vihifadhiwe kwenye vifaa vyako vyote? Jisajili au ingia
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002

: