დაბ. 47
47
იაკობის მოდგმის გამრავლება ეგვიპტეში
1და მივიდა იოსები და აუწყა ფარაონს: „მამაჩემი და ჩემი ძმები მოვიდნენ ქანაანის ქვეყნიდან თავიანთი წვრილფეხა და მსხვილფეხა საქონლით და მთელი თავიანთი მონაგებით. და გოშენის მიწაზე არიან ისინი.“
2და თავის ძმათაგან ხუთი კაცი წაიყვანა და წარადგინა ფარაონის წინაშე.
3და უთხრა ფარაონმა მის ძმებს: „რა არის თქვენი საქმიანობა?“ და უთხრეს ფარაონს: „ცხვრის მწყემსები ვართ შენი მსახურნი, ჩვენც და ჩვენი მამებიც.“
4და უთხრეს ფარაონს: „ხიზნად მოვედით ამ ქვეყანაში, რადგან არაა საძოვარი შენს მსახურთა ცხვრისათვის ქანაანში შიმშილობის გამო. და ახლა დასახლდებიან შენი მსახურნი გოშენის მიწაზე.“
5და უთხრა ფარაონმა იოსებს: „მამაშენი და შენი ძმები მოვიდნენ შენთან.
6ეგვიპტის ქვეყანა შენს წინაშეა. საუკეთესო მიწაზე დაასახლე მამაშენი და შენი ძმები. იცხოვრონ გოშენის მიწაზე. და თუ გეგულება მათ შორის უნარიანი კაცები, სარქლებად დაუდგინე ჩემს საქონელს.“
7და მიიყვანა იოსებმა იაკობი, თავისი მამა, და წარადგინა იგი ფარაონის წინაშე, და აკურთხა იაკობმა ფარაონი.
8და უთხრა ფარაონმა იაკობს: „რამდენია შენი სიცოცხლის წელთა დღეები?“
9და უთხრა იაკობმა ფარაონს: „ჩემი ხიზნობის წელთა დღეები ას ოცდაათ წელს ითვლის. მოკლე და ავი იყო ჩემი სიცოცხლის წელთა დღენი, და ვერ მიაღწიეს მათ ჩემი მამების წელთა დღეებს, ხიზნობაში რომ გაატარეს.“
10და აკურთხა იაკობმა ფარაონი, და გამოვიდა ფარაონისაგან.
11და დაასახლა იოსებმა თავისი მამა და თავისი ძმები, და მისცა მათ სამფლობელო ეგვიპტის ქვეყანაში, ქვეყნის საუკეთესო ადგილას, რაყმესესის ქვეყანაში, როგორც ბრძანა ფარაონმა.
12და ამარაგებდა იოსები თავის მამასა და თავის ძმებს, და მთელს მათ სახლს პურით, ბავშვთა სულადობის მიხედვით.
13და პური არ იყო მთელ ქვეყანაზე, რადგან შიმშილი გაძლიერდა ძალზე. და დაუძლურდნენ ეგვიპტისა და ქანაანის ქვეყნები შიმშილისაგან.
14და შეკრიბა იოსებმა მთელი ვერცხლი, რომელიც შემოდიოდა ეგვიპტესა და ქანაანის ქვეყანაში ხორბლის გაყიდვით, და შეიტანა ეს ვერცხლი ფარაონის სახლში.
15და გამოილია ვერცხლი ქანაანისა და ეგვიპტის ქვეყნებში. და მოვიდა მთელი ეგვიპტე იოსებთან, და უთხრეს: „მოგვეცი პური! ვერცხლი რომ გამოგველია, იმიტომ უნდა დავიხოცოთ შენს წინაშე?“
16და უთხრა მათ იოსებმა: „წამოასხით თქვენი საქონელი და მე მოგცემთ თქვენი საქონლის საზღა ურს, თუ გამოგელიათ ვერცხლი.“
17და მიუყვანეს თავიანთი საქონელი იოსებს. და აძლევდა მათ იოსები პურს ცხენებში, ცხვარში, ძროხაში და სახედრებში, და ამარაგებდა მათ იმ წელს პურით მთელი მათი საქონლის სანაცვლოდ.
18და დასრულდა ის წელი. და მივიდნენ მასთან მეორე წელს, და უთხრეს მას: „არ დავუმალავთ ჩვენს ბატონს, რომ ვერცხლი გამოგველია და ჩვენი პირუტყვიც ჩვენს ბატონთანაა. არაფერი არ შეგვრჩა ჩვენი ბატონის წინაშე, გარდა ჩვენი სხეულისა და ჩვენი მიწისა.
19რატომ უნდა მოვისპოთ შენს თვალწინ, და გავნადგურდეთ ჩვენც და ჩვენი მიწაც? გვიყიდე ჩვენს მიწასთან ერთად პურში, და ვიქნებით ფარაონის მონები. და მოგვეცი თესლი, რათა ვიცოცხლოთ და არ დავიხოცოთ, და მიწა არ გაუკაცრიელდეს“.
20და იყიდა იოსებმა ეგვიპტის მთელი მიწა ფარაონისათვის, რადგან გაყიდა ყველა ეგვიპტელმა თავისი საყანე, როცა იმძლავრა მათზე შიმშილმა. და გახდა მიწა ფარაონისა.
21და მონებად აქცია მან ხალხი ეგვიპტის ერთი კიდიდან მეორე კიდემდე.
22მხოლოდ ქურუმთა მიწა არ უყიდია, რადგან დაწესებული იყო ქურუმთათვის ნაკვეთები ფარაონისაგან, და თავს ირჩენდნენ ისინი თავიანთი ნაკვეთებით, რომლებიც მათ მისცა ფარაონმა. ამიტომ არ გაყიდეს მათ თავიანთი მიწები.
23და უთხრა იოსებმა ხალხს: „აჰა, ნაყიდი მყავხართ თქვენ დღეს ფარაონისათვის თქვენს მიწებთან ერთად. აჰა, აქ არის თესლი თქვენთვის და დათესეთ მიწა.
24და მოსავლის აღებისას მიეცით მეხუთედი ფარაონს, ოთხი წილი კი თქვენი იქნება მინდვრის დასათესად და თქვენს გამოსაკვებად, და თქვენს სახლში მყოფთა და თქვენი ბავშვების გამოსაკვებად.“
25და თქვეს: „შენ იხსენი ჩვენი სიცოცხლე! გვეპოვოს მადლი ჩვენი ბატონის თვალში და მონებად გავუხდებით ფარაონს.“
26და დაადგინა იოსებმა კანონად ეგვიპტის მიწაზე დღემდე: მოსავლის მეხუთედი ფარაონს. მხოლოდ ქურუმთა მიწები არ იყო ფარაონისა.
27და დასახლდა ისრაელი ეგვიპტეში, გოშენის ქვეყანაში. და დაეუფლნენ მას, და მოშენდნენ და ძალზე მომრავლდნენ.
28და სახლობდა იაკობი ეგვიპტის ქვეყანაში ჩვიდმეტი წელი, და იყო მისი სიცოცხლის დღენი ას ორმოცდაშვიდი წელი.
29და მოახლოვდა ჟამი ისრაელის სიკვდილისა, და უხმო თავის ძეს, იოსებს და უთხრა მას: „თუ ვპოვე მადლი შენს თვალში, ამომიდევი შენი ხელი საზარდულქვეშ და მიყავი წყალობა და ერთგულება: ნუ დამმარხავ ეგვიპტეში,
30რათა განვისვენო ჩემს მამებთან, წამიღებ ეგვიპტიდან და დამმარხავ მათ სამარხში.“ და უთხრა: „შენი სიტყვისამებრ გავაკეთებ!“
31და უთხრა: „შემომფიცე!“ და შეჰფიცა. და თაყვანი სცა ისრაელმა საწოლის სასთუმალზე.
Iliyochaguliwa sasa
დაბ. 47: GEO02
Kuonyesha
Shirikisha
Nakili

Je, ungependa vivutio vyako vihifadhiwe kwenye vifaa vyako vyote? Jisajili au ingia
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002

: