დაბ. 45
45
იოსები თავს უმჟღავნებს ძმებს
1ვეღარ შეძლო იოსებმა თავის შეკავება თავის მხლებლებთან და დაიძახა: „გაიყვანეთ ყველანი ჩემგან!“ და არავინ იდგა მასთან, როცა გაუმჟღავნა იოსებმა თავი ძმებს.
2და ხმამაღლა ატირდა, და გაიგონეს ეგვიპტელებმა, და გაიგონა ფარაონის სახლმაც.
3და უთხრა თავის ძმებს: „მე ვარ იოსები. კიდევ ცოცხალია მამაჩემი?“ და ვერ შეძლეს მისმა ძმებმა პასუხის გაცემა მისთვის, რადგან შეცბნენ მის წინაშე.
4და უთხრა იოსებმა თავის ძმებს: „მოდით ჩემთან!“ და მივიდნენ ისინი. და მან თქვა: „მე ვარ იოსები, თქვენი ძმა, ეგვიპტეში რომ გაყიდეთ.
5და ახლა ნუ სწუხხართ და ნუღარ ჯავრობთ, რომ აქ გამყიდეთ, რადგან თქვენი სიცოცხლის სახსრად მომავლინა მე ღმერთმა თქვენს წინაშე.
6რადგან ეს ორი წელია, რაც შიმშილია ქვეყანაზე, და კიდევ ხუთი წელი არ იქნება ხვნა და მკა.
7და მომავლინა ღმერთმა თქვენს წინ, რათა დაგიტოვოთ ნატამალი ქვეყანაზე და შეგინარჩუნოთ სიცოცხლე დიდი შველით.
8თქვენ კი არ გამომგზავნეთ მე აქ, არამედ ღმერთმა, და მან დამადგინა ფარაონის მამად და მთელი მისი სახლის ბატონად, და მთელი ეგვიპტის ქვეყნის მთავრად.
9იჩქარეთ და ადით მამაჩემთან, და უთხარით: ‘ასე თქვა შენმა ძემ, იოსებმა: ღმერთმა მომავლინა ბატონად მთელი ეგვიპტისა. ჩამოდი ჩემთან, ნუ დააყოვნებ!
10და იცხოვრებ გოშენის ქვეყანაში, და იქნები ჩემს მახლობლად, შენ, და შენი ძენი, და შენს ძეთა ძენი, და შენი ცხვარ-ძროხა და მთელი შენი მონაგები.
11და მე გარჩენ შენ იქ, რადგან კვლავ ხუთი წელი იქნება შიმშილი, რათა არ გაღატაკდეთ შენ და შენი სახლი, და მთელი შენი მონაგები.’
12ხომ ხედავს თქვენი თვალი და ჩემი ძმის, ბენიამინის თვალი, რომ ჩემი ბაგენი გელაპარაკებიან თქვენ.
13და უამბეთ მამაჩემს მთელი ჩემი დიდების ამბავი ეგვიპტეში, და ყველაფერი უამბეთ, რაც იხილეთ. და სწრაფად ჩამოიყვანეთ მამაჩემი აქ.“
14და ყელზე მოეხვია თავის ძმას, ბენიამინს და ატირდა; და ბენიამინიც ტიროდა მის ყელზე ყელგადაჭდობილი.
15და კოცნიდა ყველა თავის ძმას, და ტიროდა მათთან ერთად. და ამის შემდეგ დაელაპარაკნენ მას მისი ძმები.
იოსები გზავნის თავის ძმებს ქანაანში
მამის ჩამოსაყვანად
16და მიაღწია ხმამ ფარაონის სახლამდე, რომ იოსების ძმები ჩამოვიდნენ. და მოეწონათ ეს ფარაონსა და მის მსახურებს.
17და უთხრა ფარაონმა იოსებს: „უთხარი შენს ძმებს: ასე გააკეთეთ: დატვირთეთ თქვენი პირუტყვი და გასწიეთ ქანაანის ქვეყანაში.
18და წამოიყვანეთ თქვენი მამა და თქვენ-თქვენი სახლი, და ჩემთან მოდით. და მოგცემთ საუკეთესოს ეგვიპტის ქვეყნის მიწაზე, და ჭამეთ ამ მიწის ღალა.
19და შენ კი გებრძანა, უთხრა: ასე გააკეთეთ, წაიყოლეთ ეგვიპტის ქვეყნიდან ეტლები თქვენი ბავშვებისათვის და თქვენი ცოლებისათვის, და წამოიყვანეთ მამათქვენი და მოდით;
20და თვალი ნუ დაგრჩებათ თქვენს ნივთებზე, რადგან მთელი ეგვიპტის ქვეყნის საუკეთესო თქვენი იქნება.“
21და ასეც გააკეთეს ისრაელის ძეებმა. და მისცა მათ იოსებმა ეტლები და საგზალი, როგორც უბრძანა მას ფარაონმა.
22თითოეულ მათგანს მისცა თითო ხელი სამოსელი, ხოლო ბენიამინს მისცა სამასი ვერცხლი და ხუთი ხელი სამოსელი.
23და მამამისს აგრეთვე გაუგზავნა ათი სახედარი, ეგვიპტური დოვლათით დატვირთული, და ათი ხრდალი ვირი ხორბლით, პურითა და საკვებით დატვირთული, მამამისის სამგზავროდ.
24და გაუშვა თავისი ძმები, და წავიდნენ. და უთხრა მათ: ნუ იდავებთ გზაში.
25და წავიდნენ ისინი ეგვიპტიდან, და მივიდნენ ქანაანის ქვეყანაში იაკობთან, თავის მამასთან.
26და აუწყეს მას და უთხრეს: „იოსები ცოცხალია და განმგებლობს მთელს ეგვიპტის ქვეყანაზე!“ და შეკრთა მისი გული, რადგან არ ერწმუნა მათ.
27და გადასცეს მას იოსების ყოველი სიტყვა, და დაინახა მან ეტლები, რომელნიც იოსებმა გამოგზავნა მის წასაყვანად. და გაცოცხლდა სული იაკობისა, მათი მამისა.
28და თქვა ისრაელმა: „იოსები, ჩემი ძე, ცოცხალია! წავალ და ვნახავ მას, სანამ არ მოვმკვდარვარ.“
Iliyochaguliwa sasa
დაბ. 45: GEO02
Kuonyesha
Shirikisha
Nakili

Je, ungependa vivutio vyako vihifadhiwe kwenye vifaa vyako vyote? Jisajili au ingia
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002

: