მეორე მაკაბელთა 14
14
1სამი წლის შემდეგ იუდამ და მისმა თანამდგომებმა შეიტყვეს, რომ დემეტრიოსი, სელევკოსის ძე, ტრიპოლისის ნავსადგურს მისდგომოდა ძლიერი ლაშქრითა და მრავალი ხომალდითურთ.
2მოეკლა ანტიოქოსი და მისი კარისკაცი ლისიასი, და ხელში ჩაეგდო ქვეყანა.
3ხოლო ვინმე ალკიმოსი, მღვდელმთავარყოფილი, მაგრამ არეულობის ჟამს თავისივე ნებით შებილწული, ბევრი ფიქრის შემდეგ მიხვდა, რომ ვეღარ ეღირსებოდა ხსნას და ვერც წმიდა სამსხვერპლოს მიეკარებოდა.
4ამიტომაც ასორმოცდამეთხუთმეტე წელს ეახლა მეფე დემეტრიოსს, ოქროს გვირგვინი, პალმის რტო და, გარდა ამისა, ზეთისხილის ტოტებიც მიართვა, ტაძრის კუთვნილებად რომ ითვლებოდა, და იმ დღეს ამას დასჯერდა.
5მაგრამ როცა თავისი შლეგური განზრახვის აღსასრულებლად ხელსაყრელი დრო მოიხელთა, როცა დემეტრიოსმა სათათბიროდ მიიწვია და ჰკითხა, რას ფიქრობენ ან რას აპირებენო იუდაელები, პასუხად ასე მიუგო:
6„იუდაელთაგან ეგრეთწოდებული ხასიდები, რომელთა სათავეშიც იუდა მაკაბელი დგას, საომრად არიან განწყობილნი, ამბოხებისთვის ემზადებიან და მოსვენების საშუალებას არ აძლევენ სამეფოს.
7სწორედ მათ ამყარეს საგვარეულო პატივი, ანუ მღვდელმთავრობა, და ამიტომაც მოვსულვარ აქ;
8უწინარეს ყოვლისა, კი იმის გამო, რომ გულწრფელად ვზრუნავ იმაზე, რაც მეფეს ეკუთვნის, რადგანაც ზემოხსენებული ხალხის უგუნურებით მთელ ჩვენს მოდგმას დიდი უბედურება ატყდება თავს.
9ახლა, რაკი ყოველივე ეს გაიგე, გემუდარები, მეფეო, მოხედე ჩვენს ქვეყანას და შენი წყლობის სიკეთეს ნუ მოუშლი ჩვენს ბედკრულ ხალხს.
10ვიდრე იუდა ცოცხალია, სამეფოს სიმშვიდე არ ეღირსება.“
11ეს რომ თქვა, იუდას მოძულე სხვა მრჩევლებმა კიდევ უფრო მეტად წააქეზეს დემეტრიოსი.
12დაუყოვნებლივ იხმო ნიკანორი, მესპილოეთა უხუცესი, და მთავარსარდლად განამწესა იუდაში.
13უბრძანა, მოეკლა იუდა, მისი თანამზრახველნი კი მიმოეფანტა, ხოლო ალკიმოსი დიდი ტაძრის მღვდელმთავრად დაესვა.
14მაშინ იუდადან გამოქცეულ წარმართთა მთელი ბრბოები მიაწყდა ნიკანორს, რადგანაც იმედი ჰქონდათ, რომ იუდაელთა ბედუკუღმართობა და სვედავსილობა მათი კეთილდღეობის საწინდარი იქნებოდა.
15როცა იუდაელებმა გაიგეს, რომ ნიკანორი მათ წინააღმდეგ დაძრულიყო და მას წარმართებიც შეერთებოდნენ, მიწა დაიყარეს თავზე და შესთხოვეს იმას, ვინც სამუდამოდ დაამკვიდრა თავისი ხალხი და მარადჟამს ცხადად იცავდა თავის წილხვდომილთ.
16წინამძღოლის ბრძანებისთანავე სასწრაფოდ დაიძრნენ და სოფელ დესაუსთან შეებნენ მომხვდურთ.
17სიმონმა, იუდას ძმამ, ნიკანორს შეუტია, მაგრამ მტრის მოულოდნელი იერიშის შედეგად მცირედი მარცხი იწვნია.
18თუმცა ნიკანორს სმენოდა, რა სიმამაცითაც გამოირჩეოდნენ იუდას თანამდგომნი და რა თავგანწირვით იბრძოდნენ სამშობლოსათვის; ამიტომაც თავი აარიდა იმას, რომ სისხლისღვრით გადაეწყვიტა საქმე.
19ამიტომ პოსიდონიოსი, თეოდოტოსი და მატათიასი გაგზავნა იუდაელებთან დასაზავებლად.
20ხანგრძლივი ბჭობის შემდეგ, როცა წინამძღოლმა ეს ამბავი აუწყა ხალხს, ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება და დაზავებაზე დათანხმდნენ.
21დანიშნეს დღე, როცა პირისპირ უნდა შეხვედროდნენ ერთმანეთს. და როცა დათქმულმა დღემ მოაწია, თითოეულს საგანგებო სავარძელი დაუდგეს.
22ხოლო იუდამ შეიარაღებული ხალხი ჩაასაფრა სათანადო ადგილას, რათა მზად ყოფილიყვნენ, თუკი მტერი მოულოდნელად განიზრახავდა რაიმე ბოროტებას. და მშვიდობიანად წარმართეს ბჭობა.
23ნიკანორი ერთხანს იერუსალიმში იყო, ურიგო არაფერი ჩაუდენია და შეკრებილი ხალხი გაისტუმრა.
24გვერდიდან არ იშორებდა იუდას, მის მიმართ მეგობრულად განწყობილი.
25ურჩია ცოლი შეერთო და შვილები გაეჩინა. იუდაც დაქორწინდა, დამშვიდდა და ცხოვრებით ტკბებოდა.
26მაგრამ ალკიმოსმა მათი მეგობრობა და ურთიერთკეთილგანწყობილება რომ დაინახა, მხნეობა მოიკრიბა, დემეტრიოსს ეახლა და მოახსენა, რომ ნიკანორს ბოროტი ზრახვა უდევს გულში სამეფოს მიმართ, რადგანაც ხელისუფლებისადმი მტრულად განწყობილი იუდა თავის მონაცვლედ დანიშნაო.
27ბოროტმოქმედის ასეთი ცილისწამებით გაღიზიანებულმა და განრისხებულმა მეფემ ნიკანორს მისწერა, რომ მისთვის მიუღებელია ამნაირი ხელშეკრულება და უბრძანა ბორკილდადებული იუდა სასწრაფოდ მიეგვარა ანტიოქიაში.
28წერილი რომ მიიღო, ნიკანორი შეცბა, უფრო კი იმან დაამწუხრა, რომ კავშირი უნდა გაეწყვიტა კაცთან, რომელსაც არავითარი უსამართლობა არ ჩაუდენია.
29მაგრამ მეფეს ხომ ვერ ეურჩებოდა? ამიტომაც ხელსაყრელ შემთხვევას ეძებდა, რომ მზაკვრულად მოეგვარებინა საქმე.
30მაგრამ მაკაბელმაც შენიშნა, რომ ნიკანორი ძველებურად აღარ სწყალობდა და შეხვედრისას ჩვეულებრივზე მეტად უხეშობდა. მიხვდა, რომ ეს სიმკაცრე სასიკეთოს არას უქდდა, თავისი, არცთუ მცირერიცხოვანი, თანამზრახველნი შემოიკრიბა და ნიკანორს გაეცალა.
31როდესაც ამ უკანასკნელმა დაინახა, რომ იუდამ ეშმაკობით აჯობა, უდიდესსა და უწმიდეს ტაძარს მიადგა, როცა მღვდლები დაწესებულ მსხვერპლს სწირავდნენ და უბრძანა მათ იუდა მიეცათ მისთვის.
32ხოლო როცა მათ ფიცით უთხრეს, არ ვიცით სად არის ის, ვისაც ეძებო,
33ნიკანორმა ტაძრისკენ გაიწოდა მარჯვენა და დაიფიცა, თუ დატყვევებულ იუდას არ ჩამაბარებთ, ამ საღვთო ტაძარს მიწასთან გავასწორებ, სამსხვერპლოს მოვშლი და ამ ადგილას დიონისეს დიდებულ ტაძარს აღვმართავო.
34ეს თქვა და იქაურობას გაეცალა, მღვდლები კი ცისკენ იწვდიდნენ ხელს, ჩვენი ხალხის მარადიულ მფარველს ევედრებოდნენ და ამბობდნენ:
35„შენ, უფალო, ვისთვისაც უცხოა ყოველგვარი გასაჭირი, კეთილი ინებე, რომ ეს ტაძარი შენი სამკვიდრო ყოფილიყო ჩვენს შორის.
36მაშ, ახლაც, ყოველი სიწმიდის წმიდა უფალო, შეუბღალავად დაიცავი უკუნისამდე ეს ახლადგანწმედილი სახლი.“
37ხოლო ნიკანორის წინაშე დაასმინეს ვინმე რაზისი, ერთ-ერთი იერუსალიმელი უხუცესი, თანამოქალაქეთა მეგობარი, ღირსეული და სახელოვანი კაცი, თავისი კეთილმოსურნეობის გამო იუდაელთა მამად შერაცხილი,
38რომელსაც არეულობის ჟამსაც იუდაელთა მხარე ეჭირა და მზად იყო იუდაელობისათვის შეეწირა სულიცა და სხეულიც.
39ნიკანორმა, რომელსაც სურდა ეჩვენებინა, თუ რარიგ სძულდა იუდაელნი, ხუთასზე მეტი მეომარი გაგზავნა მის შესაპყრობად.
40რადგანაც ფიქრობდა, რომ რაზისის შეპყრობით უბედურებას დაატეხდა თავზე იუდაელებს.
41მაგრამ როგორც კი ბრბო კოშკს მიაწყდა და ეზოში შეჭრა დააპირა, ამასთან ბრძანებაც გაიცა, რომ ცეცხლი მოეტანათ ჭიშკრისათვის წასაკიდებლად, რაზისი მიხვდა, რომ მტერს ვერსად წაუვიდოდა და თვითონვე გაიგმირა მახვილით თავი.
42რადგანაც არჩია ღირსეულად მომკვდარიყო, ვიდრე უსჯულოებს ჩავარდნოდა ხელში და თავისი კეთილშობილების დამამცირებელი შეურაცხყოფა დაეთმინა.
43მაგრამ რაკი ნაჩქარევმა დარტყმამ მიზანს ვერ უწია, ბრბო კი უკვე კარს აწყდებოდა, გალავანზე აიჭრა და გარსშემოჯარული ხალხის თვალწინ წარბშეუხრელად გადაეშვა ძირს.
44დამფრთხალი ხალხი აქეთ-იქით მიაწყდა, ადგილი დაცარიელდა და რაზისიც პირქვე დაასკდა სწორედ იმ ადგილს.
45ჯერ კიდევ ცოცხალი წამოიმართა და, თუმცა ჭრილობიდან ღვარად სდიოდა სისხლი, რისხვით ანთებულმა ჩაურბინა ხალხს და ერთი ფრიალო კლდის თავზე შედგა.
46უკვე სისხლისაგან დაცლილმა მთელი შიგანი ამოიგლიჯა, ორივე ხელით ასწია და ბრბოში მოისროლა, თან სიცოცხლისა და სულის უფალს ევედრებოდა, კვლავაც მიეცა მისთვის სუნთქვა და სიცოცხლე, და ასე დალია სული.
Iliyochaguliwa sasa
მეორე მაკაბელთა 14: GEO02
Kuonyesha
Shirikisha
Nakili

Je, ungependa vivutio vyako vihifadhiwe kwenye vifaa vyako vyote? Jisajili au ingia
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002

: