Chapa ya Youversion
Ikoni ya Utafutaji

მეორე ეზრა 7

7
1მაშინ სისინესი, კელესირიისა და ფინიკიის გამგებელი, სათრაბუზანესი და მათი თანამდგომნი, დარიოს მეფის ბრძანებისამებრ,
2სათავეში ჩაუდგნენ ამ წმიდა საქმეს და შემწეობას არ აკლებდნენ იუდაელ უხუცესებსა და მღვდელთმთავრებს.
3ასე რომ, წარმატებით წარიმართა წმიდა საქმე ანგია და ზაქარია წინასწარმეტყველთა წინასწარმეტყველებით.
4და აღასრულეს ყოველივე უფლის, ისრაელის ღმერთის, განგებით;
5კვიროსის, დარიოსისა და არტაქსერქსეს – სპარსელ მეფეთა – ნებით დასრულდა წმიდა სახლი ადარის თვის ოცდამესამე დღეს, დარიოსის მეფობის მეექვსე წელს.
6ყველაფერი აღასრულეს ისე, როგორც სწერია მოსეს წიგნში, ისრაელიანებმა და მღვდლებმა, ლევიანებმა და ტყვეობიდან დაბრუნებულმა მათმა დანარჩენმა თანამდგომებმა.
7უფლის ტაძარს სატფურებისთვის შესწირეს ასი კურატი, ორასი ვერძი და ოთხასი კრავი;
8და თორმეტი თხა – ისრაელის ცოდვებისათვის, ისრაელის თორმეტი ტომის მთავართა რიცხვის მიხედვით.
9იდგნენ შემოსილი მღვდლები და ლევიანები, ტომთა მიხედვით, უფლის, ისრაელის ღმერთის, წინაშე, თანახმად მოსეს წიგნისა, და მეკარენი თვითეულ ბჭესთან;
10გაამზადეს ტყვეობიდან დაბრუნებულმა ისრაელიანებმა პასექი პირველი თვის მეთოთხმეტე დღეს, რათა ერთად განწმენდილიყვნენ მღვდლები და ლევიანები.
11ტყვეობიდან დაბრუნებული ყველა ისრაელიანი არ გაწმენდილა, რადგანაც ყველა ლევიანი განიწმიდა ერთად.
12და შესწირეს პასექი ტყვეობის ყველა ძესა და თავიანთ ძმებს, მღვდლებსა და თავიანთ თავს.
13და ჭამა ტყვეობიდან დაბრუნებულმა ისრაელის ყველა ძემ, ქვეყნიერების ხალხთა სიბილწისგან განდგომილმა და უფლის მძებნელმა.
14შვიდი დღე ზეიმობდნენ უფუარობის დღესასწაულს და ხარობდნენ უფლის წინაშე,
15რომელმაც აშურელთა მეფეს შეაცვლევინა გადაწყვეტილება მათ მიმართ, რათა უფლის, ისრაელის ღმერთის, საქმეთათვის განემტკიცებინა მათი ხელი.

Kuonyesha

Shirikisha

Nakili

None

Je, ungependa vivutio vyako vihifadhiwe kwenye vifaa vyako vyote? Jisajili au ingia