1
Ephesians 5:1-2
ქართული ბიბლია, სრული ვერსია
ქბსვ
მაშ, მიბაძეთ ღმერთს, როგორც საყვარელმა შვილებმა, იარეთ სიყვარულში ისევე, როგორც ქრისტემ შეგვიყვარა ჩვენ და თავისი თავი მისცა ჩვენთვის ღმერთს შესაწირავად და მსხვერპლად, საამო კეთილსურნელებად.
Linganisha
Chunguza Ephesians 5:1-2
2
Ephesians 5:15-16
მაშ, ყურადღებით იყავით, როგორ იქცევით – მოიქეცით არა როგორც უგუნურნი, არამედ როგორც ბრძენნი. გამოიყენეთ ჟამი, რადგან ეს დღეები ბოროტია.
Chunguza Ephesians 5:15-16
3
Ephesians 5:18-20
ნუ დათვრებით ღვინით, რომელშიც აღვირახსნილობაა, არამედ აღივსენით სულით. ელაპარაკეთ ერთმანეთს ფსალმუნებით, საგალობლებითა და სულიერი სიმღერებით, უმღერეთ და ეფსალმუნეთ უფალს გულებში. მადლობდეთ ყოველთვის ყველაფრისათვის ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით ღმერთსა და მამას.
Chunguza Ephesians 5:18-20
4
Ephesians 5:17
ამიტომ, ნუ იქნებით უგუნურები, არამედ შეიცანით, რა არის უფლის ნება.
Chunguza Ephesians 5:17
5
Ephesians 5:25
მამაკაცებო, გიყვარდეთ თქვენი ცოლები, როგორც ქრისტემ შეიყვარა ეკლესია და თავი გასწირა მისთვის
Chunguza Ephesians 5:25
6
Ephesians 5:8
რადგან ოდესღაც იყავით სიბნელე, ახლა კი ნათელი ხართ უფალში. იარეთ, როგორც ნათლის შვილებს შეშვენით.
Chunguza Ephesians 5:8
7
Ephesians 5:21
დაემორჩილეთ ერთმანეთს ქრისტეს მოშიშებით.
Chunguza Ephesians 5:21
8
Ephesians 5:22
ცოლებო, დაემორჩილეთ თქვენს ქმრებს, როგორც უფალს.
Chunguza Ephesians 5:22
9
Ephesians 5:33
ასევე თქვენც, თითოეულს, უყვარდეს თავისი ცოლი, როგორც საკუთარი თავი. ცოლსაც ქმრის მოწიწება ჰქონდეს.
Chunguza Ephesians 5:33
10
Ephesians 5:31
ამის გამო მიატოვებს კაცი თავის დედ-მამას და მიეკრობა თავის ცოლს, და ორივენი ერთხორცად იქნებიან.
Chunguza Ephesians 5:31
11
Ephesians 5:11
ნუ შეეზიარებით ბნელის უნაყოფო საქმეებს, არამედ უფრო მეტი, ამხილეთ.
Chunguza Ephesians 5:11
Nyumbani
Biblia
Mipango
Video