1
დაბ. 49:10
ბიბლია
GEO02
არ მოსცილდება კვერთხი იუდას და მბრძანებელს არგანი დარჩება მის ფეხთა შორის, ვიდრე არ მოვა ვისაც ის ეკუთვნის და დაემორჩილებიან მას ხალხები!
Linganisha
Chunguza დაბ. 49:10
2
დაბ. 49:22-23
ნაყოფიერი ყლორტია იოსები, ნაყოფიერი ყლორტია წყაროს თავზე, გალავანზეა მისი ტოტები! გაამწარეს ის და დაისრეს, და მტრობდნენ მას მოისარნი.
Chunguza დაბ. 49:22-23
3
დაბ. 49:24-25
და მისი მშვილდი კვლავ მაგარია და მოქნილი გახდა მისი მკლავები იაკობის მძლავრის ხელით. აქედანაა მწყემსი, საყრდენი ლოდი ისრაელისა. მამაშენის ღმერთისაგან – შეგეწეოდეს იგი! და ყოვლადძლიერისაგან – გაკურთხებდეს იგი ცათა კურთხევებით ზეგარდმო, ქვეშ განრთხმული უფსკრულის კურთხევებით, ძუძუთა და საშოს კურთხევებით.
Chunguza დაბ. 49:24-25
4
დაბ. 49:8-9
იუდა! შენ შეგაქებენ შენი ძმანი. შენი ხელი შენს მტერთა ხერხემალზეა, და გეთაყვანებიან შენს მამაშენის ძენი. ლომის ლეკვია იუდა, აღმართულხარ, შვილო ჩემო, ნადავლით ხელში. წაიხარა, დაწვა როგორც ხვადი ლომი და როგორც ძუ ლომი. ვინ გაბედავს მის წამოგდებას?
Chunguza დაბ. 49:8-9
5
დაბ. 49:3-4
რეუბენ, პირმშო ხარ ჩემი, ძლიერება ჩემი და პირველნაყოფი ჩემი ძალისა, ჭარბობ ღირსებით და ძალმოსილებით! სწრაფი ხარ წყალივით, მაგრამ არ აღზევდები, რადგან ახვედი მამაშენის საწოლზე და შებილწე სარეცელი ჩემი!
Chunguza დაბ. 49:3-4
Nyumbani
Biblia
Mipango
Video