YouVersion Logo
Search Icon

Zechariah 2

2
1ავახილე თვალი და ვიხილე: აჰა, კაცი საზომი ლარით ხელში. 2ვკითხე: „სად მიდიხარ?“ მითხრა: „იერუსალიმის გასაზომად, რომ გავიგო მისი სიგრძე და განი.“ 3აჰა, გამოდის ანგელოზი, რომელიც მელაპარაკებოდა, და სხვა ანგელოზიც გამოდის მის შესახვედრად. 4უთხრა მას: „გაიქეცი და უთხარი ამ ჭაბუკს: ვრცლად დასახლდება იერუსალიმი უამრავი ხალხითა და პირუტყვით. 5მე ვიქნები ცეცხლის კედელი მის ირგვლივ, – ამბობს უფალი, – და დიდება მის შუაგულში.“
6ჰოი, ჰოი! გაიქეცით ჩრდილოეთის ქვეყნიდან, – ამბობს უფალი, – რადგან ცის ოთხი ქარისკენ გაგფანტეთ, – ამბობს უფალი. 7თავს უშველე, სიონო, ბაბილონის ასულთან გადასახლებულო. 8რადგან ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, რომელმაც მე მიმავლინა ხალხებთან, რომლებმაც შენ გაგძარცვეს: ის, ვინც თქვენ გეხებათ, ჩემი#2.8 ებრ მისი თვალის გუგას ეხება. 9რადგან, აჰა, ხელს მოვუღერებ მათ და ისინი მათი მონების ნადავლად იქცევიან, და მაშინ მიხვდებით, რომ ცაბაოთ უფალმა მომავლინა. 10იხარე და იმხიარულე, სიონის ასულო! რადგან, აჰა, მე მოვალ და დავივანებ შენს შორის, – ამბობს უფალი. 11შეეფარებიან უამრავი ხალხები უფალს იმ დღეს, და გახდებიან ჩემი ხალხი; და მე დავივანებ შენს შორის, და მიხვდები, რომ ცაბაოთ უფალმა მომავლინა შენთან. 12და დაიმკვიდრებს უფალი იუდას, თავის წილხვედრს წმიდა მიწაზე, და კვლავ აირჩევს იერუსალიმს.
13და კრთოდეს ყოველ ხორციელ უფლის წინაშე, რადგან, აჰა, წამოიმართა ის თავისი წმიდა სავანიდან.

Currently Selected:

Zechariah 2: ქბსვ

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy