Leviticus 9
9
1და მერვე დღეს მოუხმო მოსემ აარონს და მის ძეებს და ისრაელის უხუცესებს 2და უთხრა აარონს: „მოიყვანე მოზვერი შენი ცოდვის გამოსასყიდ მსხვერპლად და ვერძი – სრულადდასაწველად, ორივე საღი, და შესწირე უფლის წინაშე. 3და ისრაელის ძეთ უთხარი: ‘მოიყვანეთ თიკანი ცოდვის მსხვერპლად და მოზვერი და კრავი წელგამოვლილები, ორივე უხინჯო, სრულადდასაწველად. 4მოზვერი და ვერძი სამშვიდობო მსხვერპლად, რათა აღასრულო მსხვერპლშეწირვა უფლის წინაშე, და პურეულის ძღვენი, ზეთში მოზელილი, რადგან დღეს უფალი გამოგეცხადებათ თქვენ.’“ 5და მიიტანეს, რაც ბრძანა მოსემ, საკრებულო კარვის წინ, და მიეახლა მთელი თემი და დადგა უფლის წინაშე. 6და თქვა მოსემ: „ესაა ის, რაც ბრძანა უფალმა, და გამოგეცხადებათ თქვენ დიდება უფლისა.“ 7და უთხრა მოსემ აარონს: „მიუახლოვდი საკურთხეველს და შესწირე შენი ცოდვის მსხვერპლი, და შენი სრულადდასაწველი, და გამოითხოვე შენდობა შენთვის და შენი ხალხისთვის; და მიიტანე ხალხის შესაწირავი და გამოითხოვე შენდობა მათთვის, როგორც ბრძანა უფალმა.“#ებრ 7:27.
8და მიუახლოვდა აარონი საკურთხეველს და დაკლა მოზვერი თავისი ცოდვის გამოსასყიდ მსხვერპლად. 9და მიუტანეს აარონს მისმა ვაჟებმა სისხლი და დააწო მან თითი და წაუსვა საკურთხევლის რქებს, და დანარჩენი სისხლი დაღვარა საკურთხევლის ძირას. 10ცოდვის მსხვერპლის ქონი და თირკმელები და ღვიძლის ყური დააკმია საკურთხეველზე, როგორც ამცნო უფალმა მოსეს. 11ხოლო ხორცი და ტყავი ცეცხლზე დაწვა ბანაკს გარეთ.
12და დაკლა აარონმა სრულადდასაწველი და მიართვეს მას აარონის ძეებმა სისხლი, და მან მოაპკურა იგი საკურთხევლის ირგვლივ. 13და მიართვეს მას სრულადდასაწველი ასო-ასო აქნილი, მასთან ერთად თავიც, და დააკმია მან საკურთხეველზე. 14გარეცხა შიგნეული და ფეხები და საკურთხეველზე დაწვა სრულადდასაწველთან ერთად.
15შესწირა ხალხის შესაწირავი: მოიყვანა თხა ერის ცოდვის გამოსასყიდად და დაკლა. ისიც შესწირა ცოდვისათვის, როგორც წინა. 16და მიიტანა სრულადდასაწველი და აღასრულა წესისამებრ. 17და მიიტანა პურეულის ძღვენი და აივსო პეშვი, და დააკმია საკურთხეველზე დილის სრულადდასაწველის შემდეგ.
18და დაკლა მოზვერი და ვერძი როგორც ხალხის სამშვიდობო მსხვერპლი. მიართვეს მას აარონის ძეთ სისხლი და მოაპკურა იგი საკურთხევლის ირგვლივ;#ლევ 3:1-11. 19და მოართვეს მოზვრის ქონი და ვერძის დუმა და მუცლის ქონი, თირკმელები და ღვიძლის ყური. 20დაადეს ქონი მკერდზე, და დააკმია მან ქონი საკურთხეველზე. 21და მკერდი და მარჯვენა ბეჭი შეარხია აარონმა უფლის წინაშე შერხევით, როგორც უბრძანა მოსემ.
22და გაიწოდა აარონმა ხელები ხალხისკენ და აკურთხა ისინი, და ჩამოვიდა ცოდვის მსხვერპლის, სრულადდასაწველისა და სამშვიდობო მსხვერპლის შეწირვის შემდეგ.#რცხ 6:22-26. 23და შევიდნენ მოსე და აარონი საკრებულო კარავში. და გამოვიდნენ, და აკურთხეს ხალხი. და გამოეცხადა უფლის დიდება მთელ ხალხს. 24და გამოვიდა ცეცხლი უფლისაგან და დაწვა საკურთხეველზე სრულადდასაწველი და ქონი; და იხილა მთელმა ხალხმა, და სიხარულის ყიჟინა დასცეს და პირქვე დაემხენ.
Currently Selected:
Leviticus 9: ქბსვ
Highlight
Share
Copy
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© 2012 გაერთიენებული ბიბლიური საზოგადოებების საქართველოს წარმომადგენლობა

: