Leviticus 6
6
1და ელაპარაკებოდა უფალი მოსეს და უთხრა: 2თუ ვინმე შესცოდავს და დანაშაულს ჩაიდენს უფლის წინაშე იმით, რომ უარს ეტყვის თავის მოყვასს შესანახად მიბარებულ ან გირაოდ მიცემულ ნივთზე, ან რაიმეს გამოსძალავს და წაართმევს თავის მოყვასს, 3ან თუ იპოვის მის დაკარგულს, დამალავს და ცრუდ დაიფიცავს ისეთ რამეზე, რასაც ადამიანი აკეთებს და სცოდავს; #რცხ 5:5-8. 4თუ ასე შესცოდავს და დამნაშავე გახდება, უნდა დააბრუნოს წართმეული, რაც წაართვა, ან გამოძალული, რაც გამოსძალა, ან მიბარებული, რაც მიაბარეს, ან დაკარგული, რაც იპოვა; 5ან სხვა ყველაფერი, რაზეც ცრუდ დაიფიცა, უნდა მთლიანად დააბრუნოს და მისი მეხუთედიც დაამატოს, და დანაშაულის მსხვერპლის შეწირვის დღეს იმას მისცეს, ვისაც ეკუთვნის; 6და თავისი დანაშაულის მსხვერპლად უნდა მიიყვანოს მღვდელთან უფლისათვის შენი შეფასებით უხინჯო ვერძი დანაშაულის მსხვერპლად. 7და გამოითხოვს მღვდელი მისთვის შენდობას უფლის წინაშე, და მიეტევება მას, რაც ჩაიდინა და რითაც დადანაშაულდა.
8და ელაპარაკებოდა უფალი მოსეს და უთხრა: 9ამცნე აარონს და მის ძეთ: ესაა წესი სრულადდასაწველისა: სრულადდასაწველი იყოს საკურთხევლის კოცონზე მთელ ღამეს, დილამდე, და საკურთხევლის ცეცხლი გიზგიზებდეს მასზე; 10და შეიმოსოს მღვდელმა სელის სამოსელი და შიშველ ტანზე სელისავე ქვედა საცვალი ჩაიცვას, და აიღოს ნაცარი, რაც სრულადდასაწველისგან დარჩა საკურთხეველზე, და დაყაროს იგი საკურთხეველთან. 11და გაიხადოს თავისი შესამოსელი და სხვა სამოსი ჩაიცვას, და გაიტანოს ნაცარი ბანაკს გარეთ, წმიდა ადგილზე. 12ცეცხლი საკურთხეველზე გიზგიზებდეს, არ ჩაქრეს. და მოუკიდოს მასზე მღვდელმა შეშებს დილაობით და ზედ დააწყოს სრულადდასაწველი და კვამლად აქციოს მასზე სამშვიდობო მსხვერპლი, და მასზე დააკმიოს სამშვიდობო მსხვერპლის ქონი; 13ცეცხლი მუდამ გიზგიზებდეს საკურთხეველზე, არ ჩაქრეს.
14აი წესი პურეული ძღვენისა: უფლის წინაშე მიიტანონ იგი აარონის ძეებმა საკურთხეველზე; 15და აიღოს მღვდელმა მუჭით პურეულის შესაწირავიდან გამტკიცული ფქვილი თავისი ზეთით და საკმევლით, და დააკმიოს საკურთხეველზე: ეს არის კეთილსურნელება, სამახსოვროდ უფლის წინაშე; 16მისი დანარჩენი აარონმა და მისმა ძეებმა შეჭამონ; ხმიადი წმიდა ადგილას უნდა ჭამონ, საკრებულო კარვის ეზოში ჭამონ; 17არ გამოაცხონ საფუარით. ეს მივეცი მათ წილად ჩემი საცეცხლო მსხვერპლებიდან. უწმიდესია ის, ისევე როგორც ცოდვის მსხვერპლი და დანაშაულის მსხვერპლი. 18აარონის ძეთაგან ყოველმა მამრმა ჭამოს ის. ეს იყოს თქვენი მოდგმის საუკუნო არჩივი თაობიდან თაობამდე, უფლის საცეცხლო მსხვერპლიდან. ყოველი, რომელიც მას შეეხება, განიწმიდება.
19და ელაპარაკებოდა უფალი მოსეს და უთხრა: 20ესა არის აარონისა და მის ძეთა მსხვერპლი, რომელიც უნდა შესწირონ უფალს მათი ცხების დღეს: მეათედი ეფა გამტკიცული ფქვილი მუდმივ შესაწირავად, ნახევარი დილისთვის და ნახევარი საღამოსთვის. 21ტაფაზე ზეთში უნდა იყოს მომზადებული; კარგად გამომცხვარი უნდა მიიტანო, და ნაჭრებად დამტვრეული უნდა შესწირე იგი უფლისთვის კეთილსურნელებად. 22და მღვდელმა, აარონის ძეთაგან, აარონის მემკვიდრედ ცხებულმა, უნდა გააკეთოს ეს. ეს უფლისგან მოცემული საუკუნო წესია. მთლიანად უნდა დაიწვას ის. 23მღვდლისგან შეწირული ყოველი პურეული ძღვენი მთლიანად უნდა დაიწვას, არ უნდა შეიჭამოს.
24და ელაპარაკებოდა უფალი მოსეს და უთხრა: 25უთხარი აარონსა და მის ძეებს: ესაა წესი ცოდვის მსხვერპლისა: იმ ადგილას, სადაც იკვლება სრულადდასაწველი, დაიკლას ცოდვის მსხვერპლიც უფლის წინაშე. უწმიდესია ის. 26მღვდელმა, რომელმაც ცოდვის მსხვერპლი შესწირა, უნდა ჭამოს ის. წმიდა ადგილზე შეიჭამოს, საკრებულო კარვის ეზოში. 27ყველა, ვინც იმ ხორცს შეეხება, განიწმიდება. და ვის სამოსელსაც მიეპკურება მისი სისხლი, წმიდა ადგილზე უნდა გარეცხოს. 28თიხის ჭურჭელი, რომელშიც ის მოიხარშა, უნდა დაიმსხვრეს; და თუ ბრინჯაოს ჭურჭელში მოიხარშა, მაშინ ის უნდა გამოირეცხოს და წყალი გამოევლოს. 29ყოველ მამრს მღვდლის ოჯახში შეუძლია ჭამოს ის. უწმიდესია ის უფლისათვის. 30და ყოველი ცოდვის მსხვერპლი, რომლის სისხლიც საკრებულო კარავში შეაქვთ, საწმიდარში შენდობის გამოსათხოვრად; ის არ უნდა შეიჭამოს; ცეცხლზე უნდა დაიწვას.
Currently Selected:
Leviticus 6: ქბსვ
Highlight
Share
Copy
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© 2012 გაერთიენებული ბიბლიური საზოგადოებების საქართველოს წარმომადგენლობა