Joel 1
1
1სიტყვა უფლისა, რომელიც იყო იოელ ფეთუელის ძის მიმართ: 2ისმინეთ ეს, უხუცესნო, ყურად იღეთ ქვეყნის ყველა მკვიდრნო! თუ მომხდარა ეს თქვენს დროს ან თქვენი მამების დროს? 3გადაეცით თქვენს შვილებს ამის თაობაზე, თქვენმა შვილებმა თავიანთ შვილებს გადასცენ, მათმა შვილებმა კი – მომავალ თაობას: 4რაც მუხლუხოს გადაურჩა კალიამ მოჭამა, რაც კალიას გადაურჩა კუტკალიამ მოჭამა, რაც კუტკალიას გადაურჩა ბოცომკალმა მოჭამა.
5გაიღვიძეთ, ლოთებო, იტირეთ და ივალალეთ, ღვინის მსმელნო, ყურძნის წვენის გამო, რადგან ის ბაგეთაგან აგაცალეს! 6რადგან მოადგა ჩემს ქვეყანას ძლიერი და ურიცხვი ხალხი. კბილები მისი – კბილები ლომისა, ყბები მისი – ყბები ძუ ლომისა.#გცხ 9:8. 7გამიჩანაგა ვენახი და შემიმუსრა ლეღვიანი, გაყვლიფა და მიაგდო; გაუფითრდა რტოები. 8იტირე ძაძით მოსილი ქალწულივით, თავის საქმროს რომ დასტირის! 9შეწყდა პურეულის ძღვენი და საღვრელი უფლის სახლში; გოდებენ მღვდლები, უფლის მსახურნი. 10გაჩანაგდა ყანები, გოდებს მიწა, რადგან გაოხრდა ხორბალი, გაშრა წვენი, გახმა ზეთისხილი. 11გაწბილდნენ მხვნელ-მთესველნი და მეზვრენი, აღარაა ხორბალი და ქერი, მთელი მოსავალი დაიღუპა. 12გადახმა ვაზი და ჩამოჭკნა ლეღვი; გახმა ბროწეული, ფინიკი და ვაშლი და ველის ყველა ხე. ამიტომაც გაუქრა სიხარული ადამის ძეს. 13შემოირტყით ჯვალო და იგლოვეთ, მღვდლებო! ივალალეთ, სამსხვერპლოს მსახურნო! წადით, ჯვალოში გაათიეთ ღამე, ჩემი ღვთის მსახურნო! რადგან შეწყდა თქვენი ღვთის სახლში პურეულის ძღვენი და შეწყდა საღვრელი. 14დათქვით წმიდა მარხვა, გამოაცხადეთ საზეიმო თავყრილობა; შეკრიბეთ უხუცესნი, ქვეყნის ყოველი მკვიდრი, უფლის, თქვენი ღმერთის, სახლში და უფალს შეღაღადეთ.
15ვაი, ჩვენს დღეს! რადგან ახლოსაა უფლის დღე და მოდის უზენაესისაგან როგორც ტანჯვა ტანჯვათაგან.#ესა 13:6. 16განა თვალწინ არ წარგვტაცეს საზრდო, და სიხარული და ლხინი ღვთის სახლიდან? 17ჩალპა მარცვალი ბელტებს ქვეშ, დაცარიელდა კალოები, დაინგრა ბეღლები, რადგან გადახმა ყანები. 18როგორ კვნესის პირუტყვი! დაღონებული დადის ნახირი, რადგან აღარა აქვს საძოვარი; ცხვრის ფარებსაც ილაჯი გაუწყდა. 19შენ შემოგღაღადებ, უფალო, რადგან ცეცხლმა გადაჭამა უდაბნოს საძოვრები, ალმა გადაბუგა ველზე ყოველი ხე. 20ველის ნადირიც შენ შემოგყურებს, რადგან დაიშრიტა წყლის სათავეები და ცეცხლმა გადაჭამა უდაბნოს საძოვრები.
Currently Selected:
Joel 1: ქბსვ
Highlight
Share
Copy
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© 2012 გაერთიენებული ბიბლიური საზოგადოებების საქართველოს წარმომადგენლობა

: