YouVersion Logo
Search Icon

Jeremiah 52

52
121 წლისა იყო ცედეკია მისი გამეფებისას და თერთმეტ წელს იმეფა იერუსალიმში. დედამისი, სახელად ხამუტალი, იერემიას ასული, ლიბნადან იყო. 2ბოროტს აკეთებდა უფლის თვალში, როგორც იეჰოიაკიმი სჩადიოდა, 3ამიტომაც უფლის გულისწყრომა იყო იერუსალიმსა და იუდეაზე, ვიდრე თვალიდან არ მოიცილა მან ისინი, და განუდგა ცედეკია ბაბილონის მეფეს. 4მისი მეფობის მეცხრე წლის მეათე თვის მეათე დღეს იერუსალიმს ბაბილონის მეფე, ნაბუქოდონოსორი, მოადგა მთელი თავისი ლაშქრით, ალყაში მოიქცია ქალაქი და ირგვლივ მიწაყრილი აღმართა.#ეზკ 24:2. 5და იყო ქალაქი ალყაშემორტყმული მეფე ცედეკიას მეფობის მეთერთმეტე წლამდე. 6მეოთხე თვის მეცხრე დღეს გაძლიერდა შიმშილი ქალაქში და პური აღარ ჰქონდა ხალხს. 7და გატყდა ქალაქი და ყველა მეციხოვნე გაიქცა, და ღამით გავიდა ქალაქიდან ორ გალავანს შორის მოქცეულ კარიბჭის გზით, რომელიც მეფის ბაღთან იყო, და დაადგნენ ყარაბას გზას. ქალდეველნი კი ქალაქის ირგვლივ იყვნენ დაბანაკებულნი.#ეზკ 33:21. 8და დაედევნა ქალდეველთა ლაშქარი მეფეს და დაეწია ცედეკიას იერიხოს გაღმა უდაბნოში, და მთელი მისი მსახურნი შემოეფანტნენ მას. 9და შეიპყრეს მეფე და მიჰგვარეს ბაბილონის მეფეს რიბლაში, ხამათის ქვეყანაში, და მან განაჩენი გამოუტანა ცედეკიას. 10და დაკლა ბაბილონის მეფემ ცედეკიას ძენი მის თვალწინ და იუდეის ყველა მთავარიც დაკლა რიბლაში. 11ცედეკიას კი თვალები დასთხარა და ბორკილები დაადო. და წაიყვანა იგი ბაბილონის მეფემ ბაბილონში და საპყრობილეში ჩასვა სიკვდილის დღემდე.#ეზკ 12:13. 12მეხუთე თვის მეათე დღეს – ეს იყო მეცხრამეტე წელი ბაბილონის მეფის, ნაბუქოდონოსორის, მეფობისა, მოვიდა იერუსალიმში ნებუზარადანი, ქონდაქართუხუცესი, ბაბილონის მეფის წინაშე მდგომელი 13და დაწვა უფლის სახლი, მეფის სასახლე და იერუსალიმის ყველა სახლი; და ყველა დიდი სახლი ცეცხლში დაწვა.#3მფ 9:8. 14და დაანგრია ქალდეველთა ლაშქარმა, რომელიც ქონდაქართუხუცესს ახლდა, იერუსალიმის ირგვლივ მთელი გალავანი. 15და მდაბიო ხალხი და ქალაქში დარჩენილი ხალხის ნატამალი და შევრდომილნი, რომლებიც ბაბილონის მეფეს თავისით დანებდნენ, და ბრბოს ნატამალი გადაასახლა ნებუზარადანმა, ქონდაქართუხუცესმა. 16ქვეყნის მდაბიოთაგან ნაწილი მევენახეებად და მხვნელ-მთესველებად დატოვა ქონდაქართუხუცესმა ნებუზარადანმა. 17და ბრინჯაოს სვეტები, რომელიც უფლის ტაძარს ედგა, და კვარცხლბეკები და ბრინჯაოს ზღვა, რომელიც უფლის სახლში იყო, დაამტვრიეს ქალდეველებმა და მთელი ბრინჯაო ბაბილონში გაზიდეს.#3მფ 7:15-47. 18და ქვაბები და აქანდაზები, დანები და თასები, კოვზები და ბრინჯაოს მთელი ჭურჭელი, რაც ღვთისმსახურებისას იხმარებოდა, თან წაიღეს. 19თეფშები, მაშები, სასხურებლები, ქვაბები, ლამპრები, სასაკმევლეები, საწდეები, რაც ოქროსი და ვერცხლისა იყო, წაიღო ქონდაქართუხუცესმა. 20ასევე წაიღო ორი სვეტი, ერთი ზღვა და ბრინჯაოს 12 ხარი, რომლებიც კვარცხლბეკის ქვეშ იდგნენ, სოლომონ მეფემ რომ გააკეთებინა უფლის ტაძრისათვის. მთელ ამ ბრინჯაოს ჭურჭელს წონა არ ჰქონდა. 21სვეტების სიმაღლე 18 წყრთა იყო და 12 წყრთის სიგრძე ლარი ევლებოდა გარშემო; კედელს სისქე ოთხი თითის დადება ჰქონდა და ღრუ იყო. 22და მისი გვირგვინი ბრინჯაოსი იყო, გვირგვინის სიმაღლე ხუთი წყრთა იყო; და ბადე და ბროწეულები გვირგვინის ირგვლივ მთლიანად ბრინჯაოსი იყო; და ასეთივე იყო მეორე სვეტი და ბროწეულები. 23და 96 ბროწეული იყო გარედან, და ბროწეული ბადეზე ირგვლივ სულ 100 იყო. 24და წაიყვანა ქონდაქართუხუცესმა ტყვეებად სერაია, მთავარი მღვდელი, და ცეფანია, მეორე მღვდელი და ზღურბლის სამი მცველი. 25ქალაქიდან აიყვანა ერთი საჭურისი, რომელიც მებრძოლთა ზედამხედველი იყო, და მეფის წინაშე წარჩინებული შვიდი კაცი, რომლებიც ქალაქში იმყოფებოდნენ, და მხედართმთავრის მწიგნობარი, ქვეყნის ხალხის აღმწერელი, და 60 კაცი ქალაქში მყოფი ქვეყნის ხალხიდან. 26და წაიყვანა ისინი ნებუზარადანმა, ქონდაქართუხუცესმა, და მიიყვანა ბაბილონის მეფესთან რიბლაში. 27და სცემა მათ ბაბილონის მეფემ და დახოცა ისინი რიბლაში, ხამათის ქვეყანაში. და გადაასახლა მან იუდეა თავისი მიწა-წყლიდან. 28ეს არის ხალხის რაოდენობა, რომელიც ნაბუქოდონოსორმა გადაასახლა: მეშვიდე წელს 3023 იუდაელი; 29თავისი მეფობის მეთვრამეტე წელს 832 სული იერუსალიმიდან. 30და ოცდამესამე წელს ნებუზარადანმა, ქონდაქართუხუცესმა, გადაასახლა 745 სული იუდაელი: მთლიანად 4600 სული.
31იუდეის მეფის, იეჰოიაქინის გადასახლების ოცდამეჩვიდმეტე წლის მეთორმეტე თვის მეხუთე დღეს ევილ-მეროდაქმა, ბაბილონის მეფემ, თავისი მეფობისას განადიდა იეჰოიაქინი, იუდეის მეფე, და გამოიყვანა იგი საპყრობილიდან. 32კეთილად ელაპარაკა მას და ტახტი დაუდგა იმ მეფეთა ტახტზე მაღლა, რომლებიც მასთან იყვნენ ბაბილონში. 33გამოიცვალა იოაქინმა ტუსაღის სამოსი და პურს მუდამ მეფის სუფრაზე ჭამდა, მთელი დარჩენილი სიცოცხლის მანძილზე. 34და ეძლეოდა მას თავისი მუდმივი ულუფა ბაბილონის მეფისაგან ყოველდღე მისი სიკვდილის დღემდე, მთელი სიცოცხლის მანძილზე.

Currently Selected:

Jeremiah 52: ქბსვ

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy