Hosea 11
11
1როცა ყრმა იყო ისრაელი, მიყვარდა ის და ეგვიპტიდან მოვიხმე იგი, ჩემი ძე.#გამ 4:22; მთ 2:15. 2უხმობდნენ მათ, ისინი კი გარბოდნენ მათგან, რომ მსხვერპლი შეეწირათ ბაყალებისათვის და კერპებისათვის საკმეველი ეკმიათ. 3მე ავადგმევინე ფეხი ეფრემს; ხელით ვატარებდი, მაგრამ ისინი ვერ იგებდნენ, რომ მე ვკურნავდი მათ. 4ვიზიდავდი მათ ადამიანური გრძნობის არტახებით, სიყვარულის ძაფებით; ლაგმის წამომყრელივით ვიყავი მათი ყბებიდან, და სიყვარულით ვაძლევდი მათ საკვებს. 5არ გაბრუნდება ის ეგვიპტის ქვეყნისაკენ, მაგრამ აშური იქნება მათი მეფე, რადგან არ ინდომეს ჩემსკენ მოქცევა. 6მახვილი დატრიალდება მის ქალაქებში და დალეწავს მის საკეტურებს, და შთანთქავს მათ ავი ზრახვების გამო. 7მიდრეკილია ჩემგან განდგომად ჩემი ერი, მაღლისაკენ უხმობენ მას, მაგრამ არავინ აღამაღლებს. 8როგორ გაგიმეტო, ეფრემ? როგორ გადაგაგდო, ისრაელ? როგორ გაგიმეტო ადმასავით? როგორ მოგექცე ცებოიმივით? გადამიბრუნდა გული, ერთიანად ამიტანა სიბრალულმა.#რჯ 29:23. 9აღარ ავინთები რისხვით, აღარ აღვიძვრები ეფრემის დასაღუპად, რადგან ღმერთი ვარ მე და არა კაცი, მე წმიდა ვარ თქვენში და რისხვით არ მოვალ. 10უფალს გაჰყვებიან ისინი; ლომივით დაიწყებს ბრდღვინავს ის, და როცა დაიწყებს ბრდღვინვას, მისკენ შიშით წამოვლენ ძენი დასავლეთიდან. 11შიშით წამოვლენ ეგვიპტიდან, როგორც ჩიტები და, როგორც მტრედები, აშურის ქვეყნიდან; და დავასახლებ მათ თავიანთ სახლებში, – ამბობს უფალი. 12შემომეხვია სიცრუით ეფრემი და ტყუილით – ისრაელის სახლი; კიდევ მერყეობს იუდა ღმერთის წინაშე და წმიდის წინაშე, რომელიც ურყევია.
Currently Selected:
Hosea 11: ქბსვ
Highlight
Share
Copy
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© 2012 გაერთიენებული ბიბლიური საზოგადოებების საქართველოს წარმომადგენლობა

: