YouVersion Logo
Search Icon

Hosea 1

1
1უფლის სიტყვა, რომელიც იყო ოსიას#1:1 ებრ. ჰოშეაყ მიმართ, ბეერის ძისა, იუდეის მეფეების: ყუზიას, იოთამის, ახაზისა და ხეზეკიას დროს, და ისრაელის მეფის იერობოყამ იოაშის ძის დროს.#4მფ 15:1-7; 2ნშ 26:1-23; 4მფ 15:32-38; 2ნშ 27:1-8; 4მფ 16:1-20; 2ნშ 28:1-27; 4მფ 18:1—20:21; 2ნშ 29:1—32:33; 4მფ 14:23-29.
2როცა იწყო უფალმა ქადაგება ოსიას პირით, უთხრა: წადი, მოიყვანე გარყვნილი ქალი და გარყვნილების ძენი, რადგან გაირყვნა ქვეყანა და განადგურდა უფალი. 3წავიდა და მოიყვანა გომერი, დიბლაიმის ასული. დაორსულდა ქალი და უშვა ძე. 4და უთხრა უფალმა მას: დაარქვი სახელად იზრეყელი, რადგან, ცოტაც და, უნდა მოვკითხო იზრეყელის სისხლი იეჰუს სახლს და გავაუქმო ისრაელის მეფობა.#4მფ 10:11. 5იმ დღეს იქნება, რომ შევმუსრავ ისრაელის მშვილდს იზრეყელის ველზე. 6კვლავ დაორსულდა ქალი და შვა ასული. უთხრა უფალმა: დაარქვი სახელად ლო-რუხამა (არა შესაწყალისი), რადგან აღარ შევიწყალებ ისრაელის სახლს და არასოდეს შევუნდობ. 7იუდას სახლს კი შევიწყალებ და ვიხსნი უფლის, მათი ღვთის, ხელით; არც მშვილდით, არც მახვილით, არც ბრძოლით, არც მხედრებით არ ვიხსნი მათ. 8მოწყვიტა ძუძუს ლო-რუხამა და ისევ დაორსულდა და შვა ძე. 9თქვა უფალმა: დაარქვი სახელად ლო-ყამი (არა ჩემი ერი), რადგან აღარ ხართ ჩემი ერი და მეც აღარ ვარ თქვენი. 10ზღვის ქვიშასავით იქნება ისრაელიანთა რიცხვი, რომელიც არც გაიზომება და არც აღირიცხება; და ნაცვლად იმისა, რომ უთხრან, ლო-ყამი (არა ჩემი ერი) ხართო, ეტყვიან, ცოცხალი ღმერთის შვილები ხართო.#რომ 9:26. 11შეიყრებიან ერთად იუდაელები და ისრაელიანები და დაისვამენ ერთ მთავარს და გამოვლენ ქვეყნიდან, რადგან დიდი იქნება იზრეყელის დღე.

Currently Selected:

Hosea 1: ქბსვ

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy