Exodus 3
3
1მწყემსავდა მოსე თავისი სიმამრის, ითროს, მიდიანელი მღვდლის, ცხვარს. წაასხა მან ცხვარი უდაბნოს იქით და მიადგა ღვთის მთას, ხორებს#3:1 ხორები: სავარაუდოდ სინას მთის სხვა სახელწოდება უნდა იყოს.. 2და გამოეცხადა მას უფლის ანგელოზი, როგორც ცეცხლის ალი შუაგულ მაყვლოვანში. ხედავს, ცეცხლი უკიდია მაყვლოვანს, მაგრამ ბუჩქი არ იწვის.#საქ 7:30-34. 3თქვა მოსემ: „მივალ და ვნახავ, რა სასწაულია, რატომ არ იწვის ბუჩქი?“ 4დაინახა უფალმა, რომ მოდის მოსე სანახავად, დაუძახა მას ღმერთმა შუაგული მაყვლოვნიდან: „მოსე! მოსე!“ და მიუგო მან: „აქა ვარ.“ 5და უთხრა მას უფალმა: „ახლოს ნუ მოხვალ! გაიძვრე სანდლები ფეხთაგან, რადგან ადგილი, რომელზეც დგახარ, წმიდა მიწაა.“ 6და კვლავ უთხრა მან: „მე ვარ მამაშენის ღმერთი, ღმერთი აბრაამისა, ღმერთი ისააკისა და ღმერთი იაკობისა.“ და დაიფარა მოსემ სახე, რადგან შეეშინდა ღმერთის ხილვისა.
7და უთხრა უფალმა: „დავინახე ტანჯვა ჩემი ხალხისა ეგვიპტეში, და ვისმინე მისი კვნესა ზედამხედველთაგან. და რაკი ვიცი მისი სატკივარი, 8ჩამოვედი, რათა ვიხსნა ეგვიპტელთაგან და გამოვიყვანო იმ ქვეყნიდან, და შევიყვანო კარგსა და ვრცელ ქვეყანაში, სადაც მოედინება რძე და თაფლი – ქანაანელთა, ხეთელთა, ამორეველთა, ფერიზელთა, ხიველთა, იებუსელთა ქვეყანაში. 9ისრაელიანთა კვნესამ უკვე მოაწია ჩემამდე, და ვიხილე კიდეც მათი ჩაგვრა, როგორ ჩაგრავენ მათ ეგვიპტელნი. 10ახლა კი წადი, მიგავლენ ფარაონთან, რომ გამოიყვანო ჩემი ხალხი, ისრაელიანები, ეგვიპტიდან.“ 11და უთხრა მოსემ ღმერთს: „მე ვინა ვარ, რომ წავიდე ფარაონთან და გამოვიყვანო ისრაელიანები ეგვიპტიდან?“ 12და თქვა: „მე ვიქნები შენთან და ეს გექნება ნიშნად, რომ მე მიგავლინე: როცა გამოიყვან ამ ხალხს ეგვიპტიდან, ემსახურეთ ღმერთს ამ მთაზე.“
13და უთხრა მოსემ ღმერთს: „კარგი, მივედი ისრაელის ძეებთან და ვუთხარი: თქვენი მამების ღმერთმა მომავლინა-მეთქი თქვენთან. და მკითხეს, რა არის მისი სახელიო, რა ვუთხრა მათ?“#გამ 6:2,3. 14და უთხრა ღმერთმა მოსეს: „მე ვარ, რომელიც ვარ.“ და თქვა: „ასე უთხარი ისრაელის ძეთ – ‘მე ვარ’ მგზავნის-თქო თქვენთან.“#გცხ 1:4,8. 15კვლავ უთხრა ღმერთმა მოსეს: „ასე უთხარი ისრაელის ძეთ: ‘უფალმა, თქვენი მამების ღმერთმა, აბრაამის ღმერთმა, ისააკის ღმერთმა და იაკობის ღმერთმა მომავლინა თქვენთან.’ ეს არის ჩემი სახელი უკუნითი უკუნისამდე და ეს არის ჩემი სახსენებელი თაობიდან თაობამდე.
16წადი და შეკრიბე ისრაელის უხუცესები და უთხარი მათ: ‘უფალი, თქვენი მამების ღმერთი, გამომეცხადა; ღმერთი აბრაამისა, ისააკისა და იაკობისა და მითხრა: მოგხედეთ თქვენ და დავინახე, რა ხდება თქვენს თავს ეგვიპტეში. 17და ვთქვი: წაგიყვანთ ეგვიპტის სატანჯველიდან ქანაანელთა, ხეთელთა, ამორეველთა, ფერიზელთა, ხიველთა და იებუსელთა ქვეყანაში, ქვეყანაში, სადაც მოედინება რძე და თაფლი.’ 18მოისმენენ შენს სიტყვას, და მიხვალ ისრაელის უხუცესებითურთ ეგვიპტის მეფესთან, და ეტყვით: ‘უფალი, ებრაელთა ღმერთი გამოგვეცხადა ჩვენ. გაგვიშვი უდაბნოში სამი დღის სავალზე და მსხვერპლს შევწირავთ უფალს, ჩვენს ღმერთს.’ 19ვიცი, არ გაგიშვებთ ეგვიპტის მეფე, თუ ძლიერმა ხელმა არ აიძულა. 20და გავიწვდი ხელს, და ვგვემ ეგვიპტეს ყოველი ჩემი სასწაულით, რომელთაც მოვახდენ იქ. მხოლოდ ამის შემდეგ გაგიშვებთ იგი. 21მადლს ვაპოვნინებ ეგვიპტელთა თვალში ამ ხალხს და როცა წახვალთ, ხელცარიელნი არ წახვალთ.#გამ 12:35,36. 22და ითხოვოს ყოველმა ქალმა თავისი მეზობლისა და თავისი ხიზანი ქალისაგან ვერცხლისა და ოქროს ნივთები, და სამოსელი. და შემოსეთ თქვენი ძენი და ასულნი, და გაძარცვეთ ეგვიპტელნი.“
Currently Selected:
Exodus 3: ქბსვ
Highlight
Share
Copy

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© 2012 გაერთიენებული ბიბლიური საზოგადოებების საქართველოს წარმომადგენლობა

: