YouVersion Logo
Search Icon

Exodus 26

26
1და გააკეთე სავანე გრეხილი ბისონის, ცისფერი, ძოწეული და ჭიაფერი ნართის ქსოვილის ათი ნაჭრისაგან. და ოსტატურად უნდა ამოქარგო ქერუბიმები მათზე. 2თითოეული ნაჭრის სიგრძე იყოს 28 წყრთა, ხოლო სიგანე – ოთხი წყრთა. ყველა ნაჭერი ერთი ზომისა იყოს. 3ხუთი ნაჭერი ერთმანეთს გადააკერე, მეორე ხუთი ნაჭერიც – ერთმანეთს. 4და გაუკეთე ცისფერი კილოები განაპირა ნაჭერს კიდეზე, და ასევე გააკეთე მეორე ნაჭრის კიდეზე. 550 კილო გაუკეთე ერთი ნაჭრის კიდეზე, 50 კილო – მეორე ნაჭერს. კილოები მიესადაგონ ერთმანეთს. 6და გააკეთე 50 დუგმა ოქროსი, და შეაერთე ნაჭრები ურთიერთთან დუგმებით, და ერთიანი იქნება სავანე.
7და გააკეთე გადასაფარებელი თხისურისგან, სავანის გადასახურავად. 11 ასეთი გადასაფარებელი გააკეთე. 8სიგრძე თითოეული გადასაფარებლისა იყოს 30 წყრთა, ხოლო სიგანე – ოთხი წყრთა. თერთმეტივე გადასაფარებლი ერთი ზომისა იყოს. 9და შეაერთე ხუთი გადასაფარებელი ცალკე და ექვსი ცალკე, და ორად მოკეცე მეექვსე გადასაფარებელი კარვის წინა მხარეს. 10გაუკეთე 50 კილო ერთ გადასაფარებელს კიდეზე, და 50 მეორე გადასაფარებელს კიდეზე.
11გააკეთე ბრინჯაოს 50 დუგმა და გაუყარე დუგმები კილოებში, და შეაერთე სავანე, და ერთიანი იქნება. 12და ჩამოშვებული ნამეტი სავანის გადასაფარებლიდან, გადასაფარებლის ნამეტობის ნახევარი, სავანის უკანა მხარეს იყოს ჩამოშვებული. 13სავანის გადასაფარებლის სიგრძეზე მორჩენილი ნამეტი, ერთი წყრთა ერთი მხრიდან, გადაიჭიმოს სავანის გვერდებზე აქეთა და იქით, მის დასაფარავად. 14და გააკეთე საფარველი კარვისათვის ვერძის ტყავისა დათრიმლული და გამოყვანილი ტყავის საფარი ზემოდან.
15და გააკეთე კეტები სავანისათვის აკაციის ხისაგან. 1610 წყრთა იყოს სიგრძე თითოეული ძელისა და წყრთანახევარი – სიგანე. 17ორ-ორი რიკი თითოეული ძელისათვის, ერთიმეორეზე მიერთებული. ასე გაუკეთე სავანის ყოველ ძელს. 18და გააკეთე კეტები სავანისათვის: 20 ძელი სამხრეთის მხარეს. 19და ვერცხლის 40 კვარცხლბეკი გაუკეთე ოცივე ძელის ქვეშ: ორი კვარცხლბეკი ერთი ძელის ქვეშ მისი ორი რიკისთვის და ორი კვარცხლბეკი ყველა სხვა ძელის ქვეშ მისი ორი რიკისთვის. 20და სავანის მეორე გვერდისათვის, ჩრდილოეთ მხარეს – 20 ძელი. 21და მათთვის ვერცხლის 40 კვარცხლბეკი: ორ-ორი კვარცხლბეკი თითო ძელის ქვეშ. 22სავანის უკანა, დასავლეთი მხარისათვის, გააკეთე ექვსი ძელი. 23და ორი ძელი გააკეთე სავანის კუთხეებისთვის, უკანა მხარეს. 24იყოს ისინი შეკრული ქვემოდან და ზემოდან თითო რგოლით. ასე უნდა იყოს ორივე კუთხისათვის. 25და იქნება რვა ძელი და ვერცხლის 16 კვარცხლბეკი, ორ-ორი კვარცხლბეკი თითოეული ბოძისთვის.
26და გააკეთე ლარტყები აკაციის ხისაგან: ხუთი – სავანის ერთი გვერდის კეტებისათვის. 27და ხუთი ლარტყი სავანის მეორე მხარის კეტებისათვის, და ხუთი – სავანის უკანა მხარის კეტებისათვის, დასავლეთით. 28და შუათანა ლარტყი ერთი კიდიდან მეორე კიდემდე უნდა გასდევდეს ძელებს. 29მოავარაყე კეტები ოქროთი, და მათი რგოლები, ლარტყების გასაყრელები გააკეთე ოქროსი, და ლარტყებიც ოქროთი მოავარაყე. 30და ააგე სავანე იმ წესით, რომელიც მთაზე იხილე.
31და მოქსოვე ფარდა ცისფერი, ძოწეული და ჭიაფერი ნართისა და გრეხილი ბისონისა. ოსტატური ნაკეთობით ამოქარგონ იგი, ქერუბიმებით. 32და ჩამოკიდე იგი ოქროთი მოვარაყებულ აკაციის ოთხ ბოძზე, ოქროსი იყოს მათი დუგმები, ვერცხლის ოთხ კვარცხლბეკზე, 33და მიაბნიე ფარდა დუგმებს, და შეიტანე იქ, ფარდის მიღმა, მოწმობის კიდობანი. და ფარდა გამოჰყოფს თქვენთვის წმიდას წმიდათა წმიდისაგან.#ებრ 6:19; 9:3-5. 34და დაახურე სარქვეველი მოწმობის კიდობანს წმიდათა წმიდაში. 35და დადგი ტაბლა ფარდის გარეთ და სასანთლე ტაბლის პირისპირ სავანის გვერდით, სამხრეთისაკენ, და დადგი ტაბლა ჩრდილოეთით.
36და ჩამოჰკიდე ფარდა სავანის შესასვლელთან ცისფერი, ძოწეული და ჭიაფერი ნართისა და გრეხილი ბისონისა, მქარგავის ნაკეთობით. 37და გააკეთე ჩამოსაფარებლისათვის ხუთი სვეტი აკაციისა და მოავარაყე ისინი ოქროთი. და მათი დუგმები ოქროსი იყოს; და ჩამოასხი მათთვის ბრინჯაოს ხუთი კვარცხლბეკი.

Currently Selected:

Exodus 26: ქბსვ

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in