YouVersion Logo
Search Icon

Exodus 20

20
1და თქვა ღმერთმა ყველა ეს სიტყვა:
2„მე ვარ უფალი, შენი ღმერთი, რომელმაც გამოგიყვანე ეგვიპტის ქვეყნიდან, მონობის სახლიდან. 3არ გაიჩინო სხვა ღმერთები ჩემს გარდა.
4არ გაიკეთო კერპი და არც რაიმე ხატება იმისა, რაც მაღლა ცაშია, რაც დაბლა მიწაზეა და რაც წყალშია, მიწის ქვემოთ. 5თაყვანი არ სცე მათ და არც ემსახურო, რადგან მე ვარ უფალი, ღმერთი შენი, ღმერთი შურისმგებელი, რომელიც მამათა ცოდვას შვილებს მოვკითხავ, ჩემს მოძულეთა მესამე და მეოთხე თაობამდე,#გამ 34:17; ლევ 19:4; 26:1; რჯ 4:15-18; 27:15. 6და წყალობის მყოფელი ჩემს მოყვარულთა და ჩემი მცნებების დამცველთა მრავალ ათასეულ თაობებისათვის.#გამ 34:6,7; რცხ 14:18; რჯ 7:9,10.
7არ წარმოთქვა უფლის, შენი ღმერთის, სახელი ფუჭად, რამეთუ უფალი დაუსჯელს არ დატოვებს მას, ვინც მის სახელს ფუჭად ახსენებს.#ლევ 19:12.
8დაიცავი შაბათის დღე, რათა წმიდა-ყო იგი.#გამ 16:23-30; 31:12-14. 9ექვსი დღე იმუშავე და აკეთე ყველა შენი საქმე,#გამ 23:12; 31:15; 34:21; 35:2; ლევ 23:3. 10ხოლო მეშვიდე დღე უფლის, შენი ღმერთის, შაბათია. არა საქმე არ აკეთო არც შენ, არც შენმა ძემ, არც შენმა ასულმა, არც შენმა მონამ, არც შენმა მხევალმა, არც შენმა პირუტყვმა, არც შენმა ხიზანმა, რომელიც შენთან ცხოვრობს. 11რადგან ექვს დღეში შექმნა უფალმა ცა და მიწა, ზღვა და ყოველი, რაც მასშია, მეშვიდე დღეს კი დაისვენა. ამისათვის აკურთხა უფალმა შაბათი დღე და წმიდა-ყო იგი.#დაბ 2:1-3; გამ 31:17.
12პატივი ეცი მამაშენსა და დედაშენს, რათა დღეგრძელი იყო მიწაზე, რომელსაც გაძლევს უფალი, შენი ღმერთი.#რჯ 27:16; მთ 15:4; 19:19; მრკ 7:10; 10:19; ლკ 18:20; ეფს 6:2; ეფს 6:3.
13არა კლა.#დაბ 9:6; ლევ 24:17; მთ 5:21; 19:18; მრკ 10:19; ლკ 18:20; რომ 13:9; იაკ 2:11.
14არ იმრუშო.#ლევ 20:10; მთ 5:27; 19:18; მრკ 10:19; ლკ 18:20; რომ 13:9; იაკ 2:11.
15არ იქურდო.#ლევ 19:11; მთ 19:18; მრკ 10:19; ლკ 18:20; რომ 13:9.
16არ გამოხვიდე ცრუ მოწმედ შენი მოყვასის წინააღმდეგ.#გამ 23:1; მთ 19:18; მრკ 10:19; ლკ 18:20.
17არ ისურვო შენი მოყვასის სახლი, არ ისურვო შენი მოყვასის ცოლი, არც მისი მსახური, არც მისი მხევალი, არც მისი ხარი, არც მისი სახედარი და არც სხვა რამ, რაც შენი მოყვასისაა.“#რომ 7:7; 13:9.
18და ხედავდა მთელი ხალხი ჭექა-ქუხილს და ცეცხლის ალს, და ბუკის ხმას და აკვამლებულ მთას. და შეძრწუნდა ხალხი და დადგა მოშორებით. 19და უთხრეს მოსეს: „გველაპარაკე შენ და მოგისმენთ, ოღონდ ღმერთი ნუ გველაპარაკება, თორემ დავიხოცებით.“#ებრ 12:18,19. 20და უთხრა მოსემ ხალხს: „ნუ გეშინიათ, თქვენს გამოსაცდელად მოვიდა ღმერთი, რომ მისი შიში გქონდეთ და არ შესცოდოთ.“ 21და იდგა ხალხი მოშორებით, და მივიდა მოსე ბნელ ღრუბელთან, სადაც ღმერთი იყო.
22და უთხრა უფალმა მოსეს: „ასე უთხარი ისრაელიანთ: ‘თქვენ დაინახეთ, რომ ზეციდან გელაპარაკებოდით. 23არ გააკეთოთ ჩემს გვერდით სხვა ღმერთები. ვერცხლის ან ოქროს ღმერთები არ გაიკეთოთ. 24მიწისაგან გამიკეთე სამსხვერპლო და შესწირე მასზე შენი სრულადდასაწველები და შენი სამშვიდობო მსხვერპლები, შენი ცხვარ-ძროხა; ყველგან, სადაც დავადგენ ჩემი სახელის ხსენებას, მე მოვალ შენთან და გაკურთხებ. 25და თუ ქვის სამსხვერპლოს ამიგებ, არ ააშენო იგი გათლილი ქვით, რადგან როგორც კი კვერს მოუღერებ, წაბილწავ ქვას.#რჯ 27:5-7; ისნ 8:31. 26და ნუ ახვალ საფეხურებით ჩემს სამსხვერპლოზე, რათა არ გამოჩნდეს მასზე შენი სარცხვინელი.’

Currently Selected:

Exodus 20: ქბსვ

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in