YouVersion Logo
Search Icon

Exodus 11

11
1და უთხრა უფალმა მოსეს: „კიდევ ერთ სასჯელს მოვუვლენ ფარაონს და ეგვიპტეს. ამის მერე გაგიშვებთ აქედან ფარაონი. არათუ გაგიშვებთ, საბოლოოდ გაგყრით. 2დაარიგე ხალხი, რომ ინათხოვროს ყოველმა კაცმა თავისი მეზობელი კაცისაგან და ყოველმა ქალმა თავისი მეზობელი ქალისაგან ოქროსა და ვერცხლის ნივთები.“
3უფალმა კეთილად გამოაჩინა თავისი ხალხი ეგვიპტელთა თვალში. და მოსეც დიდ კაცად შეირაცხა ეგვიპტის ქვეყნად ფარაონის მსახურთა და ხალხის თვალში.
4და თქვა მოსემ: „ასე ამბობს უფალი: ‘შუაღამისას მე გადავივლი მთელ ეგვიპტეს. 5და მოკვდება ყოველი პირმშო ვაჟი ეგვიპტის ქვეყანაში – ტახტზე მჯდომარე ფარაონის პირმშოდან პირმშომდე მხევლისა, ხელსაფქვავს რომ უზის; და ყოველი პირველმოგებული მამალი პირუტყვი. 6და ატყდება ეგვიპტის მთელ ქვეყანაზე დიდი გოდება, რომლის მსგავსი არც ყოფილა და არც აღარასდროს იქნება. 7მაგრამ ისრაელიანთ და მათ პირუტყვს ბეწვიც არ დააკლდება, რათა იცოდეთ, რომ ზღვარს დებს უფალი ეგვიპტელთა და ისრაელიანთა შორის.’“
8და უთხრა მოსემ ფარაონს: „მოვლენ ჩემთან შენი მსახურნი და თაყვანს მცემენ და იტყვიან: ‘გადით, შენ და მთელი შენს კვალზე მავალი ხალხი!’ და ამის შემდეგ გავალ.“ და გამოვიდა ფარაონისგან მოსე განრისხებული.
9და უთხრა უფალმა მოსეს: „არ მოგისმენთ თქვენ ფარაონი, რათა გავამრავლო ჩემი სასწაულები ეგვიპტის ქვეყანაში.“ 10მოსემ და აარონმა მოახდინეს ყველა ეს სასწაული ფარაონის თვალწინ. და გაუსასტიკა უფალმა გული ფარაონს და არ გაუშვა ისრაელიანები თავის ქვეყნიდან.

Currently Selected:

Exodus 11: ქბსვ

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in