Amos 8
8
1ასეთი ხილვა მომცა მე უფალმა ღმერთმა, და მე ვიხილე: აჰა, დგას მწიფე ხილით სავსე კალათა. 2და მითხრა მე მან: რას ხედავ, ამოს? ვთქვი: მწიფე ხილით სავსე კალათას. მითხრა უფალმა: მოაწია ჩემი ერის, ისრაელის, ბოლომ. მეტს აღარ ვაპატიებ. 3მოთქმით იტყვიან სასახლის სიმღერებს იმ დღეს, – ამბობს უფალი ღმერთი, – უამრავი გვამი იქნება, ყველგან დაყრილი უხმოდ. 4ისმინეთ ეს, ღარიბ-ღატაკთა მშთანმთქმელნო და ქვეყნის ბეჩავთა დამღუპველნო; 5რომ ამბობთ: როდის გავა ახალმთვარობა, რომ გავყიდოთ პური, და – შაბათი, რომ გავაღოთ ბეღლები, შევამციროთ ეფა, გავზარდოთ შეკელი და ვიტყუოთ მრუდე სასწორით, 6ვიყიდოთ ვერცხლით ბეჩავნი და წყვილი ხამლით ღარიბ-ღატაკნი, ხორბლის ნაკმაზი კი გავყიდოთ. 7დაიფიცა უფალმა იაკობის დიდება: ჭეშმარიტად საუკუნოდ არ დავივიწყებ ერთ მათ ნამოქმედარსაც კი. 8ნუთუ არ შეიძვრება მიწა ამის გამო და არ მოჰყვება გოდებას ყოველი მისი მკვიდრი? და აიწევს ერთიანად მდინარესავით, მოვარდება და უკუიქცევა ეგვიპტის მდინარესავით. 9იმ დღეს იქნება, – ამბობს უფალი ღმერთი, – რომ შუადღისას ჩავიყვან მზეს და დღისით მზისით დავაბნელებ ქვეყანას. 10დღესასწაულებს გლოვად გიქცევთ და ყველა თქვენს სიმღერას გოდებად; ჯვალოს შემოგახვევთ წელზე და ყველა თავი გადაიპარსება; ავატირებ ქვეყანას, როგორც მხოლოდშობილზე ტირიან, და მწარე დღე იქნება მისი ბოლო! 11აჰა, დგება დღეები, – ამბობს უფალი ღმერთი, – როცა მოვავლენ ქვეყანაზე შიმშილს, შიმშილს არა პურისას და წყურვილს წყლისას, არამედ უფლის სიტყვათა მოსმენისას. 12იხეტიალებენ ზღვიდან ზღვამდე და ჩრდილოეთიდან აღმოსავლეთამდე; მიმოივლიან უფლის სიტყვის საძებნელად, მაგრამ ვერ ჰპოვებენ. 13ღონე მიეხდებათ იმ დღეს მშვენიერ ქალწულებს და ჭაბუკებს წყურვილისაგან. 14სამარიელ აშიმას მოფიცარნი, რომ ამბობენ: „ცოცხალია შენი ღმერთი, დანო, ცოცხალია, ბეერ-შებაყის გზა,“ დაეცემიან და ვეღარ ადგებიან.
Currently Selected:
Amos 8: ქბსვ
Highlight
Share
Copy
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© 2012 გაერთიენებული ბიბლიური საზოგადოებების საქართველოს წარმომადგენლობა