Titus 3
3
1შეაგონე მათ: დაემორჩილონ და დაუჯერონ მთავართ და ხელისუფალთ, მზად იყვნენ ყოველგვარი კეთილი საქმისათვის, 2არავინ შეურაცხყონ, იყვნენ მშვიდობიანნი, მომთმენნი, მუდამ იჩენდნენ თვინიერებას ყველა ადამიანის მიმართ, 3რადგან ოდესღაც ჩვენც ვიყავით უმეცარნი, ურჩნი, გზააბნეულნი, მრავალგვარ გულისთქმებსა და განცხრომებს დამონებულნი, ცხოვრებას ბოროტებასა და შურში ვატარებდით, ვიყავით საძულველნი და ერთიმეორის მოძულენი. 4ხოლო როცა გაცხადდა ჩვენი ღვთაებრივი მაცხოვრის სახიერება და კაცთმოყვარეობა, 5მან გვიხსნა ჩვენ არა მართალი საქმეების გამო, რომლებიც ჩავიდინეთ, არამედ თავისი მოწყალებით, ხელახალი შობის განბანითა და წმიდა სულის მიერ განახლებით, 6რომელიც უხვად მოგვეფინა ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტეს მიერ, 7რათა, მისი მადლით გამართლებულები, გავხდეთ საუკუნო სიცოცხლის მემკვიდრენი, რისი იმედიც გვაქვს. 8სარწმუნოა ეს სიტყვა.
მსურს, რომ მტკიცედ იდგე ამაზე, რათა ღმერთის მორწმუნეებმა ხელი მიჰყონ კეთილი საქმეების კეთებას. ეს კარგი და სასარგებლოა ადამიანთათვის. 9მოერიდე სულელურ კამათს, გენეალოგიებს, შუღლსა და დავას რჯულის თაობაზე, რადგან ეს უსარგებლოა და ფუჭი. 10განხეთქილების შემომტან ადამიანს პირველი და მეორე დარიგების შემდეგ განერიდე. 11იცოდე, რომ ასეთი კაცი გზას ასცდა და სცოდავს: თვით გამოუტანა თავის თავს განაჩენი.
12როცა გამოგიგზავნი არტემასს და ტიქიკოსს, იჩქარე ჩემთან ნიკოპოლისში მოსვლა, რადგან იქ ვარჩიე დაზამთრება. #საქ 20:4; ეფს 6:21,22; კლს 4:7,8; 2ტმ 4:12. 13ეცადე გამოამგზავრო ზენასი, რჯულის მცოდნე, და აპოლოსი ისე უზრუნველყოფილნი, რომ არაფერი აკლდეთ. #საქ 18:24; 1კო 16:12. 14ჩვენებმაც უნდა ისწავლონ კეთილი საქმეების კეთება აუცილებელი საჭიროებისათვის, რათა უნაყოფონი არ დარჩნენ.
15მოგიკითხავს ყველა ჩემთან მყოფი. მოკითხვა, ვისაც ვუყვარვართ რწმენაში. მადლი თქვენ ყველასთან. ამინ.
Currently Selected:
Titus 3: სბს
Highlight
Share
Copy

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
Standard Georgian Bible © United Bible Societies representation in Georgia, 2013

: