Sirach (Ecclesiasticus) 25
25
1სამი რამით შევიმკე და დამშვენებული წარვსდექ უფლისა და კაცთა წინაშე: ძმათა ერთსულოვნებით, მოყვასთა სიყვარულითა და მეუღლეთა თანხმობით. 2სამგვარი ხალხი შეიძულა ჩემმა სულმა და შემზიზღდა მათი ცხოვრება: ქედმაღალი გლახაკი, ცრუ მდიდარი და ჭკუანაკლი ბებერი მრუში. 3რაც სიჭაბუკეში არ შეგიგროვებია, როგორღა შეიძენ სიბერეში? 4რარიგ შეშვენის ხანდაზმულს განკითხვა და თმაჭაღარას – რჩევის მოცემა. 5რა მშვენიერია მხცოვანთა სიბრძნე და დიდებულთა აზრი და რჩევა. 6მოხუცთა გვირგვინია მრავალნაცადობა და მათი სიქადული – უფლის შიში. 7ცხრა აზრი დავლოცე გულში და მეათეს ენით ვიტყვი: ნეტავი იმას, ვინც შვილებში ხარობს და მოესწრო მტრების დაცემას. 8ნეტავი იმას, ვისაც ჭკვიანი ცოლი ჰყავს, ვინც არა სცოდა ენით და თავისზე უღირსს არ ემსახურა. 9ნეტავი იმას, ვინც მოიხვეჭა სიბრძნე და გადასცემს მას მსმენელთ. 10დიდია სიბრძნის მომხვეჭი, მაგრამ უფლის მოშიშზე უმეტესი არავინაა. 11უფლის შიში ყველაფერს აღემატება, ვინ შეიძლება შეედაროს მის მქონეს? 12#25:12 ეს მუხლი აკლია ბერძნულ დედანს.
13შეიძლება ყველა ჭრილობა აიტანო, გარდა გულის ჭრილობისა და გაუძლო ყველა სიავეს, მაგრამ არა სიავეს ქალისას; 14ყოველგვარ თავდასხმას, მაგრამ არა თავდასხმას მოძულეთა, და ყოველგვარ შურისძიებას, მაგრამ არა შურისძიებას მტერთა. 15არ არსებობს უფრო შხამიანი თავი, ვიდრე თავი გველისა, და არ არსებობს რისხვა უფრო მძაფრი, ვიდრე რისხვა მტრისა.
16მერჩია ლომსა და დრაკონთან მეცხოვრა, ვიდრე ანჩხლ ცოლთან. 17სიავე ქალს იერს უცვლის: რაღა მისი პირქუში სახე და რაღა დათვისა. 18დაჯდება მისი ქმარი ახლობლებს შორის და თავისდა უნებურად მწარედ ამოიოხრებს. 19ვერავითარი სიავე ვერ შეედრება ქალის სიავეს; ცოდვილის ხვედრი ნუ აშოროს ღმერთმა. 20რაღა ქვიშიან აღმართზე სიარული ბერიკაცისათვის და რაღა ანჩხლი ცოლი თვინიერი ქმრისთვის. 21ნუ მოგნუსხავს ქალის სილამაზე, ნუ დაგიმონებს ვნება. 22სიმწარე, სირცხვილი და აუგია, როცა ცოლი ბატონობს ქმარზე. 23მჭმუნვარე გული, სევდიანი სახე და გულის წყლულია კაპასი ცოლი; უღონოდ ჩამოშვებული ხელები და მოკვეთილი მუხლებია ცოლი, რომელიც ქმარს არ აბედნიერებს. 24ქალია ცოდვის სათავე და ჩვენი სიკვდილის მიზეზი. 25ნუ მისცემ წყალს სადინარს და ანჩხლ ქალს – სიტყვის უფლებას. 26თუკი ვერ მოგითოკავს, მოიკვეთე შენი ხორცისგან.
Currently Selected:
Sirach (Ecclesiasticus) 25: სბს
Highlight
Share
Copy
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
Standard Georgian Bible © United Bible Societies representation in Georgia, 2013

: