Romans 8
8
1ამიტომ ახლა არავითარი მსჯავრი აღარ არის მათზე, ვინც ქრისტე იესოში ცხოვრობს არა ხორციელად, არამედ სულიერად. 2რადგან სიცოცხლის სულის რჯულმა ქრისტე იესოში გამათავისუფლა მე#8:2 ზოგ ხელნაწერში: გაგათავისუფლა შენ ან გაგვათავისუფლა ჩვენ. ცოდვისა და სიკვდილის რჯულისგან. 3რადგან, რაკი ვერ შეძლო ხორცის მიერ დაუძლურებულმა რჯულმა, ღმერთმა მოავლინა თავისი ძე ცოდვილი ხორცის მსგავსებაში და ცოდვის გამო მსჯავრი დასდო ცოდვას ხორცში, 4რათა აღსრულებულიყო რჯულის სიმართლე ჩვენში, რომლებიც ვცხოვრობთ არა ხორციელად, არამედ სულიერად. 5რადგან ისინი, რომლებიც ხორციელად ცხოვრობენ, ხორციელზე ფიქრობენ, ხოლო რომლებიც სულიერად ცხოვრობენ – სულიერზე. 6რადგან ხორციელი აზროვნება სიკვდილია, ხოლო სულიერი – სიცოცხლე და მშვიდობა. 7იმიტომ რომ ხორციელი ფიქრები ღმერთის მტრობაა, რადგან არ ემორჩილებიან ღმერთის რჯულს და არც შეუძლიათ ეს. 8ამიტომ მათ, რომელნიც ხორციელად ცხოვრობენ, არ ძალუძთ აამონ ღმერთს.
9თქვენ კი ცხოვრობთ არა ხორციელად, არამედ სულიერად, თუკი ღმერთის სული ცხოვრობს თქვენში. ხოლო ვისაც ქრისტეს სული არა აქვს, ის მისი არ არის. 10და თუ ქრისტე თქვენშია, სხეული მკვდარია ცოდვისათვის, ხოლო სული ცოცხალია სიმართლისათვის. 11ხოლო თუ თქვენში იმყოფება მისი სული, ვინც მკვდრეთით აღადგინა იესო, მაშინ ის, ვინც ქრისტე იესო აღადგინა მკვდრეთით, თქვენს მოკვდავ სხეულებსაც გააცოცხლებს თავისი სულით, რომელიც თქვენშია დამკვიდრებული. #1კო 3:16.
12ამიტომ, ძმებო, ჩვენ ხორცის მოვალენი არა ვართ, რომ ხორციელად ვიცხოვროთ. 13რადგან, თუ ხორციელად ცხოვრობთ, სიკვდილი არ აგცდებათ, ხოლო თუ სულით აკვდინებთ ხორციელ საქმეებს, იცოცხლებთ. 14რადგან ისინი, ვინც ღმერთის სულით წარიმართებიან, ღმერთის შვილები არიან. 15რადგან არ მიგიღიათ მონობის სული, რათა კვლავ შიშში იყოთ, არამედ მიღებული გაქვთ შვილობის სული, რომლითაც ვღაღადებთ: „აბბა, მამაო!“#გლტ 4:5-7.#მრკ 14:36; გლტ 4:6. 16სწორედ ეს სული ემოწმება ჩვენს სულს, რომ ღმერთის შვილები ვართ. 17ხოლო თუ შვილები – მაშინ მემკვიდრენიც, ღმერთის მემკვიდრენი და ქრისტეს თანამემკვიდრენი, თუ მასთან ერთად ვიტანჯებით, რათა მასთან ერთად განვდიდნეთ კიდეც.
18რადგან ვფიქრობ, რომ ახლანდელი ტანჯვანი არაფერია იმ დიდებასთან, რომელიც გამოცხადდება ჩვენს მიმართ. 19რადგან მთელი ქმნილება იმედით მოელის ღმერთის შვილთა გამოცხადებას. 20რადგან ქმნილება თავისი ნებით არ დამორჩილებია ამაოებას, არამედ მისი დამმორჩილებლის ნებით, მაგრამ სასოებით, #დაბ 3:17-19. 21რომ თვით ქმნილებაც გათავისუფლდება ხრწნილების მონობისაგან ღმერთის შვილთა დიდების თავისუფლებისათვის. 22რადგან ვიცით, რომ მთელი ქმნილება ერთად გმინავს და იტანჯება აქამდე, 23და არა მარტო ის, არამედ ჩვენც, რომელთაც სულის პირველნაყოფები გვაქვს, ჩვენ თვითონაც ვგმინავთ ჩვენში, რადგან მოველით შვილებას და ჩვენი სხეულის გამოსყიდვას. #2კო 5:2-4. 24რადგან სასოებით ვართ გამოხსნილნი. ხილული სასოება აღარ არის სასოება, რადგან, თუკი ხედავს კაცი, რაღას ესავს? 25ხოლო თუ იმის სასოება გვაქვს, რასაც ვერ ვხედავთ, მოთმინებით მოველით მას.
26ასევე სულიც ეხმარება ჩვენს უძლურებას. რადგან არ ვიცით, როგორ უნდა ვილოცოთ, არამედ თვით სული შუამდგომლობს ჩვენთვის გამოუთქმელი ოხვრით. 27ხოლო გულთამხილავმა იცის, რა არის სულის ზრახვა, იმიტომ რომ, იგი ღმერთის ნებით შუამდგომლობს წმიდათათვის.
28ჩვენ კი ვიცით, რომ ღმერთის მოყვარულებისთვის, მისი განწესებით მოწოდებულებისთვის, ყველაფერი სასიკეთოდ მოქმედებს. 29რადგან, რომელნიც წინასწარ იცნო, წინასწარვე განუსაზღვრა მათ თავისი ძის ხატების მსგავსად გარდაქმნა, რათა იყოს იგი პირმშო მრავალ ძმათა შორის. 30ხოლო ვისაც განუსაზღვრა, მათ კიდეც მოუწოდა და ვისაც მოუწოდა, კიდეც გაამართლა. და ვინც გაამართლა, კიდეც განადიდა.
31ამაზე რაღა ვთქვათ? თუ ღმერთი ჩვენსკენ არის, ვის შეუძლია იყოს ჩვენს წინააღმდეგ? 32ის, ვინც თავისი საკუთარი ძე არ დაინდო, არამედ გასწირა ჩვენთვის, ყველასათვის, განა მასთან ერთად ყოველივეს არ მოგვმადლებს? 33ვინ გაამტყუნებს ღმერთის რჩეულთ? ღმერთია გამამართლებელი; 34ვიღამ უნდა დასდოს მსჯავრი? ქრისტე იესო, რომელიც მოკვდა და კიდეც აღდგა მკვდრეთით, ღმერთის მარჯვნივ არის და შუამდგომლობს ჩვენთვის. 35რა ჩამოგვაშორებს ქრისტეს სიყვარულს: ჭირი თუ შევიწროება, დევნა თუ შიმშილი, სიშიშვლე თუ საფრთხე, თუ მახვილი? 36როგორც წერია: „რადგან შენს გამო გვხოცავენ ყოველდღე, დასაკლავ ცხვრებად ვართ შერაცხილნი.“#ფს 43:23. 37მაგრამ ყოველივე ამას ვძლევთ ჩვენი მოყვარულის მეშვეობით. 38და მწამს, რომ ვერც სიკვდილი და ვერც სიცოცხლე, ვერც ანგელოზები და ვერც მთავრობანი, ვერც ძალნი, ვერც აწმყო და ვერც მყოფადი, 39ვერც სიმაღლე და ვერც სიღრმე, ვერც ვერაფერი სხვა მთელს ქმნილებაში ვერ შეძლებს ჩვენს ჩამოშორებას ღმერთის სიყვარულისაგან ჩვენს უფალ ქრისტე იესოში.
Currently Selected:
Romans 8: სბს
Highlight
Share
Copy

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
Standard Georgian Bible © United Bible Societies representation in Georgia, 2013

: