Romans 5
5
1რაკი რწმენით გავმართლდით, მშვიდობა გვაქვს ღმერთთან ჩვენი უფალი იესო ქრისტეს მეშვეობით, 2რომლის მეშვეობითაც რწმენით მოვიპოვეთ მისადგომი ამ მადლთან, რომელშიც ვდგავართ და ვიქადით ღმერთის დიდების სასოებით. 3და არა მარტო ამით, არამედ გასაჭირითაც ვიქადით, რადგან ვიცით, რომ გასაჭირი შეიქმს მოთმინებას, 4მოთმინება – სიმტკიცეს, სიმტკიცე – სასოებას, 5ხოლო სასოება არასოდეს გვიმტყუნებს, რადგან ღმერთის სიყვარული ჩაგვესახა გულებში სულიწმიდის მეშვეობით, რომელიც მოგვეცა ჩვენ.
6რადგან ქრისტე, როცა ჯერ კიდევ უძლურნი ვიყავით, განწესებულ ჟამს მოკვდა უკეთურთათვის. 7ძნელად წარმოსადგენია, რომ ვინმე მოკვდეს მართლისათვის, ხოლო კეთილისათვის, შესაძლოა, ვინმემ კიდეც გაბედოს სიკვდილი. 8მაგრამ ღმერთი თავის სიყვარულს ჩვენდამი აცხადებს იმით, რომ ქრისტე მოკვდა ჩვენთვის, როცა ჯერ კიდევ ცოდვილნი ვიყავით. 9ახლა კი, როცა მისი სისხლით გავმართლდით, მით უფრო გადავურჩებით რისხვას მისი წყალობით. 10რადგან, თუ მისი ძის სიკვდილით შევურიგდით ღმერთს, როდესაც მტრები ვიყავით, მით უმეტეს, შერიგებულნი გადავრჩებით მისი სიცოცხლით. 11უფრო მეტიც, ვიქადით ღმერთით ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მეშვეობით, რომლის წყალობითაც მივიღეთ ახლა შერიგება.
12ამიტომ, როგორც ერთი ადამიანის მიერ ცოდვა შემოვიდა ქვეყნიერებაზე და ცოდვის მიერ – სიკვდილი, ასევე სიკვდილი გადავიდა ადამიანებში, რაკი ყველამ შესცოდა. #დაბ 3:6. 13რჯულამდეც იყო ცოდვა ქვეყნიერებაზე, მაგრამ, თუ რჯული არ არის, ცოდვად არ ჩაითვლება. 14მაგრამ სიკვდილი მეფობდა ადამიდან მოსემდე მათზეც, რომელთაც არ შეუცოდავთ, როგორც შესცოდა ადამმა, რომელიც მომავლის სახეა.
15მაგრამ მადლის ნიჭი არაა დანაშაულივით. რადგან თუ ერთის დანაშაულით მრავალი გაწყდა, რამდენად უმეტესია ღმერთის მადლის და ნიჭის სიმდიდრე, რომელიც მიეცა ადამიანებს ერთი კაცის, იესო ქრისტეს, მადლით. 16ხოლო მადლის ნიჭი იგივე არ არის, რაც შედეგი ერთი შეცოდებისა, რადგან ერთის გამო გამოვიდა მსჯავრი, მადლის ნიჭით კი მრავალი დანაშაულის გამართლება მოხდა. 17რადგან, თუ ერთის დანაშაულით სიკვდილი გამეფდა, მით უმეტეს, მადლისა და სიმართლის ნიჭის უხვად მიმღებელნი იმეფებენ სიცოცხლეში ერთის, იესო ქრისტეს, მეშვეობით.
18ამრიგად, თუ ერთის დანაშაულით ყველა ადამიანს დაედო მსჯავრი, ასევე ერთის სიმართლით ყველა ადამიანი გამართლდება სასიცოცხლოდ. 19რადგან, როგორც ერთი კაცის ურჩობით ბევრი გახდა ცოდვილი, ასევე ერთის მორჩილებით ბევრი გახდება მართალი. 20რჯული რომ შემოვიდა, გაიზარდა დანაშაული. ხოლო როდესაც ცოდვა გაიზარდა, გაიზარდა მადლი, 21რათა, როგორც ცოდვა მეფობდა სიკვდილით, ასევე მადლმა იმეფოს სიმართლის მეოხებით საუკუნო სიცოცხლისათვის ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მიერ.
Currently Selected:
Romans 5: სბს
Highlight
Share
Copy

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
Standard Georgian Bible © United Bible Societies representation in Georgia, 2013