Romans 4
4
1რა შეიძლება ვთქვათ აბრაამზე, ჩვენს წინაპარზე, ხორციელად მოიპოვა მან რაიმე? 2თუ საქმეებით გამართლდა აბრაამი, დიახაც აქვს სასიქადულო, ოღონდ არა ღმერთის წინაშე. 3რადგან, რას ამბობს წერილი? „ერწმუნა აბრაამი ღმერთს და ეს სიმართლედ ჩაეთვალა მას.“#დაბ 15:6; გლტ 3:6. 4მოქმედს საზღაური მიეთვლება არა მადლის, არამედ მოვალეობის საფუძველზე. 5მაგრამ არამოქმედს, რომელსაც სწამს ის, ვინც ამართლებს ურჯულოს, თავისი რწმენა ჩაეთვლება სიმართლედ. 6ასევე დავითიც ნეტარს უწოდებს ადამიანს, რომელსაც ღმერთი სიმართლეს ანიჭებს საქმეთაგან დამოუკიდებლად: 7„ნეტარ არიან, ვისი ურჯულოებანიც მიტევებულია და ცოდვები დაფარული. #ფს 31:1,2. 8ნეტარ არს კაცი, რომელსაც უფალი არ ჩაუთვლის ცოდვას.“
9მაშ, ეს ნეტარება წინადაცვეთილებზეა თუ წინადაუცვეთლებზეც? ჩვენ ხომ ვამბობთ, რომ აბრაამს რწმენა ჩაეთვალა სიმართლედ. 10როდის ჩაეთვალა? წინადაცვეთილს თუ წინადაუცვეთელს? არა წინადაცვეთილს, არამედ წინადაუცვეთელს. 11წინადაცვეთის ნიშანი კი მან მიიღო, როგორც ბეჭედი რწმენით გამართლებისა, რომელიც წინადაუცვეთლობაში ჰქონდა, რომ გამხდარიყო ყველა წინადაუცვეთელი მორწმუნის მამა, რათა მათაც ჩათვლოდათ სიმართლედ. #დაბ 17:10. 12და ასევე ის წინადაცვეთილთა მამაცაა, ოღონდ არა მარტო წინადაცვეთილთა, არამედ მათიც, ვინც მიჰყვება ჩვენი მამის, აბრაამის, რწმენის კვალს, რაც მას ჯერ კიდევ წინადაუცვეთელობისას ჰქონდა.
13რადგან აბრაამს და მის შთამომავლობას რჯულით კი არ მიეცა აღთქმა ყოფილიყვნენ ქვეყნიერების მემკვიდრენი, არამედ რწმენის სიმართლით. #დაბ 17:4-6; 22:17,18; გლტ 3:29. 14თუ რჯულისაგანნი არიან მემკვიდრენი, რწმენა ამაოა და აღთქმა – უსარგებლო. #გლტ 3:18. 15რადგან რჯული წარმოქმნის რისხვას, იმიტომ რომ სადაც რჯული არ არის, იქ არც დანაშაულია.
16მაშ ხსნა არის რწმენით, რათა მადლით მტკიცე ყოფილიყო აღთქმა მთელი მისი შთამომავლობისათვის. არა მარტო რჯულით ნაშიერთათვის, არამედ იმათთვისაც, ვინც რწმენით არის აბრაამის შთამომავალი. ის არის ყველა ჩვენგანის მამა,#გლტ 3:7. 17როგორც წერია: „მე დაგაყენე მრავალი ერის მამად ღმერთის წინაშე.“ – ღმერთისა, რომელსაც იგი ერწმუნა, ღმერთისა, რომელიც მკვდრებს აცოცხლებს და არყოფილს ყოფიერებაში მოუწოდებს. #დაბ 17:5. 18იგი უსასოობაში ერწმუნა სასოებით, რათა გამხდარიყო მრავალი ერის მამა, როგორც ნათქვამია: „ამდენი იქნება შენი მოდგმა.“ #დაბ 15:5. 19ის არ დაუძლურებულა რწმენაში, თუმცა ხედავდა, რომ მისი სხეული, თითქმის 100 წლისა, უკვე ჩაკვდა, ხოლო სარას საშო მკვდარი იყო. #დაბ 17:17. 20მაგრამ იგი არ დაეჭვებულა ღმერთის აღთქმაში ურწმუნოებით, არამედ განმტკიცდა რწმენით და დიდება უძღვნა ღმერთს. 21და გულდაჯერებული იყო, რომ ის, ვინც აღუთქვა, შესრულებასაც შეძლებდა. 22ამიტომაც ჩაეთვალა მას ეს სიმართლედ. 23და არა მარტო მისთვის არის დაწერილი, რომ ჩაეთვალა მას, 24არამედ ჩვენთვისაც: ჩაგვეთვლება ჩვენც, ვისაც გვწამს იმისა, ვინც მკვდრეთით აღადგინა ჩვენი უფალი იესო, 25რომელიც მიეცა ჩვენი ცოდვებისათვის და აღდგა ჩვენს გასამართლებად. #ესა 53:4,5.
Currently Selected:
Romans 4: სბს
Highlight
Share
Copy

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
Standard Georgian Bible © United Bible Societies representation in Georgia, 2013

: