Romans 2
2
1ამიტომ თავს ვერ გაიმართლებ, ადამიანო, ყოველთა განმსჯელო, რადგან რისთვისაც სხვას განსჯი, იმით შენს თავს სდებ მსჯავრს, რადგან სხვისი განმსჯელი იმავეს აკეთებ. #მთ 7:1; ლკ 6:37. 2ჩვენ კი ვიცით, რომ ღმერთის სამსჯავრო ჭეშმარიტია ამის ჩამდენთათვის. 3შენ კი, ადამიანო, რომელიც განიკითხავ ამის ჩამდენთ და თვითონაც იგივეს აკეთებ, გგონია, რომ თავს დააღწევ ღმერთის სამსჯავროს? 4თუ უგულებელყოფ მისი სახიერების, მოთმინებისა და სულგრძელობის სიმდიდრეს და ვერ შეგიგნია, რომ ღმერთის სიკეთეს მონანიებისკენ მიჰყავხარ? 5ხოლო შენი სიჯიუტით და მოუნანიებელი გულით შენ თვითონვე იხვეჭ რისხვას ღმერთის რისხვისა და მართლმსაჯულების გამოცხადების დღეს, 6რომელიც ყველას მიუზღავს მათი საქმეებისამებრ: #ფს 61:13; იგვ 24:12. 7მათ, ვინც კეთილი საქმის გამუდმებული კეთებით ეძებს დიდებას, პატივსა და უხრწნელებას – საუკუნო სიცოცხლეს, 8ხოლო მათ, ვინც ჯიუტობს და ჭეშმარიტებას კი არ ემორჩილება, არამედ უსამართლობას ჩადის – რისხვასა და გულისწყრომას. 9გასაჭირი და შევიწროება ყოველ ადამიანს, ვინც ბოროტს ჩადის – ჯერ ებრაელს და მერე ბერძენს. 10ხოლო დიდება, პატივი და მშვიდობა ყოველს, სიკეთის ჩამდენს – ჯერ ებრაელს და მერე ბერძენს. 11რადგან ღმერთთან არ არის მიკერძოება. #რჯ 10:17.
12ისინი, რომლებმაც რჯულის გარეშე შესცოდეს, რჯულის გარეშე დაიღუპებიან. ხოლო ისინი, რომლებმაც რჯულის ქვეშ შესცოდეს, რჯულით განიკითხებიან 13რადგან რჯულის მსმენელნი კი არ არიან მართალნი ღმერთის წინაშე, არამედ რჯულის შემსრულებელნი გამართლდებიან, 14რადგან, როცა წარმართნი, რომელთაც რჯული არ გააჩნიათ, ბუნებით რჯულისმიერს აკეთებენ, თუმცა რჯული არა აქვთ, თავიანთი თავის რჯული არიან. 15ისინი გამოავლენენ, რომ რჯულის საქმე გულებში უწერიათ, – რასაც მოწმობს მათი სინდისი და აზრები, ხან ბრალს რომ სდებენ ერთმანეთს და ხან ამართლებენ, – 16იმ დღეს, როცა ჩემი სახარების მიხედვით ღმერთი განიკითხავს ადამიანთა დაფარულ ფიქრებს იესო ქრისტეს მიერ.
17აჰა, შენ გქვია ებრაელი და დანდობილი ხარ რჯულზე და იქადი ღმერთით, 18იცი მისი ნება, არჩევ უკეთესს უარესისგან, რადგან რჯულიდან გისწავლია, 19და დარწმუნებული ხარ, რომ ბრმების მეგზური და ბნელში მყოფთა ნათელი ხარ, 20უგუნურთა დამრიგებელი და ჩვილთა მოძღვარი, და გაქვს ცოდნისა და ჭეშმარიტების სახება რჯულში, – 21როგორაა, სხვებს რომ ასწავლი და საკუთარ თავს კი არა? 22ქადაგებ: არ მოიპაროო და იპარავ? ამბობ: არ იმრუშოო და მრუშობ? კერპები გძაგს და მაინც მკრეხელობ? 23რჯულით იქადი და რჯულის დარღვევით ღმერთს შეურაცხყოფ! 24რადგან როგორც წერია, „თქვენს გამო იგმობა ღმერთის სახელი წარმართთა შორის.“ #ესა 52:5.
25რადგან წინადაცვეთა სასარგებლოა, თუ რჯულს ასრულებ. ხოლო თუ რჯულის დამრღვევი ხარ, შენი წინადაცვეთა წინადაუცვეთლობად იქცევა. 26მაშ, თუ წინადაუცვეთელი იცავს რჯულის წესებს, განა მისი წინადაუცვეთლობა წინადაცვეთად არ ჩაითვლება? 27ბუნებით წინადაუცვეთელი, მაგრამ რჯულის დამცველი, განგიკითხავს შენ, წერილითა და წინადაცვეთით რჯულის დამრღვევს. 28რადგან ებრაელი ის კი არ არის, ვინც გარეგნულადაა ასეთი, და არც წინადაცვეთილობაა ის, რაც გარეგნულადაა ხორცზე, 29არამედ ვინც შინაგანად, დაფარულად არის ებრაელი, ის არის ებრაელი, და სულით არის გულის წინადაცვეთა და არა ნაწერი ასოებით. და მისი ქება კაცთაგან კი არაა, არამედ ღმერთისგან. #რჯ 30:6.
Currently Selected:
Romans 2: სბს
Highlight
Share
Copy

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
Standard Georgian Bible © United Bible Societies representation in Georgia, 2013

: