YouVersion Logo
Search Icon

Romans 16

16
1აჰა, წარმოგიდგენთ ჩვენს დას ფებეს, რომელიც არის კენქრელთა ეკლესიის მსახური, 2რათა მიიღოთ იგი უფალში, როგორც წმიდებს შეეფერება, და დაეხმაროთ ყველაფერში, რაც დასჭირდება თქვენთან, რადგან ისიც ბევრის შემწე იყო და პირადად ჩემიც.
3მოიკითხეთ პრისკა და აკვილა, ჩემი თანამშრომელნი ქრისტე იესოში, #საქ 18:2. 4რომელნიც თავს სწირავდნენ ჩემი სიცოცხლისათვის და რომელთაც არა მარტო მე ვემადლიერები, არამედ წარმართთა ეკლესიებიც, 5და მათი საშინაო ეკლესიაც. მოიკითხეთ ჩემი საყვარელი ეპენეტოსი, რომელიც ასიაში პირველი ნაყოფია ქრისტესათვის. 6მოიკითხეთ მარიამი, რომელმაც ბევრი იშრომა თქვენთვის. 7მოიკითხეთ ანდრონიკე და იუნია, ჩემი ნათესავები და ჩემი თანატყვეები, რომელნიც განთქმულნი არიან მოციქულთა შორის და ჩემზე უწინაც ირწმუნეს ქრისტე. 8მოიკითხეთ ამპლიატუსი, ჩემი საყვარელი უფალში. 9მოიკითხეთ ურბანოსი, ჩვენი თანამშრომელი ქრისტეში და ჩემი საყვარელი სტაქისი. 10მოიკითხეთ ქრისტეში გამოცდილი აპელესი. მოიკითხეთ არისტობულეს შინაურები. 11მოიკითხეთ ჩემი ნათესავი იროდიონი. მოიკითხეთ ნარკისოსის შინაურები, უფალში მყოფნი. 12მოიკითხეთ უფალში მშრომელები, ტრიფენა და ტრიფოსა. მოიკითხეთ საყვარელი პერსისი, რომელმაც ბევრი იშრომა უფალში. 13მოიკითხეთ უფალში რჩეული რუფე და მისი დედა და ჩემიც. #მრკ 15:21. 14მოიკითხეთ ასინკრიტუსი, ფლეგონი, ჰერმესი, პატრობასი, ჰერმასი და მათთან მყოფი ძმები. 15მოიკითხეთ ფილოლოგოსი და იულია, ნირეა და მისი და, ოლიმპა, და მათთან მყოფი ყველა წმიდა. 16მოიკითხეთ ერთმანეთი წმიდა ამბორით. მოკითხვას გითვლით ქრისტეს ყველა ეკლესია.
17შეგაგონებთ, ძმებო, მოერიდეთ მათ, ვინც განხეთქილებასა და საცდურს ქმნის წინააღმდეგ იმ მოძღვრებისა, რომელიც თქვენ ნასწავლი გაქვთ, და შეაქციეთ მათ ზურგი. 18რადგან ასეთი ადამიანები ემსახურებიან არა ჩვენს უფალს იესო ქრისტეს, არამედ თავიანთ მუცელს და ლამაზი სიტყვებით და მოფერებით აცდუნებენ უმანკოთა გულებს. 19რადგან თქვენი მორჩილება ყველასათვის ცნობილია. ამიტომ მოხარული ვარ თქვენს გამო, მაგრამ მინდა, რომ ბრძენნი იყოთ სიკეთისათვის და უბრალონი – ბოროტისათვის. 20ხოლო მშვიდობის ღმერთი მალე თქვენს ფეხქვეშ შემუსრავს სატანას. ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი თქვენთანაა. ამინ.
21მოკითხვას გითვლიან ჩემი თანამშრომელი ტიმოთე და ჩემი ნათესავები ლუკიოსი, იასონი, და სოსიპატროსი. #საქ 16:1.
22მოკითხვას გითვლით უფალში მეც, ტერტიოსი, რომელმაც დავწერე ეს წერილი. 23მოკითხვას გითვლიან ჩემი მასპინძელი გაიოსი და მთელი ეკლესია. მოკითხვას გითვლიან ქალაქის მეგანძური ერასტოსი და ძმა კვარტოსი. #საქ 19:29; 1კო 1:14; 2ტმ 4:20. 24ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი ყოველ თქვენგანთან. ამინ.
25ხოლო მას, ვისაც ძალუძს თქვენი განმტკიცება ჩემი სახარების და იესო ქრისტეს ქადაგების მიხედვით, იმ საიდუმლოს გამოცხადებით, რომელიც უკუნისიდან მდუმარე იყო, 26ხოლო ახლა გაცხადებულია წინასწარმეტყველურ წერილებში, რადგან მარადიული ღმერთის ბრძანებით ეუწყა ყველა ერს, რომ დაემორჩილონ რწმენას, 27ერთადერთ ყოვლადბრძენ ღმერთს, იესო ქრისტეს მეშვეობით, დიდება უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

Currently Selected:

Romans 16: სბს

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in