YouVersion Logo
Search Icon

Romans 15

15
1ხოლო ჩვენ, ძლიერთ, გვმართებს ვზიდოთ უსუსურთა უძლურება და არ ვეძებოთ საკუთარი თავის სიამე. 2ყოველი ჩვენგანი უნდა აამებდეს მოყვასს სასიკეთო აღშენებისათვის. 3რადგან ქრისტეც არ ეძებდა სიამეს თავისთვის, არამედ როგორც წერია: „შენი შეურაცხმყოფელების შეურაცხყოფა დამატყდა მე.“ #ფს 68:10. 4რადგან ყოველივე, რაც წინათ დაიწერა, ჩვენს განსასწავლად დაიწერა, რათა მოთმინებით და წერილთა ნუგეშით გვქონდეს სასოება. 5ხოლო მოთმინებისა და ნუგეშის ღმერთმა მოგცეთ თქვენ ერთმანეთს შორის ერთსულოვნება ქრისტე იესოს თანახმად, 6რათა ერთსულოვნად, ერთი პირით ადიდოთ ღმერთი, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მამა.
7ამიტომ მიიღეთ ერთმანეთი ისევე, როგორც ქრისტემ მიგიღოთ თქვენ ღმერთის სადიდებლად. 8ხოლო მე ვამბობ, რომ ქრისტე გახდა წინადაცვეთილთა მსახური ღმერთის ჭეშმარიტებისათვის, რათა შესრულებულიყო მამებისათვის აღთქმული, 9ხოლო წარმართებმა განადიდონ ღმერთი წყალობისათვის, როგორც წერია: „ამისათვის გაღიარებ წარმართთა შორის და ვუგალობებ შენს სახელს.“ #2მფ 22:50; ფს 17:50. 10და კვლავ ამბობს: „იხარეთ, წარმართნო, მის ხალხთან ერთად.“ #რჯ 32:43. 11და კვლავ: „წარმართნო, აქეთ უფალი და ხალხებო, ადიდეთ იგი.“ #ფს 116:1. 12და კვლავ ესაია ამბობს: „იქნება იესეს ფესვი, რომელიც აღდგება წარმართებზე საუფლოდ, და ექნებათ მისი სასოება წარმართებს.“ #ესა 11:10. 13ხოლო სასოების ღმერთმა აგავსოთ ყოველგვარი სიხარულით და მშვიდობით რწმენაში, რათა სულიწმიდის ძალით იუხვოთ სასოებაში.
14და მეც, ძმებო, დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ თავადაც სავსე ხართ სათნოებით, სავსე ხართ ყოველი ცოდნით და შეგიძლიათ ერთმანეთის დარიგება. 15მაგრამ გავკადნიერდი და თამამად მოგწერეთ ზოგიერთი რამ, როგორც თქვენდამი შეხსენება ღმერთის მიერ ჩემთვის მოცემული მადლით, 16ვიყო იესო ქრისტეს მსახური წარმართებთან და ღმერთის სახარების მღვდელმსახური, რათა წარმართთა შესაწირავი იყოს სასურველი და სულიწმიდის მიერ განწმედილი. 17ამიტომ შემიძლია ვიამაყო ქრისტე იესოში ღმერთის წინაშე. 18რადგან ისეთი რამის თქმას ვერ გავბედავ, რაც ქრისტეს არ გაეკეთებინოს ჩემი მეშვეობით წარმართთა დასამორჩილებლად სიტყვით და საქმით, 19ნიშნებისა და სასწაულების ძალით, ღმერთის სულის ძალით, ისე რომ, იერუსალიმიდან და მისი შემოგარენიდან ილირიკამდე გავავრცელე ქრისტეს სახარება. 20ამასთან, ვცდილობდი მეხარებინა არა იქ, სადაც უკვე ცნობილი იყო ქრისტეს სახელი, რათა არ მეშენებინა სხვის საძირკველზე, 21არამედ, როგორც წერია: „დაინახავენ მას ისინი, ვისთვისაც არ გამოუცხადებიათ, და მიხვდებიან ისინი, ვისაც არ სმენია.“ #ესა 52:15.
22ამის გამოც იყო, რომ მრავალგზის შემიფერხდა თქვენთან მოსვლა. #რომ 1:13. 23ხოლო ახლა, როცა აღარა მაქვს გასაკეთებელი ამ მხარეებში, ხოლო მრავალი წელია მსურს თქვენთან მოსვლა, 24როგორც კი დავაპირებ ესპანეთში გამგზავრებას, გამოგივლით, რადგან ვიმედოვნებ, რომ გნახავთ გავლისას და თქვენ გამაცილებთ იქ, და ერთხანს მაინც დავტკბები თქვენთან ყოფნით. 25ხოლო ახლა იერუსალიმში მივდივარ წმიდათა მსახურებისათვის. #1კო 16:1-4. 26რადგან მაკედონიამ და აქაიამ ინებეს მოწყალების გაზიარება ღარიბი წმიდებისათვის, რომლებიც იერუსალიმში არიან. 27ინებეს და მოვალენიც არიან მათ წინაშე. რადგან, თუ წარმართები ეზიარნენ მათ სულიერში, ჯერ არს, რომ ხორციელად მოემსახურონ მათ. #1კო 9:11. 28ამრიგად, როცა დავამთავრებ ამას და ბეჭედს დავასვამ მათ ნაყოფს, თქვენთან გამოვლით წავალ ესპანეთისკენ. 29ხოლო ვიცი, რომ თქვენთან მოსვლისას მოვალ ქრისტეს სახარების სრული კურთხევით.
30შეგაგონებთ თქვენ, ძმებო, ჩვენი უფლით, იესო ქრისტეთი და სულის სიყვარულით, ჩემთან ერთად იბეჯითოთ ღმერთისადმი ჩემთვის ლოცვებში. 31რათა გადავურჩე ურწმუნოებს იუდაში და წმიდათათვის სათნო იყოს ჩემი სამსახური იერუსალიმში. 32რათა სიხარულით მოვიდე თქვენთან ღმერთის ნებით და განვისვენო თქვენთან. 33მშვიდობის ღმერთი იყოს ყველა თქვენგანთან. ამინ.

Currently Selected:

Romans 15: სბს

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in