Romans 14
14
1რწმენაში უძლურნი მიიღეთ, ოღონდ არა აზრებზე საკამათოდ.#კლს 2:16. 2ზოგს სჯერა, რომ ყველაფრის ჭამა შეიძლება, უძლური კი მხოლოდ მცენარეულს ჭამს. 3ვინც ჭამს, ნუ დაამცირებს მას, ვინც არა ჭამს. და ვინც არა ჭამს, ნუ განსჯის მას, ვინც ჭამს. იმიტომ რომ ღმერთმა მიიღო იგი. 4ვინა ხარ შენ, სხვისი მონის გამკითხველო? თავისი უფლის წინაშე დგას იგი ან ეცემა, მაგრამ აღიმართება, რადგან ღმერთს ძალუძს მისი აღმართვა.
5ზოგი დღეს დღისგან განარჩევს, ზოგი კი ყველა დღეს ერთნაირად მიიჩნევს. დაე ყველა თავის რწმენაში იყოს მტკიცე. 6ვინც პატივს მიაგებს დღეს, უფლისათვის მიაგებს, და ვინც ჭამს, უფლისათვის ჭამს, რადგან მადლობას სწირავს ღმერთს. ხოლო ვინც არ ჭამს, უფლისათვის არ ჭამს და მადლობას სწირავს ღმერთს.
7რადგან არც ერთი ჩვენგანი არ ცოცხლობს საკუთარი თავისათვის და არავინ კვდება საკუთარი თავისათვის. 8რადგან, თუ ვცოცხლობთ, უფლისათვის ვცოცხლობთ და, თუ ვკვდებით, უფლისათვის ვკვდებით. და ამიტომ, ვცოცხლობთ თუ ვკვდებით, უფლისანი ვართ. 9რადგან იმისათვის მოკვდა ქრისტე და გაცოცხლდა, რომ იუფლოს მკვდრებზეც და ცოცხლებზეც.
10მაშ შენ რატომ განიკითხავ შენს ძმას? ანდა რატომ ამცირებ შენს ძმას? ჩვენ ყველანი ღმერთის სამსჯავროს ტახტის წინაშე წარვდგებით. #2კო 5:10. 11რადგან წერია: „ვფიცავ, – ამბობს უფალი, – ჩემს წინაშე მოიდრიკება ყოველი მუხლი და ყოველი ენა აღიარებს ღმერთს.“ #ესა 45:23. 12ამრიგად, ყოველი ჩვენგანი საკუთარი თავისათვის აგებს პასუხს ღმერთის წინაშე.
13ამიტომ ნუღარ განვიკითხავთ ერთმანეთს, არამედ უფრო იმას მივაპყროთ განსჯა, რომ ძმამ ძმა არ დააბრკოლოს და არ აცდუნოს. 14მე ვიცი და დარწმუნებული ვარ უფალ იესოში, რომ თავისთავად არაფერია უწმიდური. მხოლოდ მისთვის არის უწმიდური, ვინც უწმიდურად ჩათვლის რაიმეს. 15თუ საჭმლის გამო წუხს შენი ძმა, შენ უკვე აღარ იქცევი სიყვარულით. შენი საჭმლისთვის ნუ დაღუპავ მას, ვისთვისაც მოკვდა ქრისტე! 16დასაგმობი ნუ გახდება თქვენი სიკეთე. 17რადგან ღმერთის სასუფეველი საჭმელ-სასმელი კი არ არის, არამედ სიმართლე, მშვიდობა და სიხარული სულიწმიდაში. 18ხოლო ვინც ამით ემსახურება ქრისტეს, იგი სასურველია ღმერთისათვის და მოსაწონი – ადამიანთათვის. 19მაშ, ვესწრაფოთ იმას, რაც მშვიდობასა და ერთმანეთის აღშენებას ემსახურება. 20საჭმლისათვის ნუ დაარღვევ ღმერთის საქმეებს. ყოველივე წმიდაა, მაგრამ ბოროტია იმისათვის, ვინც დაბრკოლებით ჭამს. 21უმჯობესია არ ჭამო ხორცი, არ დალიო ღვინო და არც სხვა რამ, რითაც შენი ძმა დაბრკოლდება. 22გაქვს რწმენა? გქონდეს შენთვის ღმერთის წინაშე. ნეტარია ის, ვინც თავის თავს არ სდებს მსჯავრს იმის გამო, რასაც ირჩევს. 23ვინც ეჭვობს ჭამისას, თავს იდანაშაულებს, რადგან რწმენით არ იქცევა. ხოლო ყოველივე, რაც რწმენით არაა, ცოდვაა.
Currently Selected:
Romans 14: სბს
Highlight
Share
Copy

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
Standard Georgian Bible © United Bible Societies representation in Georgia, 2013

: