YouVersion Logo
Search Icon

Romans 12

12
1ამრიგად, შეგაგონებთ, ძმებო, ღმერთის წყალობით, რომ შესწიროთ თქვენი სხეული ცოცხალ, წმიდა, ღმერთის სასურველ მსხვერპლად! ეს იქნება თქვენი სულიერი მსახურება. 2და ნუ მიესადაგებით ამ საუკუნეს, არამედ შეიცვალენით თქვენი გონების განახლებით, რათა შეიცნოთ, რა არის ღმერთის ნება – კეთილი, სასურველი და სრულყოფილი.
3ჩემთვის მოცემული მადლით ვეუბნები ყოველ თქვენგანს: თქვენს თავზე იმაზე მეტად ნუ იფიქრებთ, ვიდრე უნდა ფიქრობდეთ, არამედ იფიქრეთ საღად იმ რწმენის კვალობაზე, რაც ღმერთმა გიწილადათ თითოეულს. 4რადგან ჩვენ ერთ სხეულში მრავალი ასო გვაქვს, მაგრამ ყველა ასოს როდი აქვს ერთი და იგივე საქმე. #1კო 12:12. 5ასევე ჩვენ, მრავალნი ერთი სხეული ვართ ქრისტეში, ხოლო ერთიმეორისათვის – ასონი. 6და გვაქვს მადლით სხვადასხვა ნიჭი, ჩვენთვის მოცემული. თუ ეს წინასწარმეტყველებაა – იყოს რწმენის მიხედვით, #1კო 12:4-11. 7თუ მსახურებაა – ემსახურე, თუ ეს მოძღვრობის ნიჭია – დამოძღვრე, 8თუ გამხნევის ნიჭია – გაამხნევე, თუ გამნაწილებელის – გაანაწილე უბრალოებით, თუ წინამძღოლის – უწინამძღვრე ბეჯითად და თუ მწყალობელის – ხალისით გაეცი წყალობა.
9იყოს თქვენი სიყვარული წრფელი. გძაგდეთ ბოროტი და შეუერთდით კეთილს. 10ძმათმოყვარეობაში იყავით ერთმანეთისადმი გულთბილნი და მოყვარულნი, ურთიერთპატივისცემაში ერთმანეთს დაასწარით. 11იბეჯითეთ და ნუ დაიღლებით, სულით აღეგზნეთ, ემსახურეთ უფალს. 12იხარეთ იმედით, მომთმენნი იყავით გასაჭირში, ლოცვაში – ურყევნი. 13მონაწილეობა მიიღეთ წმიდათა საჭიროებებში, ესწრაფეთ სტუმართმოყვარეობას.
14დალოცეთ თქვენი მდევნელები, დალოცეთ და ნუ დაწყევლით. #მთ 5:44; ლკ 6:28. 15გახარულებთან იხარეთ და მტირალებთან იტირეთ. 16ერთსულოვანნი იყავით ერთმანეთს შორის. ქედმაღლური ფიქრები ნუ გექნებათ, არამედ მორჩილებს მიჰყევით, ბრძენი ნუ გეგონებათ საკუთარი თავი. #იგვ 3:7. 17ნურავის მიაგებთ ბოროტის წილ ბოროტს. ეცადეთ კეთილს ყველა ადამიანის წინაშე. 18თუ თქვენის მხრივ შესაძლებელია, იყავით ყველა ადამიანთან მშვიდობიანად. 19შურს ნუ იძიებთ თქვენთვის, საყვარელნო, არამედ ადგილი მიეცით უფლის რისხვას, რადგან წერია: „ჩემია შურისგება და მე მივაგებ“ – ამბობს უფალი. #რჯ 32:35. 20ამიტომ, თუ შენი მტერი მშიერია, დააპურე იგი; თუ სწყურია, დაალევინე. რადგან ამის გაკეთებით ნაკვერცხლებს აგროვებ მის თავზე. #იგვ 25:21,22. 21არ დაგძლიოს ბოროტმა, არამედ კეთილით სძლიე ბოროტს.

Currently Selected:

Romans 12: სბს

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in