YouVersion Logo
Search Icon

Numbers 13

13
1და ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა: 2„გაგზავნე კაცები და დაზვერონ ქანაანის ქვეყანა, რომელსაც მე ვაძლევ ისრაელიანებს. თითო კაცი გაგზავნე თითო ტომიდან, ტომთა თავკაცნი იყვნენ ისინი.“ 3და გაგზავნა ისინი მოსემ ფარანის უდაბნოდან უფლის სიტყვისამებრ. ყველა ისენი იყვნენ ისრაელიანთა თავკაცები. 4და აჰა, მათი სახელები: რეუბენის ტომიდან შამუაყი, ძე ზაქურისა. 5სიმეონის ტომიდან შაფატი, ძე ხორისა. 6იუდას ტომიდან ქალები, ძე იეფუნესი. 7ისაქარის ტომიდან იგალი, ძე იოსებისა. 8ეფრემის ტომიდან ჰოშეაყი, ნავეს ძე. 9ბენიამინის ტომიდან ფალტი, ძე რაფუსი. 10ზებულუნის ტომიდან გადიელი, ძე სოდისა. 11იოსების ტომიდან, გადი, ძე სუსისა – მანაშეს მხრიდან. 12დანის ტომიდან ყამიელი, ძე გემალისა, 13აშერის ტომიდან სეთური, ძე მიქაელისა. 14ნაფთალის ტომიდან ნახბი, ძე ვოფსისა. 15გადის ტომიდან გეუელი, ძე მაქისა. 16აჰა, სახელები კაცებისა, რომელნიც გაგზავნა მოსემ ქვეყნის დასაზვერად. და უწოდა მოსემ ჰოშეაყ ნავეს ძეს, იესო.
17როცა გააგზავნა ისინი მოსემ ქანაანის ქვეყნის დასაზვერად, უთხრა მათ: „წადით ნეგებისაკენ და ადით მთაზე, 18და იხილეთ ქვეყანა, როგორია იგი, და ხალხი, რომელიც იქ ცხოვრობს, ძლიერია თუ უძლური, მცირერიცხოვანია თუ მრავალრიცხოვანი? 19და როგორია ქვეყანა, სადაც ისინი ცხოვრობენ, კარგია თუ ცუდი? და როგორია ქალაქები, რომლებშიც ცხოვრობენ, ბანაკებში მკვიდრობენ თუ ციხე-სიმაგრეებში? 20და როგორია ნიადაგი, პოხიერია თუ მწირი? იზრდება იქ ხეები, თუ არა? იმარჯვეთ და წამოიღეთ იქაური ხილი“ (ეს ის დრო იყო, როცა ყურძენი მწიფს).
21და ავიდნენ ისინი და დაზვერეს ქვეყანა ცინის უდაბნოდან რეხობამდე – ხამათის მისასვლელამდე. 22წავიდნენ ნეგებისაკენ და მივიდნენ ხებრონამდე; და მკვიდრობდნენ იქ ახიმანი, შეშაი და თალმაი, ყანაკის ნაშიერნი (ხებრონი ეგვიპტის ქალაქ ცოყანზე შვიდი წლით ადრე აშენდა). 23მივიდნენ ეშქოლის ხევამდე, და მოჭრეს იქ ვაზის რტო და ყურძნის ერთი მტევანი, და წამოიღო იგი ორმა კაცმა ხარიხაზე დაკიდული, ასევე წამოიღეს ბროწეული და ლეღვი. 24იმ ადგილს უწოდეს ნახალ-ეშქოლი,#13:24 ებრ. ყურძნის მტევანი. იმ მტევნის გამო, რომელიც იქ მოჭრეს ისრაელიანებმა.
25და 40 დღის შემდეგ, რაც მათ ქვეყანა დაზვერეს, უკან დაბრუნდნენ. 26და მოვიდნენ მოსესთან და აარონთან, და ისრაელიანთა მთელ თემთან ფარანის უდაბნოში – კადეშში, და მოუტანეს ამბავი მთელ თემს, და აჩვენეს მათ იმ ქვეყნის ხილი. 27და უამბეს: „მივედით იმ ქვეყანაში, სადაც თქვენ მიგვავლინეთ, და ნამდვილად მოედინება იქ რძე და თაფლი, და აჰა, იქაური ხილი. 28ოღონდ ძლიერი ხალხი ცხოვრობს იმ ქვეყანაში, ქალაქებიც გამაგრებული აქვთ და ძალზე დიდი, ყანაკის ნაშიერნიც ვნახეთ იქ. 29ყამალეკი მკვიდრობს ნეგების ქვეყანაში, ხეთელნი, იებუსელნი და ამორეველნი მკვიდრობენ მთებში, ხოლო ქანაანელნი მკვიდრობენ ზღვისპირეთში და იორდანეს სანაპიროებზე.“
30ქალებმა კი დაამშვიდა ხალხი მოსეს წინაშე და თქვა: „ავიდეთ და დავიმკვიდროთ იგი, რადგან ჩვენ შეგვიძლია მათი ძლევა.“ 31ხოლო კაცებმა, რომლებიც მასთან ერთად იყვნენ დასაზვერად, თქვეს: „ვერ შევძლებთ გასვლას იმ ხალხის წინააღმდეგ, რადგან ის ჩვენზე ძლიერია.“ 32ცუდი ხმები გაავრცელეს ისრაელიანებში ქვეყანაზე, რომელიც დაზვერეს, და თქვეს: „ქვეყანა, რომელიც მოვიარეთ დასაზვერად, თავის მკვიდრთა მჭამელი ქვეყანაა. და მთელი ხალხი, რომელიც იქ ვნახეთ, ბუმბერაზია. 33იქ ვნახეთ დევკაცები, ყანაკის ძენი, დევკაცთა შთამომავალნი. ბუზები გვეგონა ჩვენი თავი და ასევე ვჩანდით მათ თვალშიც.“#დაბ 6:4.

Currently Selected:

Numbers 13: სბს

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

Video for Numbers 13