Matthew 6
6
1ერიდეთ მოწყალების გაღებას ადამიანთა თვალწინ, მათ დასანახად, თორემ ვერ მიიღებთ საზღაურს თქვენი ზეციერი მამისაგან.#მთ 23:5. 2ამიტომ, როდესაც მოწყალებას გასცემ, ნუ გაახმაურებ შენს წინაშე, როგორც თვალთმაქცნი აკეთებენ სინაგოგებსა და ქუჩებში, რათა ხალხმა ადიდოს ისინი. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ისინი უკვე იღებენ თავიანთ საზღაურს. 3შენ კი, როდესაც მოწყალებას გასცემ, შენს მარცხენას ნუ ეცოდინება, რას აკეთებს შენი მარჯვენა. 4რათა შენი მოწყალება დაფარულად იყოს და შენი მამა, რომელიც ხედავს დაფარულს, მოგიზღავს შენ ცხადად.#6:4 ზოგიერთ ძველ ხალნაწერში არ არის სიტყვა ცხადად.
5და როდესაც ლოცულობთ, ნუ იქნებით, როგორც თვალთმაქცნი, რომელთაც უყვართ სინაგოგებსა და ქუჩის კუთხეებში დგომა და ლოცვა, რათა დაინახოს ხალხმა. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ისინი უკვე იღებენ თავიანთ საზღაურს.#ლკ 18:10-14. 6შენ კი, როდესაც ლოცულობ, შედი შენს ოთახში, ჩაკეტე კარი და ილოცე შენი მამისადმი, რომელიც დაფარულია. და შენი მამა, რომელიც ხედავს დაფარულს, მოგიზღავს შენ ცხადად.#6:6 ზოგიერთ ძველ ხალნაწერში არ არის სიტყვა ცხადად. 7ხოლო ლოცვის დროს ზედმეტს ნუ იტყვით წარმართებივით, რადგან მათ ჰგონიათ, რომ თავიანთი მრავალსიტყვაობის გამო შესმენილ იქნებიან. 8ნუ დაემსგავსებით მათ, რადგან თქვენმა მამამ თქვენი საჭიროება თხოვნამდე იცის. 9თქვენ კი ასე ილოცეთ:
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყოს სახელი შენი.
10მოვიდეს სუფევა შენი, იყოს ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა. 11პური ჩვენი არსობისა მოგვეც ჩვენ დღეს.
12და მოგვიტევე ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა ჩვენთა.
13და ნუ შეგვიყვან ჩვენ განსაცდელში, არამედ გვიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.
14რადგან, თუ თქვენ მიუტევებთ ადამიანებს მათ შეცოდებებს, თქვენც მოგიტევებთ თქვენი ზეციერი მამა.#მრკ 11:25,26. 15ხოლო თუ თქვენ არ მიუტევებთ ადამიანებს მათ შეცოდებებს, არც თქვენ მოგიტევებთ თქვენი მამა თქვენს შეცოდებებს.
16ხოლო როდესაც მარხულობთ, ნუ იქნებით მწუხარენი თვალთმაქცებივით. რადგან ისინი მწუხარე სახეებს იღებენ, რათა ადამიანებს მმარხველებად აჩვენონ თავი. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ისინი უკვე იღებენ თავიანთ საზღაურს. 17ხოლო შენ, როდესაც მარხულობ, იცხე თავზე და დაიბანე პირი, 18რათა ადამიანებს კი არ ეჩვენო მმარხველად, არამედ დაფარულად მყოფ შენს მამას. და შენი მამა, რომელიც ხედავს დაფარულს, მოგიზღავს შენ ცხადად.
19ნუ შეკრებთ საუნჯეს დედამიწაზე, სადაც ჩრჩილი და ჟანგი სპობს და სადაც ქურდები თხრიან და იპარავენ.#იაკ 5:2,3. 20შეკრიბეთ საუნჯე ცაში, სადაც არც ჩრჩილი და არც ჟანგი სპობს და არც ქურდები თხრიან და იპარავენ. 21რადგან, სადაც არის შენი საუნჯე, იქ იქნება შენი გულიც.
22სხეულის სანთელი თვალია. მაშ, თუ შენი თვალი სუფთაა, მთელი შენი სხეულიც ნათელი იქნება. 23ხოლო თუ შენი თვალი ბოროტია, მთელი შენი სხეულიც ბნელი იქნება. თუკი ნათელი, რომელიც შენშია, სიბნელეა, სიბნელე რაოდენიღა იქნება?
24არავის არ შეუძლია ორ ბატონს ემსახუროს: ან ერთს შეიძულებს და მეორეს შეიყვარებს, ანდა ერთს შეეთვისება და მეორეს დაამცირებს. ვერ შეძლებთ ღმერთსაც ემსახუროთ და სიმდიდრესაც.
25ამიტომ გეუბნებით თქვენ: ნუ ზრუნავთ თქვენი სიცოცხლისათვის, რა ჭამოთ ან რა სვათ,#6:25 ზოგიერთ ძველ ხალნაწერში არ არის ‘ან რა სვათ’. ნურც თქვენი სხეულისათვის, რით შეიმოსოთ. განა სიცოცხლე საზრდოზე მეტი არ არის და სხეული – სამოსელზე? 26შეხედეთ ცის ფრინველებს: არც თესავენ, არც მკიან, არც ბეღლებში აგროვებენ, და თქვენი ზეციერი მამა ასაზრდოებს მათ. განა თქვენ მათზე ბევრად უკეთესნი არა ხართ? 27რომელ თქვენგანს შეუძლია ზრუნვით თავის სიმაღლეს ერთი წყრთა შემატოს? 28სამოსელზე რაღას ზრუნავთ? დააკვირდით ველის შროშანებს, როგორ იზრდებიან: არც შრომობენ, არც ართავენ. 29გეუბნებით თქვენ, რომ სოლომონიც კი, მთელი თავისი დიდებით, არ იყო შემოსილი ისე, როგორც ერთი ამათგანი.#3მფ 10:4-7; 2ნშ 9:3-6. 30თუკი მინდვრის ბალახს, რომელიც დღეს არის, ხვალ კი თონეში ჩაიყრება, ღმერთი ასე მოსავს, განა თქვენ უფრო მეტად არ შეგმოსავთ, მცირედმორწმუნენო? 31ნუ ზრუნავთ და ნუ ამბობთ: ‘რა ვჭამოთ?’ ან: ‘რა ვსვათ?’ ან: ‘რით შევიმოსოთ?’ 32რადგან ყოველივე ამას წარმართნი ეძიებენ. ხოლო თქვენმა ზეციერმა მამამ იცის, რომ თქვენ გესაჭიროებათ ეს ყველაფერი. 33ეძიეთ უწინარეს ყოვლისა ღმერთის სასუფეველი და მისი სიმართლე, და ეს ყველაფერი შეგემატებათ. 34ნუ ზრუნავთ ხვალინდელ დღეზე, რადგან ხვალინდელი დღე თავად იზრუნებს თავის თავზე. ეყოფა თითოეულ დღეს თავისი საზრუნავი.
Currently Selected:
Matthew 6: სბს
Highlight
Share
Copy

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
Standard Georgian Bible © United Bible Societies representation in Georgia, 2013

: